Page 1 of 7
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 10:52
by GOGONA
22 აპრილს რა სახლში ვზივართ?
ბოლოსდაბოლოს არ წავიდეთ ჭილის ტბაზე?
რა გახდა ასეთი აუღებელი,
ან კიდევ სადმე სხვაგან...
ჩვეული ოსტატობით... 
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 10:53
by paata_
წავიდეთ აბა რა
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 10:55
by Archil
ოღონდ ზუსტად გადაწყვიტეთ სად მიდიხათ, თორემ ადინოკი ვოლკის პოზაში ყოფნა რომ მომიწიოს ჭილის ტბასთან.....
ადმინთან ვიჩივლებ

:D:D
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 11:14
by GOGONA
Archil
ნეტავ ამინდი როგორია? მგონი ორი პირობა აუცილებლად გვჭირდება:
1. ძალიან მოწმენდილი ცა, კავკასიონი რომ ჩანდეს;
2. ადამიანი ვინც გზა იცის ანუ ნიკა ან შენ?
და კიდევ ... ადმინი, რომელიც ქრონიკულად ოცნებობს ჭილის ტბაზე...
ეხლაც თუ არ წავედით, როგორც გამოცდილი შამანი, გეტყვით რომ ჭილის ტბა კარამელებს უუუ ბოდიში კარაველებს თავისთან არ უშვებს-თქო

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 11:16
by GOGONA
ამინდი და ადმინი დაგლიჯავდა

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 11:34
by Nika
ეგეთი ამინდი დღესაა. მარა ახლა იქ თოვლი იქნება ბლომად.
http://wwwa.accuweather.com/world-forec ... I&metric=1
კარგ ამინდს გვპირდება პროგნოზი.
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 11:35
by lama
Nika
კაი ამინდია მერე რას ერჩი

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 11:35
by paata_
GOGONA wrote:
ნეტავ ამინდი როგორია?
მაგარი ამინდია
Warmer with intervals of clouds and sunshine. Winds will be calm
High: 21 °C
ეხლა მეორე პირობა დარჩა შესათანხმებელი

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:16
by Nika
8-ზე სამთო ქიმიასთან. იქვე დავზვერავთ მუხათგვერდის სასაფლაოს მარშუტკებს და მარშუტკით წავალთ ფასი მოგეხსენებათ. დანარჩენი ფასი ძეგვი-თბილისი ავტობუსი თუ მარშუტკა რაც იქნება. თუ არ იქნება და მცხეთამდე ფეხით ჩავალთ და მცხეთა-თბილისი რაც დაჯდება.
დანარჩენი კიდე საჭმელები.
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:21
by GOGONA
საჭმელი როდის უნდა ვიყიდოთ, 8-ზე ბაზარი არის?
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:25
by GOGONA
წამსვლელები:
1.
GOGONA
2.
natalia
3.
paata_
4.
Archil
5.
Nika
6.
lama
7.

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:34
by lama
GOGONA
კი ბაზარი 8 ზე არის

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:45
by Giorgi Bagrationi
ისე თუ ძეგვში ჩახვალთ თბილისში "ელექტრიჩკით" დაბრუნებაც შეიძლება, ოღონდ მატარებელთა მოძრაობის განრიგია დასადგენი.
22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 12:46
by lama
Giorgi Bagrationi
ისე ესეც საინტერესოა

22 აპილს ჭილის ტბა ან...
Posted: 17 აპრ 2007, 13:06
by guruli
8-ზე შეკრება მართლაც კარგი იდეაა. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ მიეწევა მწევარიო და რაც ადრე, მით უკეთესი.
ახატანში კი ვთქვით, აწი გუდვილში სამწვადე არ იყიდოთო, მაგრამ... ღირს. ახლა პოპულში ვიყიდეთ (ოღონდ დასაჭრელი ხორცი და არა ბასტურმა), მაგრამ ის სულ სხვა მწვადი იყო. ისიც შეიძლება, სამწვადე ვინმემ წინასწარ იყიდოს, დააბასტურმოს და მერე გაუსწორებთ ანგარიშს. ასე დროშიც მოიგებთ და თანხაშიც - სამწვადის არჩევას მუდამ დრო სჭირდება, თორემ სხვა რამე-რუმეებს უცებ მოითავებთ.
ტრანსპორტს რაც შეეხება, დიდუბეში 8-ზე უკვე დგებიან მუხათგვერდის მარშუტკები. სასაფლაოებამდე კაცი 1 ლარი ღირს.
ალბათ, მე ვერ წამოვალ - დავით-გარეჯში ჩვენმა წასვლამ სამსახურში ისეთი ინტერესი გამოიწვია, თანამშრომლები ამ შაბათს იქ აპირებენ წასვლას. თუ ამათ ვერ მოაბეს თავი, მაშინ თქვენთან წამოვალ, მაგრამ მგონი, ცხოვრებაში ერთხელ ესენიც მოახერხებენ "პახოდს".