Page 1 of 5

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 11:45
by Jnosy
ვიცი რომ ბევრია. არ დაგეზაროთ წაკითხვა
ეს ძალიან მნიშვნელოვანია :)

თუ გახსოვთ ზანავი - ნუნისის ლაშქრობაში რომ ვიყავით, იქ ვნახეთ ბერი, (ნუნისში უკვე, სადაც კაცი დავკარგეთ) რომელიც ერთ მორჩილთან ერთად აშენებდა კელიებს.
2 კაცი წარმოიდგინეთ. არადა ძალიან დიდი მონასტერია თუ ნახეთ. გამოველაპარაკეთ, დავისვენეთ და აღმოჩნდა, რომ 2 ადამიანი ძალიან დიდ საქმეს შეჭიდებოდა. აგვიხსნა კიდეც მამაომ რას აპირებდნენ. ეხლა ხეებს ვჭრით და ამ ხეების ადგილას კელიები უნდა აშენდესო :) დროებით კი კოტეჯში ვცხოვრობთო. სექტემბრიდან მსახურება უნდა აღდგეს აქო :) და ა.შ.

მე შევპირდი და შევასრულებ კიდეც
და რას:

მინდა ერთ შაბათ (28, 29 და 30 სექტემბერი)- კვირას ავიდე და გეეემრიელად მივეხმაროპარასკევს საღამოს ავალ მატარებლით (ანუ 28-ში), იქიდან ფეხით ღამით ავალთ მონასტერში (იგივე კოტეჯში) 4-5 საათისთვის. (ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და გზის პრობლემა ჩათვალეთ რომ არ გვაქვს)
დილამდე გამოვიძინებ შეძლებისდაგვარად და მთელი შაბათ - კვირა (29 და 30 სექტემბერი) უნდა ვიმუშაოთ იმიტომ, რომ ზღვა საქმე აქვთ და ორნი არიან :( კვირას საღამოს წამოვალთ და ღამით აქ ვართ სამსახურებშიც ვიქნებით დილას :)

მსურველები თუ შემომიერთდებიან (ვისაც მუშაობა არ ეზარება) არ აქვს მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი (abaldui - ს იმედი მაქვს) ძალიან კარგი იქნება მათთვის პირველ რიგში. ძააააალიან დიდი მადლია.

ხოოოო, ეხლა გოგოებს რაც შეეხება: გოგოები სურვილისამებრ წამოვლენ, უბრალოდ კოტეჯში მათი დაძინება რამდენად გამოვა არ ვიცი იმიტომ, რომ ბერი და ქალი ერთ კოტეჯში :) არ ვიცი მოკლედ ეგ ამბავი. უნჯობესია კარავში მოვათავსოთ და ერთი კაცი დავუტოვოთ საყარაულოდ. რათქმაუნდა ისინიც იმუშავებენ მაგრამ არა ფიზიკურად. შეიძლება გასარეცხი იყოს ჭურჭელი ან ტრაპეზი იყოს მოსამზადებელი რავიცი :) საქმე გამოინახება...

ბიჭებზე ალბათ ყველაფერი ნათელია, კარვები არ გვინდა, ჩვენ კოტეჯში მოვთავსდებით, ანუ მხოლოდ საძილე ტომრების წაღება მოგვიწევს...

წარმოიდგინეთ მონასტერის მშენებლობაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს რამხელა მადლია იცით? :) :) თან შაბათ - კვირას ლოცვა წირვასაც დავესწრებით :)
სასურველია 5-7 კაცი, მეტი უკვე ღრეობაში გადადის (მემგონი). მემგონი სწორად გამიგებთ და თქვენც რომ დაფიქრდეთ მართალი ვარ, ამ რიცხვს რომ ვასახელებ :)

ეს მოლოცვაც გამოდის, და ამაზე დიდი მადლი არ ვიცი რა :) როგორ უნდა წამოიღო სადაც არ უნდა წახვიდე, არ არსებობს. ბერებსაც კარგად გავიცნობთ და მერეც თავისუფლად შეგვეძლება თუნდაც მოსალოცად და თუნდაც მისახმარებლად ჩასვლა :)

პ.ს. აუცილებელია თქვენი მოძღვრის კურთხევა
ეს ძალიან ადვილია: ვეუბნებით მამაოს რომ გვაქვს სურვილი ამის გაკეთების და მამაოც 100%-და 95% გვაძლევს კურთხევას :)
ვისაც მოძღვარი არ ყავს, შეუძლია ნებისმიერ მამაოსთან მივიდეს და უთხრას რას აპირებს.

