Page 15 of 17

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 01:36
by zura N.
აბა ეს ნახეთ ხალხნო: სიმღერა "არხოტო", სამწუხაროდ მთლიანი ტექსტი არაა სიმღერის, მაგრამ მაინც მაგარია ძალიან, და კიდევ შესანიშნავი ლექსები ასევე ხევსურულებიც, მათ შორის გელასიც.
http://www.link.ge/file/146090/Arxoto.rar.html

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 11:22
by lama
zura N.
აუუუუუუუუ

ჩემთან ვერ გავხსენი და რა ვქნა :(

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 13:10
by ARCHILI
გამარჯობა.. მე აბალდუი ვარ :roll:

დიდი ვერაფერი.. მაგრამ ვ-აბალდუი-ობ როგორც შემიძლია...

მოგესალმებით და მოგიკითხავთ..

ამჯერად... ეს მისასალმებელი სიტყვის მცდელობა იყო.. ორატორობის ნიჭს მაინცდამაინც ნუ მომთხოვთ.. შესაბამისი ნიჭისაგან გათავისუფლებული ვარ :lol:

თუმცა... მიიღეთ გულწრფელად და თავაზიანად!!!

აბალდუი

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 13:16
by ARCHILI
თუ არის ფოტომასალა, თემაზე შესაძლებელია 1. გამოფენის 2. გამოფენა -გაყიდვის გაკეთება მაგალითად საპატრიარქოს ახალგზარდულ ცენტრში... ამას გარდა, შესაძლებელია შესაბამისი ეტიკეტის ჩარჩოებში (ცენტრის) და მათი ადგილობრივი დახმარებით ამ აქციის გარკვეულწილად შეფუთვა და კონკრეტული ღონისძიების გამართვა... ჩემი მხრიდან... ჩემს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს გამოვიყენებ მაქსიმალურად.. თუ ცხადია.. თქვენი სურვილიც იქნება....

იდეის რენტაბელობის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ თემაზე მსჯელობას თქვენტან (და..ცხადია, არა მხოლოდ მსჯელობას)..

აბალდუი

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 13:31
by lama
abaldui wrote:თუ არის ფოტომასალა, თემაზე შესაძლებელია 1. გამოფენის 2. გამოფენა -გაყიდვის გაკეთება მაგალითად საპატრიარქოს ახალგზარდულ ცენტრში... ამას გარდა, შესაძლებელია შესაბამისი ეტიკეტის ჩარჩოებში (ცენტრის) და მათი ადგილობრივი დახმარებით ამ აქციის გარკვეულწილად შეფუთვა და კონკრეტული ღონისძიების გამართვა... ჩემი მხრიდან... ჩემს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს გამოვიყენებ მაქსიმალურად.. თუ ცხადია.. თქვენი სურვილიც იქნება....

იდეის რენტაბელობის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ თემაზე მსჯელობას თქვენტან (და..ცხადია, არა მხოლოდ მსჯელობას)..

აბალდუი
გაიხარე

აი შემოგვემატა კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი აქ ჩვენს ფორუმზე და აწი ჩვენ გამოგვივა ყველაფერი ერთიანი ძალებით შევუტევთ ყველა საქმეს და განვახორციელებთ

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 14:05
by ARCHILI
მისტერ ლამა!!!

დიდი მადლობა!!! ისე გემრიელად და ქართულად შემომესალმეთ, რომ ცოტა იყო და თავი ლამის კაი ტიპად მივითვალე (კიდევ კარგი ვიცნობ, რაც ვარ :wink: ).. სხვა მხრივ... კარგი ის არის, რაც კარგსა და კეთილს აძლევს საშუალებას განვითარდეს,რა თქმა უნდა და.. მადლობელიც თქვენი ვარ,ცხადია...

ეს ისე,ლირიული-მცირედსენტიმენტალური გდახვევის მცდელობისათვის... კიდევ ერთხელ მივესალმები არსებულ და მომავალ-პერსპექტივაში მყოფ მეგობრებსა და თანამოაზრ-მოზიარეებს :D

აბალდუი

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 15:35
by Bocho
abaldui
კეთილი იყოს შენი შემოკარვება. ღმერთი გვფარავდეს :lol:

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 17:16
by Jnosy
გამარჯობა.. მე აბალდუი ვარ
ა კაცი
აბალდუი

welcome აბალდუი :D

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:34
by Gvalva
მეგობრებო,

საქმეების განაწილებას მოვესწარით!!

