ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 31 მაი 2007, 16:41

Gvalva

ბოდიში,

მე დავუკავშირდი ჯუთაში არაბულს, არ იყო ადგილზე, რო ჩამოვალ თურQეთიდან, ვეცდები ავიდე და პირადად დაველაპარკო, მანამდე უკვე საქმის კურსშიც იქნება და რჩევებიც ექნება ალბათ ჩამოყალიბებული :)

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Ninukala » 31 მაი 2007, 18:34

მეც ჩამრთეთ... დიდი საიმოვნებით დაგეხმარებით რითაც შევძლებ... პაატას ველაპარაკე და დაახლოებით ვიცი თქვენი გეგმების შესახებ... მე შემიძლია პატარა რეკლამა გავაკეთო უნივერისტეტში... შემიძლია სარეკლამო ფალერები დავბეჭდო და რა ვიცი მთელი სულით და გულით თქვენსკენ ვარ :)

User avatar
makuku
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 29 მაი 2006, 00:54
Location: Tbilisi
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by makuku » 31 მაი 2007, 19:53

ადმინ, ველი თქვენი შეხვედრის სრულ ვერსიას და ჩანაწერს :D
მოკლედ მზიურში გადაწყდა? რა სახის იქნება საღამო? გელა იმღერებს? რა გამოიფინება? და ა.შ.

მოკლედ ვეცდები შეძლებისდაგვარად ჩავერთო მაგ ამბავში ;)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 31 მაი 2007, 20:01

makuku

მზიურია მთავარი ორიენტირი
მარტო არ იქნება - ბევრი ხევსური სტუმარი იქნება, გელამ თვითონ გვითხრა ვინ შეიძლება იყოს და არა ჩვენც მოგვანდო ვინმეს თუ ვნახავთ. აგრეთვე ხრიდოლის ფედერაციია წარმოადგენს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას

გამოფენილი იქნება კარველების გადაღებული ხევსურეთის ფოტოები, გელას წიგნი გვინდა დავბეჭდოთ და მისი ლექსების და სიმღერების აუდიო ჩანაწერები. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა შატილის სკოლა-ინტერნატს

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Archil » 31 მაი 2007, 20:24

ლაპარაკის გარდა რა უნდა ვაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ? სურათების შერჩევა არაა საჭირო?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 31 მაი 2007, 20:27

Archil

არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა საქმე ვაკეთოთ.

მე 6-7 დღეში ჩამოვალ და შემოგიერთდებით

საქმე ბევრია ძალიან, გვალვა ჩამოაყალიბებს უკეთესად და გადაანაწილებს ვინ რა უნდა გააკეთოს

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 31 მაი 2007, 20:28

სურათებზე ალბათ თემა გავხსნათ ჯობია და იქ დავდოთ და ისე ავირჩიოთ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Gvalva » 31 მაი 2007, 22:26

ჩვენ ასე ვიმსჯელეთ:

რადგან გელა დაიაურის პოეზიამ და სიმღერებმა გვიბიძგეს პოეზიის საღამოს ჩატარებისკენ, და რადაგან გელა შატილის სკოლა ინტერნატის ახალი დირექტორია, კარგი იქნება დამსწრეები მხოლოდ ტაშის დაკვრით არ შემოვფარგლოთ და ხევსურეთის ამდენი მეგობარი ერთად რომ შევიკრიბებით მცირედად ხელიც წავახმაროთ შატილის სკოლა-ინტერნატის ბავშვებს.

რა შეგვიძლია გავაკეთეთოთ ჩვენ?

ალბათ უმჯობესია რაიმე თანხა შევაგროვოთ და რა ჭირდებათ ყველაზე კარგად დირექტორმა იცის...

როგორ შევაგროვოთ თანხა?

ძირითად მიმართულებად ჩავთვალეთ საღამოს მსვლელობისას რაიმე გავყიდოთ, ოღონდ, არა ფიქსირებულ თანხად, არამედ ვინც რამდენს გადაიხდის და საღამოს სახსოვრად რაიმე წაიღოს. რადგან სახსოვრად გვინდა რომ იყოს, ვფიქრობთ ეს სახსოვარი ხევსურეთს უკავშირდებოდეს აჯობებს.

ასეთი რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ მომსვლელს?

1. ჩვენი მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. რომელსაც დავბეჭდავთ, ავტორის მითითებით და გავყიდით, ვინც რამდენს გადაიხდის, ოღონდ, არანაკლებ თვითღიებულებისა ალბათ...