ეს ჩემი ინიციატივაა
მე მაინც წავალ :) კარგი იქნება ჯანიანი და დაუზარელი ხალხი თუ შემომიერთდებიან იმიტომ, რომ იქ დასვენებაზე და არც იოცნებოთ. (ისე, ბერების კლდეზე კი წავალთ სანახავად აუცილებლად ;) სხვა არაფერი ღირშესანიშნაობისდრო არ გვექნება) ზღვა საქმეა გასაკეთებელი და მაქსიმალურად დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი იქ ყოფნით, ისედაც 2 დღე გამოგვდის :)

წასაღებს რაც შეეხება, აქ თქვენი დახმარება მჭირდება (ანუ ხალხის ვინც ნამყოფია მონასტერში) საჭმელი ალბათ აუცილებლად უნდა წავიღოთ, სხვა თუ არის რამე საჭირო, იქნებ დაწეროთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად :)

მგზავრობას და ფულს რაც შეეხება: აქედანაც და იქიდანაც ვიმგზავრებთ მატარებლით, 9-ზე გადიან ოზურგეთი და ქუთაისი, რომელსაც გვინდა გავყვებით და 4-5 საათში ვართ მოლითში. მგზავრობის ღირებულება 09-ში არ იციან მაგრამ სავარაუდოდ 7-8 ლარი ეღირება :)
ანუ: 7-8 ლარი აქეთ და 7-8 ლარი იქით. შემდეგ, საჭმელიც 2 დღით ალბათ 15-20 ლარი... სულ ალბათ რკინიგზის სადგურიდან რკინიგზის სადგურამდე დაგვჭირდება 25-30 ლარი :)


წინასწარ გაფრთხილებთ და ვიმეორებ: დასვენება ზღვაზე :) აქ ვმუშაობთ

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 11:53
by ARCHILI
Jnosy


დიდებული კაცი ხარ, მე ხვალ მივდივარ ჩემთან, მონასტერში - აჩხოტში (ყაზბეგთან), სადაც ვცხოვრობდი, რამდენიმე დღით.. მაგ კეთილ საქმესა და თარიღთან დაკავშირებით, ალბათ მიმიხვდები, რომ მაქსიმალურად მოვიწადინებ.. ახლა ცოტა ფეხი მაქვს დაშავებული, ხევსურეთისა და სვანეთის მერე.. იმედია, გამომიჯანსაღდება მაგ დროისათვის..
ახლა, მართალი გითხრა, დასასვენებლად უფრო მივდივარ, ჩვენთანაც მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ მამაოს უკვე შევუითანხმდი, რომ ტიპიკონით გათვალისწინებულზე მეტს დამაძინებს.. მოკლედ.. შევეცდები შესაძლებლობის ფარგლებში.. ყველაფერი ღვთის ნებითაა.. შეგვეწევა...

არჩილი

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 13:08
by Jnosy
ეს არის მონასტრის ფოტო, რომლებიც ნატალიამ გადაიღო ლაშქრობის დროს :)

Image


ეს კი ის ადგილია, სადაც წესით კელიების მშენებლობა უნდა იყოს გაჩაღებული
Image

1 - ადგილი სადაც კელიების მშენებლობა მიმდინარეობს
2 - მოჭრილი ხეები. იმ დროეისთვის სამუშაოს მხოლოდ ეს ნაწილი იყო დაწყებული

Image

ეს კი კოტეჯია, სადაც ჩვენ (ანუ ბიჭები მხოლოდ) გავათენებთ 2 ღამეს :) + დრუიდი :D

აქვე იცხოვრებენ ბერი + მორჩილი :)

Image
Image



ვისაც უშუალოდ ამ ლაშქრობის ფოტორეპორტაჟი აინტერესებს ნახეთ აქ :)http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 14:19
by Archil
ვფიქრობ არაფერი არ შემიშლის ხელს. მოვდივარ. მუშაობაც ვიცი, ჭამაც, საჭმლის გაკეთებაც, თუ საჭიროა (მარა უფრო ჭამა მიყვარს, ვიდრე მისი მომზადება), სხვა რა, რკინიგზის ვაგზალი ვიცი სადაა, თეთრ კედელთან შევიკრიბოთ ;) (ეს სვანეთიდან ჩამოსულების დახვედრის ადგილი იყო, მეტი უკეთესი ვერ მოიფიქრეს, სვანეთში იყვნენ ნამყოფები კაი ხნით და იმოქმედა.... )

ინსტრუმენტები ექნებათ? ნიჩაბი, ბარი, ლომი, ეგეთები კი მაქვს სახლში და.. სიმართლე გითხრათ იქ წათრევა აქედან მეზარება ნამეტნავად და მგონი იქ უნდა იყოს სამყოფი. თუ არა და სოფელში გამოვართვათ, ექნებათ სოფლელებს და ამისტანა მადლიან საქმეზე არ მოგვიჭმოტავენ.

