Page 1 of 12
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 19 ივნ 2007, 18:16
by Gvalva
2007 წლის 26 ივნისს ინტერნეტ ფორუმი
www.karavi.ge ინიციატივით ტარდება
„ხევსურული საღამო მზიურში“.
დევიზით:
„მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა“
მონაწილეობენ ხევსურეთში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, ფოლკლორისტები და ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ ოსტატები.
მოეწყობა გელა დაიაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ხევსური პოეტების წიგნები და აუდიო ჩანაწერები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხევსურეთის ფოტოების გამოფენა–გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შატილის სკოლა–ინტერნატს
დასაწყისი 18 საათზე
დასწრება თავისუფალია
გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 19 ივნ 2007, 18:36
by ARCHILI
Gvalva-ს დიდი მადლობა ინფორმაციისათვის..
ასეთ საღამოზე დასწრება საპატიოც იქნება და სასიამოვნოც...
იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად ჩაივლის (მეც, ჩემი მხრიდან, შევეცდები არ გამოვტოვო... იმედია, მოხერხდება...)
სასურველ ამინდსა და წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებსა და მიმსვლელებს
აბალდუი
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 19 ივნ 2007, 21:15
by Mao
Gvalva
aris ADMIN!
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 19 ივნ 2007, 23:49
by General_master
აუცილებლად მოვალ საღამოზე. მაპატიეთ რომ ვერ გეხმარებით. ჩემებს ვეხმარები.

ლინკებს ვაგზავნი ისე და მაგით თუ რამეში დაგეხმარებით. თან სხვა რა ვიცი. რაც შემეძლება მზიურში კიდევ დაგეხმარებით. როგორც გავიგე სანდროს (რაზიკაშვილს) კარგად მიუღიხართ და მგონი პრობლემებიც არ შეუქმნია

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 04:48
by gobe
Gvalva,
ასეთი რედაქტირებით ხომ არ აჯობებს?
2007 წლის 26 ივნისს ინტერნეტ ფორუმ
www.karavi.ge-ს ინიციატივით ტარდება
„ხევსურული საღამო მზიურში“ დევიზით:
„მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა“
მონაწილეობას მიიღებენ ხევსურეთში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, ფოლკლორისტები და ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ ოსტატები.
მოეწყობა გელა დაიაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია.
წარმოდგენილი იქნება ხევსური პოეტების წიგნები და აუდიო ჩანაწერები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხევსურეთის ფოტოების გამოფენა–გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შატილის სკოლა–ინტერნატს
დასაწყისი 18 საათზე
დასწრება თავისუფალია
გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში

*
მაინც ვფიქრობ, რომ, კარვის ლოგოს მოთავსება აჯობებს ზედა მარჯვენა კუთხესთან უფრო ახლოს

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 04:55
by Gvalva
გთხოვთ ამ თემაში ვწეროთ მხოლოდ ღონისძიების შესახებ, მონაწილეობის და ხევსურეთის წარმოდგენის შესახებ
მოსამზადებელი პერიოდის თემა დავხურე
ინფორმაციის გავრცელების შესახებ დაწერეთ იხილეთ
ეს თემა
შესარჩევად ფოტოების წარდგენა
ამ თემაში
მოსაწვევები ვისაც გინდათ, ან გაქვთ წინადადება ვის გავუგზავნოთ
აქეთ მობრძანდით
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 05:30
by Gvalva
gobe
მგონი თარიღი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინ ატარებს, დანარჩენი აქცენტები კაია
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 12:11
by Gvalva
ხალხო,
ძალიან გვიჭირს მიკროფონები და აპარატურა, 2 კილოვატი მაინც უნდა იყოსო
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 12:13
by gobe
Gvalva,
ვეცდები გავარკვიო მიკროფონების საკითხი.

