Page 1 of 6

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 22:53
by Int3lig3nt
ჯერ იმას ვიტყვი, რომ ფორუმგელებს უკვე რამდენიმე კვირაა, შაბათ-კვირა არ ჩაგვიგდია :P.
ვარძია, რკონი, აი ახლა ნუნისში ვიყავით ბოლო შაბათ-კვირას.

ჰოდა 2 დღიანები ხშირად ეწყობა და ამ შაბათს გვინდა 4 დღიანი გავაკეთოთ.

ხევსურეთი ავირჩიეთ, მარა არაფერი გაგვეგება :).

გამოცდილი ხალხი ხართ და რა მარშრუტს გვირჩევთ?
როგორ სჯობს წასვლა, სად სჯობს. რა დაგვიჯდება.

გმადლობთ წინასწარ :).

რაც მალე მეცოდინება ინფორმაცია, მით უკეთესი :).

ამ შაბათს ვაპირებთ და რომ მოვასწროთ :).

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:19
by zura N.
ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ მიღმახევია. :) :wink:

I დღე---- კისტანი-შატილი-ანატორები და დაბანაკება მოცოს ძირას (სხვათაშორის შესანიშნავი ადგილია კარვების გასაშლელად).

II დღე---- მოცო-არდოტი და დაბანაკება არდოტის ჭალაში ასევე შესანისნავი ადგილი :wink: .

III დღე----

ა) არდოტი-ბახაო-არჭილო და უკან დაბრუნება არდოტში;
ბ) არდოტი-ახალი ხახაბო-ძველი ხახაბო; ძველ ხახაბოშიც მშვენიერი ადგილებია კარვებისთვის.

IV დღე---- უკან არდოტი-მარშუტკა-მუცო-შატილი.... თბილისი :wink:

შენიშვნა: მე პირადად III დღეს "ბ" ვარიანტს უფრო გირჩევდით, ძველი ხახაბო ძალიან ლამაზია და სანახავიც ბევრია :wink:

სურათები შეგიძლია აქ ნახო:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1319

:) :wink:

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:32
by Int3lig3nt
zura N.
რითი წავალთ კისტანიმდე?
მეოთხე დღეს იქიდან რითი დავბრუნდებით?
მაქსიმუმ 6-7 ადამიანი ვაპირებთ ჰოდა რა დაგვიჯდება ეგ სიამოვნება :)?

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:36
by caucasica
zura N.
III დღე----

ა) არდოტი-ბახაო-არჭილო და უკან დაბრუნება არდოტში;
ბ) არდოტი-ახალი ხახაბო-ძველი ხახაბო; ძველ ხახაბოშიც მშვენიერი ადგილებია კარვებისთვის.
მე თუ დამიჯერებთ III ა) მარშუტს შევცვლიდი ბახაოს გავლ;ით ხიდოტანზე რომ ახვიდეთძალიან ისიამოვნებთ

მარშუტკის მძღოლის ნომერს მოგცემთ: 899 92 80 90ზვიადი ყვითელი მერსედესის მარშუტკა ეტევა 16 კაცი
თუ 1 დღეს წახვალ მძღოლი თქვენთან ერთად დარჩება და მეორე დღეს წამოგიყვანთ 350ლ
ხოლო ტუ ჩაგიყვანთ წამოვა და IV დღეს ჩამოგაკითხავთ და წამოგიყვანთ 550ლ

დანარჩენზე თუ რამე დაგაინტერესებთ დაწერეთ და გიპასუხებთ ;)

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:40
by caucasica
Int3lig3nt
zura N.
რითი წავალთ კისტანიმდე?
მეოთხე დღეს იქიდან რითი დავბრუნდებით?
მაქსიმუმ 6-7 ადამიანი ვაპირებთ ჰოდა რა დაგვიჯდება ეგ სიამოვნება ?
6-7 კაცი თუ ხართ და ფეხით მგზავრობა არ გეზარებათ მაშინ სემიძლია საფეხოსნო მარშუტი ჩამოგიწეროთ მაგრამ ჯერ მიპასუხეთ ტყვილა არ მაწერიოთ :)
მანამდე რუკას გაეცანით
Image

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:43
by Int3lig3nt
caucasica
6-7 კაცი თუ ხართ და ფეხით მგზავრობა არ გეზარებათ მაშინ სემიძლია საფეხოსნო მარშუტი ჩამოგიწეროთ მაგრამ ჯერ მიპასუხეთ ტყვილა არ მაწერიოთ Smile
მანამდე რუკას გაეცანით
კი, ცოტანი ვართ და ფულიც ცოტა გვაქვს :D.
რაც ნაკლებს და იაფად ვივლით ტრანსპორტით, მით უკეთესი :).

თეკლამ სთქო, ბარისახომდე 3 ლარი ჯდება ტრანსპორტიო.
მაქედან ფეხით არ შეიძლება შატილამდე ასვლა და დაბრუნება?
4 დღეში ჩავეტევით?

