Page 1 of 7

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 14:34
by ARCHILI
მოგესალმებით ამ თემაშიც..

მსურს წარმოგიდგინოთ ერთი ასეთი რამ (უკვე უკუღმა ქართულით დავიწყე)... კახისიდან რომ ვბრუნდებოდით, მე და მეკო.. უფრო სწორად კი მეკო და მე გზაზე საუბრის დროს ერთ საინტერესო თემას მივუახლოვდით..

კერძოდ... სამომავლოდ.. სურვილისამებრ.. კარავის ფარგლებში დაიგეგმოს ისეთი ტურები, რაც კონკრეტულად ეკლესია-მონასტრების მონახულებას მოლოცვის მიზნით წარმოადგენს...

ანუ.. მსურველი შემადგენლობები სავარაუდოდ შაბათ დილას გაემგზავრება და დაბანაკდება შერჩეული მონასტრის ნუ "ვ პრილიჩნოე მესტო" (უხერხული რომ არ იყოს), ანუ არც ძალიან შორს და არც ძლიერ ახლოს...

შაბათ დღეს სრულდება ლოცვა და გარემოს დათვალიერების შემდეგ დავესწრებით ლოცვას, ვიცხებთ ზეთს და ა.შ.

ხოლო, კვირას დილით კი დავესწრებით წირვას..

ცხადია, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული წასვლის მოტივაცია, შედარებით მოკრძალებული დაბანაკება (ვგულისხმობ მოკრძალებულ ტრაპეზს და ა.შ.) და ცხადია, სამოსიც შესაბამისი უნდა იყოს წამორებული, ტაძარში შესასვლელად და ა.შ.

ეს საკითხი მცირეოდენ დაზუსტება-მსჯელობას საჭიროებს და თუ მსურველები იქნებიან, უკვე უახლოეს მომავალში შეგვიძლია დავგეგმოთ პირველი გასვლა..

პატივისცემით,
მეკო და აბალდუი

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 15:00
by Trouter
abaldui
კაი გამარჯობა შენი!
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ამ თემის წამოწევისათვის!
სულით და გულით გიერთდებით.
მაგრამ ჩემი პრობლემაა შაბათი დღე. არა და მხოლოდ 1 დღით კვირას წასვლა აზრს კარგავს.

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 15:11
by meko
abaldui

აუ გაააიხარე!!! :)
უახლოეს მომავალში შეგვიძლია ეგ განვახორციელოთ, თუნდაც, როგორც მაშინ ვთქვით ღვთაებაში (მაგრად მიყვარს ეგ მონასტერი), ახლოს არის და დღის მეორე ნახევარშიც შეიძლება წასვლა შაბათს მომიშავე ხალხის სასარგებლოდ :wink:

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 15:28
by ლეონტი
უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ ლოცვა მონასტრებში სხვა დროის მონაკვეთებში ხდება. მწუხრი დაბინდებისას, შუაღამეს 12 საათზე , ცისკარი
5 ან 6 საათზე დილით, რასაც შეიძლება წირვა მიებას ან არა...
და ასე შემდეგ.
მოკლედ ღამისთევა გამოვა რა.

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 15:35
by ARCHILI
ლეონტი wrote:უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ ლოცვა მონასტრებში სხვა დროის მონაკვეთებში ხდება. მწუხრი დაბინდებისას, შუაღამეს 12 საათზე , ცისკარი
5 ან 6 საათზე დილით, რასაც შეიძლება წირვა მიებას ან არა...
და ასე შემდეგ.
მოკლედ ღამისთევა გამოვა რა.

-- დიახ.. ეგ ცხადია.. ამას წინასწარ ვერ გავთვლით... იქ გავიგებთ.. არის შემთხვევები, როდესაც ისედავ ღამის თევის წირვაა ხოლმე.. და ა.შ.

ლეონტის დიდი მადლობა ინფორმაციისათვის..

============================================
Trouter wrote:abaldui
კაი გამარჯობა შენი!
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ამ თემის წამოწევისათვის!
სულით და გულით გიერთდებით.
მაგრამ ჩემი პრობლემაა შაბათი დღე. არა და მხოლოდ 1 დღით კვირას წასვლა აზრს კარგავს.
შენ შეგიძლია ხოლმე, სიტუაციის მიხედვით, შაბათს გვიან შემოგვიერთდე და კვირას ჩვეულებრივ...