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 13:29
by gobe
კარ(ა)ველებო,
მიკროფონების შოვნის პრობლემა არ არის - ჩემმა ახლობელმა (რომელსაც ყავს ნაცნობები მაგ სფეროში) დამირეკა და მითხრა 200 დოლარი დაგიჯდებათო (თვითონ მოიტანენ და დაამონტაჟებენ ყველაფერს, ხმის ოპერატორებიც თვითონ იქნებიან). ვფიქრობ, ძალიან ძვირი არ არის, მაგრამ არც იაფია. ჩემმა ახლობელმა მითხრა, შესაძლოა 150 დოლარადაც იშოვოთ, მაგრამ იმაზე იაფად მეეჭვებაო. ვუთხარი, სხვებიც ეძებენ და ვნახოთ, მოვიფიქრებთ მეთქი. მიპასუხა, 3-4 დღით ადრე მაინც უნდა უთხრათ პასუხიო.
იქნებ თქვენც გაარკვიოთ, გაიკითხ-გამოიკითხოთ.
მაინც მეძვირება და რა ვიცი

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 13:43
by ARCHILI
2007 წლის 26 ივნისს ინტერნეტ ფორუმ www.karavi.ge-ს ინიციატივით ტარდება „ხევსურული საღამო მზიურში“ დევიზით: „მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა“
მონაწილეობას მიიღებენ ხევსურეთში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, ფოლკლორისტები და ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ ოსტატები.
მოეწყობა გელა დაიაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია.
წარმოდგენილი იქნება ხევსური პოეტების წიგნები და აუდიო ჩანაწერები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხევსურეთის ფოტოების გამოფენა–გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შატილის სკოლა–ინტერნატს
დასაწყისი 18 საათზე
დასწრება თავისუფალია
--- მგონი, ნორმალურია....
ერთი შეიძლება კიდევ... ხაზის გასმა უფრო ეფექტურად რომ ის საქველმოქმედოა, კერძოდ...
ტარდება საქველმოქმედო „ხევსურული საღამო მზიურში"...
არ ვიცი.. აბა, მოსინჯეთ..
აბალდუი
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 13:48
by tekla
მოსაწვევებზე რა გითხრათ, მაგრამ უცხო კაცს რამის გაკეთება რომ მკოუნდეს მაგ ბავშვებისთვის, რითი შეიძლება დახმარება?
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 13:49
by tekla
რა სჭირდებათ? ტანსაცმელი? სათამაშოები?.... მომიშპარგალკეთ აბა

ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 13:50
by ARCHILI
ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისი
Posted: 20 ივნ 2007, 15:04
by guruli
abaldui
ერთი შეიძლება კიდევ... ხაზის გასმა უფრო ეფექტურად რომ ის საქველმოქმედოა, კერძოდ...
ტარდება საქველმოქმედო „ხევსურული საღამო მზიურში"...
არ ვიცი.. აბა, მოსინჯეთ..
მაგ ვარიანტს მეც ვაწვებოდი თავიდან, მაგრამ სენატმა - არაო და ასე გადაწყვიტა... აწი მაგას არაფერი ეშველება, ისე თუ გავავრცელებთ მაგ ინფოს, ზეპირგადაცემებით...
tekla
რა სჭირდებათ? ტანსაცმელი? სათამაშოები?.... მომიშპარგალკეთ აბა
მაგათ იქნებ ყველაფერი სჭირდებათ, მაგრამ ამჯერად აქცენტი ძირითადად ინფრასტრუქტურა-ინვენტარზეა გადატანილი, მაგრამ ეს თავად გელასთან შეთანხმებით გაირკვევა. ბუნებრვია, იქ ინტერნატია და საკვებიც სჭირდებათ, მაგრამ ამჯერად ტექნიკას თუ ვუყიდით, საკვების ატანა მერე ჩვენც შეგვიძლია, ავკრიბოთ ფული და წავუღოთ. თან, ახალ იქ უკვე არდადეგებია და საკვები რომც ავუტანოთ...