წიგნის დაბეჭდვა, სტამბა - გურული

CD - გობე

მოსაწვევების სიები - კავკასიკა

ფოტოები - კოტე

პლაკატები - პაატა, ბოჭო

ეს ხალხი, თემას გახსნის თუ ისე მოგვმართავს, გთხოვთ გამოვიჩინოთ მაქსიმალური აქტივობა და დავეხმაროთ რომ რაც გასაკეთებელია გაკეთდეს.

კიდევ მოსაგვარებელია მიკროფონების და ყუთების საკითხები.

ვინმემ ითავეთ, ვისაც ცოტა მაინც შეხება გაქვთ.

გამოიჩინეთ ინიციატივა!

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:39
by Gvalva
abaldui

Welcome კი ველკომ მარა, ეს ყველაფერი ოფტოპიკია აქ... Image

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 15 ივნ 2007, 20:16
by guruli
Gvalva
წიგნის დაბეჭდვა, სტამბა - გურული
ვიყავი სტამბაში და მითხრეს, რომ ზუსტად ერთ კვირაში ანუ მომავალ პარასკევს წიგნს ჩაგვაბარებენ, ოღონდ დამფინანსებლის ვინაობას რაც ადრე დავადგენთ, მით უკეთესი... ცოტა ტირაჟი კი გაუტყდათ - 200-250 მაინც იყოსო, მაგრამ ლელას ვერ გაუტეხეს ხათრი, თუმცა ისე მიანიშნეს, ასეთ მცირე დაკვეთაზე არ შეგვაწუხოო...
თურმე კორექტურა სულ ტყუილად მიკეთებია - მაგას სჯობდა, წიგნის გვერდებზევე მოგენიშნა და აწყობისას ჩავასწორებდით, ახლა ყველაფერი ტავიდან უნდა ავაწყოთ და ბოდიშიო... :cry: :cry: მაგრამ არა უშავს - ხვალ ფურცლებზე ამობეჭდილს გამოვართმევ და თავიდან ჩავაკორექტურებ...
მოკლედ - ფრობლემ - იოხ, ეფენდი... ახლა დამფინანსებელი ვიშოვოთ დროზე და რაც შეიძლება სწრაფად გადმოვარიცხინოთ ფული.

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 16 ივნ 2007, 00:14
by kotetbeli
Gvalva
შეფ, ფოტოები უკვე ,,დავაყრევინო" ხალხს, თუ დაფინანსებას დაველოდო? :wink:

p.s. თუ როგორც მე ვფიქრობ, ისე გავაკეთო და ცოტ-ცოტა ყველამ ჩვენი ხარჯებით დავბეჭდოთ? 8)

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 16 ივნ 2007, 01:29
by Archil
guruli

ფული ვის უნდა გადავურიცხოთ? ანგარიშის ნომრები, ოღონდ PM-ში.

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 16 ივნ 2007, 09:11
by iduka
guruli wrote:[uote]წიგნის დაბეჭდვა, სტამბა - გურული
თურმე კორექტურა სულ ტყუილად მიკეთებია - მაგას სჯობდა, წიგნის გვერდებზევე მოგენიშნა და აწყობისას ჩავასწორებდით, ახლა ყველაფერი ტავიდან უნდა ავაწყოთ და ბოდიშიო... :cry: :cry: მაგრამ არა უშავს - ხვალ ფურცლებზე ამობეჭდილს გამოვართმევ და თავიდან ჩავაკორექტურებ...
.[/quote]
გამარჯობა გურულო :) როგორც ვიცი ლელა გიგაურმა გადმოგცათ დაკაბადონებული ვერსია წიგნის. წიგნთან დაკავშირებით რამე სერიოზულ ცვლილებას აპირებთ? თუ შეიძლება საქმის კურსში მამყოფეთ.
პატივისცემით,
ხირჩლათ-ლადო ჭინჭარაული :wink:

ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Posted: 16 ივნ 2007, 09:38
by Gvalva
iduka

წიგნი გამოიცემა ზუსტად ისეთი როგორიც იყო, დაემატება 2 ხაზი: წიგნი სპეციალურად მეორედ გამოიცა ამ აქციისთვის და. ა. შ.... და გაკეთდება კორექტურა, რაც გურულის ჟურნალისტის თვალმა შეამჩნია რომ საჭირო იყო, მეტი არაფერი ცვლილება არ იქნება, მშვენიერი კრებულია!!