Page 1 of 27
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 10:27
by Toma
ხალხო თუ თუშეთი ჩაიშალა ამ შაბათ კვირას ბორჯომის ხეობას ხომ არ შეუყვეთ ჩვენი მეთევზე კარაველის შემოთავაზებულ მარშუტზე და 2 დღიანზე ბევრი მოახერხებს აბა მიდით აჯრიამულდით
მაშ ასე - ბორჯომის რაიონი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბა და მისი შემოგარენი
ულამაზესი პეიზაჟები. ზ.დ. 1750 მეტრი. კარგ ამინდში მოჩანს ცენტრალური კავკასიონის პანორამა.
ერთმანეთს ენაცვლება მდელო, შერეული და წიწვოვანი ტყე.
კახისის ტბა - 14 მეტრი სიღრმის თითქმის გამჭვირვალე ტბა ჩასხმულია წითელი ტუფის ქვაბულში. არის წყალმცენარეებიც. ბინადრობს გიგანტური საზნები და 2 კილოიანი ხრამულები.
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 10:35
by popins
მინდააააააააააააა

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 10:56
by ZVIOSULI
1. ზვიო
2. თომა
3. პოპინუსი
4.
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 11:06
by popins
zviorgatori
პოპინუსი კოსინუსი?

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 11:09
by ZVIOSULI
ჩემთვის ვერ ხარ პოპინსი, ჩემთვის პოპინიუსი ხარ, რას იზამ მუხანათი რამეა ეს ინდივიდუალური "ზახოდები"

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 11:11
by popins
1. ზვიონგუნიები
2. თომა
3. პოპინუსი
4.?
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 11:13
by ZVIOSULI
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 11:17
by Toma
Trouter
იქნებ მეთევზეებიც შემოგვიერთდეთ? თქვენ ითევზავებთ ჩვენ ხელს არ შეგიშლით
იმედია გზაც კარგად იცით, და გზა როგორია მანქანებით სადამდე შეიძლება მისვლა?
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 17:41
by Trouter
Toma
მანქანით თუ წამოხვალთ, არ დაიზაროთ და საბარგულში პატარა ნიჩაბიც ჩააგდეთ. გზაზე შესაძლებელია დაგჭირდეთ. მანქანა კი კახისის ტბასთან პირდაპირ ნაპირამდეც მიდის და სანაპიროს საკმაოდ დიდ ნაწილს ახლო მანძილზე პარალელურად მიუყვება.
მეთევზეებიც ვაპირებთ წამოსვლას. ვნახოთ ნივის ამბავი როგორ იქნება.
გამეხარდა ეს მარშრუტი რომ აირჩიეთ. ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას და მომზადებულად წასვლას. ვგულისხმობ ფოტოაპარატები აუცილებელია!

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 17:44
by Toma
Trouter

გაიხარე დიდი მადლობა
და ჩვენი მძღოლებისთვის მცირედ ექსკურსს ხომ არ გაგვიკეთებდით სად უნდა გადაუხვიოთ და როგორ მივიდეთ,
და მაგ ტბის გარდა რა შეიძლება ნახოს ადამიანმა?

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 18:01
by Trouter
Toma
სოფლიდან არის ორი სამანქანო გზა. ერთი გრძელი, მეორე შედარებით მოკლე. გრძელი ჯობია. მაგ გზაზე რომ მოხვდე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, სანამ თვით სოფელ ჭობისხევში შეხვალთ, მანამდე უნდა გადაუხვიოთ მარცხნივ და აუყვეთ მიხვეულ-მოხვეულ აღმართს. მეორე გზა კი თვით სოფლიდან ადის.
მართალი გითხრათ, მე ერთხელ ვარ ნამყოფი სათევზაოდ და კახისის ტბის შემოგარენის გარდა სხვა ღირშესანიშნაობა არ მინახავს. უბრალოდ თევზაობას ვერ მოვცდი.
მაგრამ ვიცი, რომ იქვე არის რამდენიმე ტბა. შეიძლება მათი ნახვაც. შეიძლება ტბაზე დაბანაკება და მსუბუქად იქვე რომელიმე მთაზე ასვლა, საიდანაც მაგარი ხედები იქნება. თუ წინა დღეს წვიმა ან ქარი იქნა და ჰაერი მტვერისგან გაწმინდა, კავკასიონსაც კარგად დაათვალიერებთ.
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 18:02
by Trouter
სოფლიდან დაბაძველამდე ფეხით და თან დატვირთულები 4 საათში მაქსიმუმ მაინც ახვალთ. ამას დაემატება ფეხით მოსიარულის უპირატესობები - ულამაზესი პეიზაჟები, სუფთა ჰაერი და სხვა
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 18:02
by TORO
Toma
მცირედი შენიშვნა. ავტო-მოტოტრანსპორტიდან ქსმ (ქვეითთა საბრძოლო მანქანა) ბტრ (ჯავშანტრანსპორტიორი) და ვერტმფრენის გარდა იქ თავისუფლად (შედარებით თავისუფლად) მხოლოდ NIVA, უაზი, კოლხოზნიკი (და არა რომელიმე სხვა ჯიპუტელა) თუ ავა! სხვა შემთხვევაში ნებისმიერი მსუბუქი ავტო მიდის უახლოეს სოფლამდე საიდანაც მიზნამდე 5 კილომეტრი სავალი გზაა (ფეხით)
ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 18:04
by Toma
Trouter
სოფელს რომ ახსენებ რა ქვია იმ სოფელს?

ბორჯომის ხეობა 4-5 აგვისტო
Posted: 30 ივლ 2007, 18:05
by TORO
მეთევზეებს რაც შეეხება ერთი ეკიპაჟი უკვე შეკრებილია , პირადი შემადგენლობა 4 კაცი ველით შემომატებას