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 16:29
by tiko_r
რა საინტერესოა... :D
რა თემაც არ წავიკითხე ყველგან მომინდა წასვლა... :? :(

არაჩვეულებრივად ვბარავ და ვღებავ...
ალბათ კიდევ ბევრი რამე მეხერხება და ჯერ არ ვიცი...

აი დროს რა ვუყოთ.... მივატოვებ მემგონი მე სამსახურს... :?

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 16:47
by Jnosy
tiko_r
ჯერ სად ხარ? :lol:

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 17:20
by paata_
ბერების მშენებლობა ნუნისში, გაეცანით
რაღაც ცუდად ჟღერს

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 17:20
by paata_
კაი საქმეა, სამწუხაროდ მე ვერ შემოგიერთდებით,

თქვენს გვედრით მიგულეთ

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 05 სექ 2007, 19:07
by makuku
ძალიან კარგი იდეაა! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სამწუხაროდ მე ვერ შემოგიერთდებით..
ბიჭებო, ასევე მხედველობაში მიიღეთ დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. იქაც ელიან თქვენნაირ მოწადინებულ ხალხს. ძალიან დიდი საქმე კეთდება და წვლილის შეტანა ურიგო არ იქნება ;)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 08:04
by chuna
Jnosy!

მე რომ წამოვიდე გინდა?



ჯერ არ ვიცი როგორ მომიხერხდება! ამდენი ხნით ადრე ვერ ვიტყვი გადაწყვეტილად! მაგრამ შენი აზრი კი უკვე უნდა ვიცოდე-წამიყვან?

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 12:32
by Jnosy
chuna
რათქმაუნდა...
უბრალოდ გაითვალისწინე რომ იქვე კარავში მოგიწევს გათენება
თუ არაინ არ წამოვიდა ჩემი და აჩიკოს მეტი, ჩვენც კარავში დავრჩებით შენი ხათრით ;)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 15:06
by lama
მეც შემოგიერთდებით :)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 16:46
by Jnosy
Jnosy
Archil
chuna
lama

ეს არის სავარაუდო წამსვლელთა სია, რომელიც არაერთხელ შეიცვლება :)
თუ რამე კითხვა დაგებადებათ, გენაცვალოთ ჩემი თავი :)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 18:08
by Archil
Jnosy
იმავე დღეებში მეტეოზე მიდიან, სადაც ძალიან მინდა წასვლა, მაგარმ დავძლიე მაგი მორალური მომენტი, რომ ნუნისში მუშაობა უფრო საჭიროა, ვიდრე მეტეოს მონახულება. ცდუნება კი იყო, მაგრამ ეკლესიაში ისე ვერ მიხვალ, ცდუნებას თუ ვერ სძლიე....

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 18:39
by Jnosy
Archil wrote:Jnosy
იმავე დღეებში მეტეოზე მიდიან, სადაც ძალიან მინდა წასვლა, მაგარმ დავძლიე მაგი მორალური მომენტი, რომ ნუნისში მუშაობა უფრო საჭიროა, ვიდრე მეტეოს მონახულება. ცდუნება კი იყო, მაგრამ ეკლესიაში ისე ვერ მიხვალ, ცდუნებას თუ ვერ სძლიე....
დაგვიფასდება ჩემო არჩილ, ჩვენს სულებს წაადგება. არავინ არ ზრუნავს საკუთარი სულისთვის, მარტო ფიზიკური სხეულისთვის ზრუნავენ. ძაალიან დიდი მადლია მონასტრის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. წარმოიდგინე, რა ნასიამოვნები ჩამოხვალ და რა კმაყოფილი (+ მაგარი დაღლილი)

ღმერთს ვთხოვ გამაძლიეროს და შემაძლებინოს :)
უკვე ძალიან ბევრი დაბრკოლება გამოჩნდა, მაგრამ დედას ვუტირებ!!!

დამიჯერე ძმობილო :)