
ფორუმგელებს გვინდა ვარძიაში წასვლა ამ შაბათ-კვირას.
ასეთი ვარიანტი გვაქვს:
ღამე წავიდეთ მატარებლით და დილით 7-ზე ვიქნებით ახალხიცეში.
იქ ვნახავთ რამე ტრანსპორტს და წავალთ ვარძიაში.
შემდეგ დავიბარებთ ისევ იმავე ტრანსპორტს და დავბრუნდებით ან ახალციხეში, ან პირდაპირ თბილისში წამოვაყვანინებთ თავს.
თქვენი აზრით ძნელი იქნება იქ ტრანსპორტის შოვნა?
პირდაპირ აქედან მარშუტკით წასვლა ხომ არ ჯობია?
და ამ შემთხვევაში როგორ ხდება, მძღოლი გველოდება იქ თუ მერე ამოგვაკითხავს?
მოკლედ თუ რამე იცით ან იდეა გაქვთ, დაგვიწერეთ.
მადლობელი დაგრჩებით