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:49
by Nika
Int3lig3nt
შატილზე ნუ ჩაიციკლებით. გაცილებით საინტერესო ადგილებია მანდ.

მანძილი ბარისახო-შატილი არის 40 კმ დაახლოებით. შესაბამისად გათვალეთ ფეხით დღეში 20 კმ-ზე მეტს ვერ ივლით - დაიბრიდებით. ანუ 4 დღე არ გეყოფათ სამაგისოდ.

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:50
by Archil
Int3lig3nt
ეხლა უფრო მაღლაც ადის ავტობუსი, თუ არ ვცდები ხახმატამდეც. ისე, დიდუბის ავტოვაგზალიდან მარშუტკა დადისო შატილშიო, ეგეთი რაღაცაც გავიგე და არ ვიცი რამდენად სწორია. მაგრამ კორშას ზემოთ რომ ადიოდა სარეისო ავტობუსი, ჩემი თვალით ვნახე გუშინ, აბუდელაურებიდან როცა ვბრუნდებოდით.

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:51
by Int3lig3nt
Nika
შატილზე ნუ ჩაიციკლებით. გაცილებით საინტერესო ადგილებია მანდ.

მანძილი ბარისახო-შატილი არის 40 კმ დაახლოებით. შესაბამისად გათვალეთ ფეხით დღეში 20 კმ-ზე მეტს ვერ ივლით - დაიბრიდებით. ანუ 4 დღე არ გეყოფათ სამაგისოდ.
კაი, სხვა :)?

მოკლედ არაფერი არ გამეგება მე და თქვენს იმედზე ვარ :).

თლა გამოუცდელი ხალხი არ ვართ.
სიარული შეგვიძლია :).

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:54
by zura N.
Int3lig3nt wrote:caucasica
6-7 კაცი თუ ხართ და ფეხით მგზავრობა არ გეზარებათ მაშინ სემიძლია საფეხოსნო მარშუტი ჩამოგიწეროთ მაგრამ ჯერ მიპასუხეთ ტყვილა არ მაწერიოთ Smile
მანამდე რუკას გაეცანით
კი, ცოტანი ვართ და ფულიც ცოტა გვაქვს :D.
რაც ნაკლებს და იაფად ვივლით ტრანსპორტით, მით უკეთესი :).

თეკლამ სთქო, ბარისახომდე 3 ლარი ჯდება ტრანსპორტიო.
მაქედან ფეხით არ შეიძლება შატილამდე ასვლა და დაბრუნება?
4 დღეში ჩავეტევით?
კი შეიძლება მარა ბევრს ვერაფერს ნახავთ, caucasica-ს დადებული რუკა და მარშუტი ძალიან კარგია, ზემოტ რო ლინკი დავდე მანდაც არის აღწერილი ეგ მარშუტი. :wink:

შეგიძლიათ დათვიჯვრამდე ააყვანინოთ მარშუტკას თავი მერე კი გაუყვეთ ჭანჭახის უღელტეხილს და ღამე ძველ ხახაბოში გაათიოთ;
მეორე დღეს მოინახულოთ არდოტი-მუცო;
მესამე დღეს შატილი და ამოუყვეთ გზას გიორგიწმინდაში;
მეოთხე დღეს კი დათვიჯვარზე ახვიდეთ და იქ დაგხვდეთ მარშუტკა და წამოგიყვანოთ.

ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე იაფად გამოხვალთ, თუმცა ბოლო დღეს სასიარულო საკმაოდ გექნებათ, წინა დღესაც თუ მოიგებთ პატარა მანძილს და გიორგიწმინდის უფრო ზემოთ ახვალთ ბოლო დღეს წაგადგებათ :wink:

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:58
by Nika
zura N.
ხო დათვიჯვარიდან წრიული მარშუტი ყველაზე კაი ვარიანტია.

Int3lig3nt
როგორი გამოცდილიც არ უნდა იყო 4 დღეში 80 კილომეტრის გავლა არაა იოლი. სიარულისას საშუალო სიჩქარე არის 2 კმ/სთ (შესვენებებეით). გამოდის დღეში 10 საათი გზაზე უნდა დახარჯოთ და ვერაფერს ვერ დაათვალიერებთ.

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 21 აგვ 2007, 23:58
by caucasica
Int3lig3nt ნუ მაშინ დავიწყე:

1. აქ ორი ვარიანტია თბილისი-ბარისახო 4ლ
ან თბილისი დუშეთი- დუშეთიდან დუშეთი-ბარისახო-გუდანი (ასე 6 კმ-ზე მეტს იგებთ) მაგრამ წინასწარ უნდა გაიგოთ დუშეთიდან როდის მიდის ავტობუსი.