ასეთ რამეს აზრი ყოველთვის აქვს..

გაიხარე კეთილი სურვილებისათვის..

========================================

მეკო.. შეგვიძლია დავიწყოთ უკვე, ვთქვათ ღვთაების დაგეგმვა..

გეგმის ჩამოყალიბებაში დამეხმარე:

I დღე: ჩასვლა..


ჩასვლა და დაბანაკება.

მცირე ტრაპეზი და მონასრტის მონახულება (თან გავარკვევთ ლოცვა რომელ საათზეა და ა.შ.)

შემდეგ......

და შემდეგ ლოცვა

II დღე

შესაბამისად დილას წირვა

ტრაპეზი

.... და დაბრუნება...

=== კიდევ ?..

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 15:58
by Trouter
abaldui
ღვთაების ეკლესია - ანტონ მარტყოფელის მონასტერს გულისხმობთ ალბათ არა.
თუ მესხიერება არ მღალატობს, მად მთის წვერზეც რაღაც საინტერესო ობიექტია სანახავი, რომელიც მონასტერს ეკუთვნის.

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 16:03
by meko
Trouter
კიიი! 15 წლის მანძილზე საკუთარი ხელით აშენებდა მამა ანტონ მარტყოფელი.. ეხლა მარტო ერთი კედელია შემორჩენილი... უულამაზესი ხედია იქიდან

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 16:32
by nusa
ალბათ სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ ერთ დღიანი მარშრუტები შეუძლებელია?....

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 16:43
by likakoo
ძალიან კარგი იდეაა, ასითი რამეები მოძღვრის კურთხევით უნდა გავაკეთოთ.

ეს ყველაფერი საინტერესოა!! :) , მაგრამ: მე რომ კარავი არ მაქვას :(

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 16:52
by paata_
მე რომ კარავი არ მაქვას
ოო, ეს ცუდია - რაფერი არ გეშველება მაშინ
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 17:26
by Ninukala
მშვენიერია... მე მომხრე ვარ... :)

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 13 აგვ 2007, 18:37
by Naia
abaldui
მაგარი იდეაა! რამდენი ხანია მინდოდა ასეთი გასვლების გაკეთება. მეც შემოგიერთდებით

ლეონტი
ს პრიეზდომ :) როგორ დაისვენე?

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 14 აგვ 2007, 08:00
by popins
საპატრიარქოს ვებ გვერდზე შედით ახალგაზრდებო! და არის კიდევ ორთოდოქსი და

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 14 აგვ 2007, 08:10
by popins
წწწ.მრევლი.დე


წწწ.ორტოდოქს.გე

წწწ.პატრიარჩატე.გე


:!: და ა.შ

კარავი მოსალოც ადგილებში

Posted: 14 აგვ 2007, 08:28
by popins
http://www.patriarchate.ge - saqarTvelos sapatriarqo. istoria, kaTolikos-patriarqi, wmida sinodi, saqarTvelos eklesiis mamamTavarni, momlocvelobis samsaxuri, qarTuli qristianuli xelovneba, saRvTismetyvelo komisia, saqarTvelos eklesiis gamocemebi, axali ambebi, internetis misamarTebi

http://www.orthodoxy.ge - marTlmadidebeli sarwmunoeba, saekleesio kanonebi da tradiciebi, msoflio marTlmadidebeli saeklesio kalendari, wmindanTa saxelebis saZiebeli, wmida werili, sasuliero literatura, sacnobaro masalebi da a.S.



http://ge.orthodoxlinks.info - marTlmadidebluri resursebis vrceli katalogi

ჰოდა კიდევ არ მგონია ეგ ამბავი კარავი.გე-ს თემა იყოს.რამდენადაც მე ვიცი მოსალოც ადგილებში წასვლას მოძღვარის კურთხევა და მისი თანხლებაა საჭირო.ანუ ერთი ეკლესიის მრევლი მიდის ხოლმე ერთად როგორ წესი, და თქვენ თუ კარავში ვირტუალური ეკლესიიის ჩამოყალიბებას თუ შექმნას აპირებთ თქვით რა.ეგ რაღაც ახალია :?

მე მაპატიეთ თუ ვცდები,მაგრამ რაღაც ეგრე ვიცი ეგ ყველაფერი და :?