Page 1 of 7
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:17
by GOGONA
თბილისიდან გავდივართ 18-ში დილით,
(ორი მსუბუქი მანქანა, რომელშიც 4-4 ადამიანი ჩაჯდება უკვე სახეზეა, ბენზინის ხარჯი დაახლოებით10ლ)
მივდივართ კორშამდე,
კორშაში ვტოვებთ მანქანებს, და ან ფეხით ავდივართ როშკამდე, ან შოთა წიკლაურის უაზით,
(შოთას უაზი მაშინ სულ 30ლარი დაჯდა)
როშკაში ვბანაკდებით, შესაძლოა თავლის სხვენში, რაც წვიმის შემთხვევაში კომფორტული და სახალისოა,
19-ში გასვლა აბუდელაურის ტბებე უზურგჩანთოდ,
საღამოს ისევ როშკაში ვათევთ,
20-ში ვბრუნდებით.
გვაქვს ორი მსუბუქი მანქანა საერთო ჯამში 8 ადგილით ,
2ცალი 3 ადგილიანი კარავი.
1. გოგონა
2. +
3.+
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:20
by Archil
კორშიდან როშკამდე ცნობილი ჩანჩქერის გვერდით ბილიკი ადის, აბუდელაურზე რომ ვიყავით, მაშინ გავიარეთ ღამიღ მაგი ბილიკი და ძალიან რამანტიჩნი რაღაც გამოვიდა. გირჩევთ თქვენც ისიამოვნოთ მაგ ბილიკით.
კარგი ამინდის შემთხვევაში ჯუთის ჯგუფიც შეიძლება მოხვდეს მაგ ადგილებში და კარგი იქნება თუ შეხვდებით. ამისათვის საჭიროა შეთანხმება მოხდეს ერთმანეთთან.
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:20
by Naia
ჩემთვის არის ადგილი?

თუ კი მაშინ ჩამწერეთ.
ისე 3 დღე ბევრი არ არის აბუდელაურზე?
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:31
by Naia
GOGONA
18-ში გასვლა რომელ საათზეა? 2-ადგილიანი კარავი მეც უნდა მქონდეს... (თუ ჩემმა დამ პატრონს არ დაუბრუნა

აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:34
by GOGONA
კარგი ადგილის იმედი გადამეწურა,
თორე აუცილებლად ჯუთიდან გადმოვიდოდი,
ალაგ-ალაგ მზე სასიარულოდ ფანტასტიურია,
ჭაუხზე დიდი ალბათობით ღრუბელი იქნება, ღრუბელნისლში მანდ გადმოსვლა?? თანაც ჭაუხი შეიძლება არც გამოჩნდეს...
აი ეს არის ჩემი მოსაზრებები, რის გამოც აბუდელაური მირჩევნია.
აბუდელაურზე სანახავიც მეტია და მისასვლელ-მოსასვლელიც მარტივი და იაფი გამოდის
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:35
by ARCHILI
გოგონა 1 ადგილი კარგ ადგილას დაბრონე.. გადაწყვეტით ვერ გეტყვი, მაგრამ დამობრონე და მალე გაგაგებინებ.. ახლა სამსახურიდან უნდა გავძვრე...ამის დედაც ჯეკ..
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:36
by GOGONA
1. გოგონა
2. ნაია
3. გოგონა+
4. გოგონა+
5. ბექა ფიცხელაური (ხმა თუ მივაწვდინეთ შემოგვიერთდება)
6.აბალდუი
ბექას ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ?
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:37
by GOGONA
abaldui
არის უფროსო, დაბრონილია, ოღონდ რომ გადაწყვეტ გამაგებინე კაი?!
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:38
by GOGONA
Naia
ხვალ დილით 9სთ-ზე გავიდეთ გაგარინიდან
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:46
by Naia
GOGONA
გაიხარე

ახლა გავდივარ და კარვის ამბავს გავარკვევ. მოგვიანებით ისევ შემოვიხედავ.
პს. შოთა წიკლაურს ხო ვნახავთ? რაღაცას მატანს მეგობარი გადასაცემად...
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 18:59
by Archil
ვაფშეტა უკუღმა რეისი ხომ არ გაგვეკეთებინა? აბუდელაურზე ავსულიყავით და იქიდან ჯუთაში გადასვლა? იგივე ადგილები გამოდის. ვისაც უნდა მარტო აბუდელაური, ისინი დაბრუნდებიან უკან და ჯუთიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავბრუნდებით. რას იტყვით ასეთ ვარიანტზე?
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 19:03
by Naia
Archil
ჯუთას თემაში დაწერეს, რომ აბუდელაურიდან ჭაუხებზე ნაშალი კლდე ყოფილა და ამის გამო გადასვლა თითქმის შეუძლებელიაო.
შენ საით მიდიხარ? ჯუთა თუ აბუდელაური?
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 19:03
by GOGONA
Archil
უკუღმა არგამოვა, ხევსურეთის მხრიდან ნაშალი მთებია, ჩამოსრიალება ადვილია და ასვლა თითქმის შეუძლებელი,
თანაც მასე ტრანსპორტის ამბავი ისევ გაურკვეველი დარჩება
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 19:12
by Archil
Naia wrote:Archil
შენ საით მიდიხარ? ჯუთა თუ აბუდელაური?
მე მგონი სახლში ვრჩები, ისე ამერდამერია ტვინი რომ... რა ამინდი იქნება ვორონცოვზე, სულ ზეპირად ვიცი, ტრანსპორტის განრიგიც, რუქაც და ეგეთებიც სულ დამუღამებული მაქვს ბავშვობიდან... მგონი ისევ აქ ჯობია დავრჩე, აბუდელაურმა ერთხელ დამსეტყვა და კიდევ ხომ არ მივეყინები ძალით.
არ ვიცი, გადავწყვიტავ. ზურგჩანთის ჩალაგებას რა უნდა, საძილე, მაისურები ... ფარანის და ფოტოაპარატის ელემენტები დატენილი მაქვს. მარილი სამარილეშია, სხვა რაა საჭირო? საწვიმარიც თავის ადგილას დევს და... 15 წუთში ყველაფერი ლაგდება ხოლმე. მთავარია გადაწყვეტილების მიღება.
აბუდელაურის ტბები 18-20 აგვისტო
Posted: 17 აგვ 2007, 19:13
by GOGONA
Naia
შოთა წიკლაურს ვნახავთ, როშკაში ხომ ავალთ