2.Iდღე
აქ ან გუდანში ვართ ან ბარისახოში ორივე ვარიანტში (ვფიქრობ ბევრი ბარგი არ გექნებატ და ამინდი გაცლით და შეიძლება მანქანაც დაგემგზავროთ)
ვფიქრობ დატვისჯვარზე(პირველი უღელტეხილი) გადასვლას მოახერხებტ და იქ დაბლა მინდორია და დაბანაკდებით (ტუ საფეხოსნო მარშუტს აირჩევთ დაწვრილებით რჩევებს მერე მოგცემთ)

3. II დღე
აქაც ორი არჩევანია ან მეორე უღელტეხილს ჭანჭახს გადახვალთ და ჭანჭახის ხეობის გავლით ძველი ხახაბო, ახალი ხახაბო და არდოტი აქ დაბანაკდებით წახვალთ (სფეხმავლო ბილიკები, დაშესაძლებელია ხახაბოშიც დაბანაკება)
IIდღე მუცო-ანატორი შატილი_ IV დგე კი კისტანი-ლევაისკარი_დსატვისჯვარი გუდანი

ან სამანქანე გზას გაუყვებით და თუ შატილამდე ვერ მიხვედიტ (გამორიცხულია) გიორგიწმინდასი ბანაკდებით-აქედან IIდღე ანატორი მუცო არდოტი თავისუფლად ეტევით IV დღეს კი არდოტი ხახაბოები -ჭანჭახის უღელტეხილი და დათვისჯვარი

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 22 აგვ 2007, 00:01
by Archil
ხახმატიდან რომ წავიდნენ რა უჭირთ? ნაკლებიც გამოუვათ. 20 კმ დღეში კი არაა ბევრი. 5 საათში თავისუფლად გაივლის ადამიანი, თანაც დათვისჯვრის იქით დაღმართებია. მოკლეებზეც შეიძლება და თუ კაი ხადოკები არიან, შეძლებენ. ეხლა თუ მაჩანჩალები ოხრად ეყოლებათ, მაშინ კი გაწვალდებიან კარგად.

მახსოვს დედაბერაზე 18 კმ აღმართი ვიარეთ და მერე 8 საათი დაღმართი. ასე რომ მაგი 40 კმ-ც ორ დღეში შეიძლება გაიაროს კაცმა. მაგრამ დატვირთული დღე კი იქნება...

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 22 აგვ 2007, 00:06
by caucasica
Archil ნუ შენ ვერ სეგედრებით ხომ იცი :wink:


Int3lig3nt ისე 2 დღეში არდოტსი ყველანაირად ხვდები იქოიდან ტუშეთში გადასვლას კი 2დღე უნდა აწუნთიდან თუშეტიდან კი ზალიან ბევრი მანქანები დადის :D

ხევსურეთთან დაკავშირებით რას გვირჩევთ :).

Posted: 22 აგვ 2007, 00:06
by Int3lig3nt
caucasica
1. აქ ორი ვარიანტია თბილისი-ბარისახო 4ლ
ან თბილისი დუშეთი- დუშეთიდან დუშეთი-ბარისახო-გუდანი (ასე 6 კმ-ზე მეტს იგებთ) მაგრამ წინასწარ უნდა გაიგოთ დუშეთიდან როდის მიდის ავტობუსი.
ეს გასაგებია.
დუშეთის ამბავს გავარკვევ :).
2.Iდღე
აქ ან გუდანში ვართ ან ბარისახოში ორივე ვარიანტში (ვფიქრობ ბევრი ბარგი არ გექნებატ და ამინდი გაცლით და შეიძლება მანქანაც დაგემგზავროთ)
ვფიქრობ დატვისჯვარზე(პირველი უღელტეხილი) გადასვლას მოახერხებტ და იქ დაბლა მინდორია და დაბანაკდებით (ტუ საფეხოსნო მარშუტს აირჩევთ დაწვრილებით რჩევებს მერე მოგცემთ)
ეს დაწვრილებითი რჩევები მაინტერესებს :).
3. II დღე
აქაც ორი არჩევანია ან მეორე უღელტეხილს ჭანჭახს გადახვალთ და ჭანჭახის ხეობის გავლით ძველი ხახაბო, ახალი ხახაბო და არდოტი აქ დაბანაკდებით წახვალთ (სფეხმავლო ბილიკები, დაშესაძლებელია ხახაბოშიც დაბანაკება)

ან სამანქანე გზას გაუყვებით და თუ შატილამდე ვერ მიხვედიტ (გამორიცხულია) გიორგიწმინდასი ბანაკდებით
ეს ორი ვარიანტი რამდენი კილომეტრია თითო?

ნუ იქნება მაშინ შატილი, სხვაგან თუ უფრო ადვილად გადავალთ ბარისახოდან.

შეშას და წყალს ვნახავთ საბანაკე ტერიტორიაზე?