2. გელა დაიაურის ლექსების კრებული, რომელსაც ჩვენ დავბეჭდავთ, უკვე დაბეჭდილი კრებულის მასალებით, და გავყიდით იმავე წესით

3. გელა დაიაურის სიმღერების და თვითონ რომ კითხულობს საკუთარ ლექსებს ასეთი ჩანაწერების CD, ჩაწერილი ნეროთი, ჩვეულებრივ დისკზე. გაუკეთდება ლამაზი ყდასავით ფურცელი. გაიყიდება იმავე წესით

ვიფიქრეთ და ასეთი ღონისძიება ხალხმრავალ ადგილას ჩავატაროთ შეიძლება ჯობდეს...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 31 მაი 2007, 22:35

Gvalva

წიგნის დაკაბადონებულ ვერსიას თუ იშოვით ჩემს ჩამოსვლამდე, ვეცდები სამსახურში გავუკეთო ტირაჟირება რიზოგრაფზე. როგორც ვნახე საკმაოდ დიდი წიგნია და დიდი დრო დაჭირდება

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:31

უკვე დავიწყე ფოტოების შერჩევა.
სად წარმოვადგინოთ საგამოფენო ფოტონიმუშები? თუ ჩვენთვითონ ჯობია რომ რაც ხევსურეთთანაა დაკავშირებული, ზედმეტი ეტაპების გავლის გარეშე, პირდაპირ საღამოზე მოვიტანოთ დასრულებული, გასაყიდი ფორმით?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
General_master
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 მაი 2007, 22:28
Location: Tbilisi
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by General_master » 01 ივნ 2007, 02:24

მზიური... ბუნდოვნად მახსოვს :)

მზიურის დირექტორი (ან დირექტრისა აჯობებს მგონი) არის ქეთინო დუმბაძე. სცენას როგროც ვიცი აქირავებენ 200-300 ლარად. ამ შემთხვევაში, რადგან საქველმოქმედო აქციაა შეიძლება მოლაპარაკება. როგორც გავიგე აპარატურა (ანუ დინამიკუსილიწელმიკროფონიტაგდალი) თავიანთი არ გააჩნიათ.

სხვა კიდევ, შეიძლება მოლაპარაკება ფირმებთან, რომ მოვიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ, ხოლო გარკვეული % შემოსავლიდან გადაურიცხონ ამ სკოლა-ინტერნატს. ეს ფირმები შეიძლება იყოს: კოკა-კოლა, სანტე ან თოლია (ნაყინის ამბავში) და ა.შ.

იდეები თანდათან მოვა, მაგრამ ვფიქრობ ცოტა დროა ამისათვის :)
Keep Walking!!!

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by kopeina » 01 ივნ 2007, 08:33

მეც დაგეხმარებით რითიც შევძლებ. მართალია დიდი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ და მთლიანად ვერ წარმოვიდგინე რას ვაპირებთ, მაგრამ გავერკვევი..........

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Gvalva » 01 ივნ 2007, 08:36

მადლობა ყველას მონაწილობისთვის. ეს ღონისძიება გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მოვინდომებთ. სხვანაირად ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ.

General_master
მადლობა მზიურზე ინფორმაციისთვის, მზიური ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ადგილია. ნაყინების და კოლების იდეა კარგი იყო, აუცილებლად დაველაპარაკოთ. ეს ვის უნდა ვუთხრათ დისტრიბუტორების მენეჯერს?

მოსამზადებლად შეიძლება ცოტა დროა მარა სამაგიეროდ მთის ხალხისთვის გვიანია, გუშინ ვიღაცეებს ვუთხარი ასეთ რამეს ვაპირებთ მეთქი და უკვე მთაში ვიქნებით მაგ დროს ალბათო :(

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Gvalva » 01 ივნ 2007, 08:38

kopeina

სორი, ჯერ ბოლომდე არ დამიწერია რას ვაპირებთ, დღის ბოლოს დავწერ

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Ninukala » 01 ივნ 2007, 10:41

Gvalva
რადგან ჩვენ ამ სკოლა ინტერნატის დახმარება გვინდა მგონი ურიგო არ იქნება რაღაც ანგარიშიც გაგავეხსნა და ამ ანგარიშზე შეგვეტანა თანხა ვისაც რამდენი შეუძლია, აქციის თანხას ამასაც დავამატებდით... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]