Page 1 of 17

თუშეთი 2007

Posted: 29 მარ 2007, 14:27
by guruli
ჰალჰებო (პინკი დამემართა :D :D ), სასიხარულო ამბავი მაქვს მოთუშეთეებისთვის - როგორც ახმეტელების საიტიდან შევიტყვე, თურმე წოვათაში გზა აღუდგენიათ, ტბათანამდე ასულან. ბოლო წლებში ის მხარე თითქმის დაიცალა ჩეჩენთა შემოსევის შემდეგ. დღეს უკვე თამამად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ იქაურ "ბოევიკებს" სწორედ ტბათანაში საწვრთნელი ბანაკები ჰქონდათ. სწორედ ამიტომ დაბომბეს რუსებმა ტბათანა 2001 წელს (თუ 2002-ში). თანაც, განსაკუთრებული გულმოდგინებით და გამორჩეული სისასტიკით. როგორც მაშინ ამბობდნენ, იქ ნახევარტონიანი ბობმები ჩამოყარეს. იმავე საიტიდან ისიც შევიტყვე, რომ ტბათანაში თურმე ისევ დგას ის სახლი, სადაც სამლოცველო ჰქონიათ მოწყობილი, ბევრს სახლში კი თურმე ისევ ნახავთ არაბულ წარწერებს.
წოვათაში წოვა-თუშები ცხოვრობენ, თუმცა როგორც ჩაღმა-თუშეთში, მუდმივი მოსახლეობა არც იქაა (ჩაღმაში აქა-იქ კიდევ რჩებიან თითო-ოროლა), იმ საშიშროების დროს კი მოსახლეობა დასასვენებლადაც ვერ ადიოდა. უპატრონობამ თუ იმ დაბომბვამ ტბათანა თითქმის გაავერანა - სახლების უმეტესობა დანგრეულა. არადა, ძველი ფოტოები რომ ვნახე, პატარა დაბა გეგონებოდათ იქაურობა, იმდენი სახლები ყოფილა. როგორც წოვები ამბობენ იმ საიტზე, უმეტესობა ამ ზაფხულზევე აპირებს სახლების აღდგენას და მამა-პაპურ კერაზე დაბრუნებას. ცხადია, საზაფხულოდ და არა მუდმივად, მაგრამ ესეც დიდი საქმეა - საქართველოს ამ სასაზღვრო მხარეში ისევ დაბრუნდება ქართული სული. უკვე გაუფრთხილებიათ მეურნეები, ზაფხულში ნასოფლარზე კარტოფილს ნუ დათესავთ, მშენებლობას ვიწყებთო. მე ძალიან გამახარა ამ აბმავმა და ვიჩქარე, თქვენთვისაც მეცნობებინა. ამ ზაფხულს იქით თუ წავალთ, წოვათა აუცილებლად ვნახოთ - ნაყაიჩაოდან უპრობლემოდ გადავალთ. თან, წოვათაც ძაან ლამაზიაო, გამიგონია, და თავად ეგ ნაყაიჩაოცო. თურმე იქიდან ლამის მთელი თუშეთი ჩანს.
kotetbeli - წარმოიშვა აზრი, რომ თუშეთში წავიდეთ კარვებით და იქაურობა ცხენებით დავიაროთ. მაგრამ იქ ცხენებს არ აქირავებენ, არ ხდება ეგეთი რამე, და ეგებ რეზო დაგვეხმაროს მაგ ამბავში? მაგის ამოცანა იქნება შემდეგი - სამივე ხეობაში შეიპიროს ხალხი, რომლებიც ერთი დღით მოგვაქირავებენ ცხენებს. ჰკითხე მაინც, თავად რას იტყვის. ეგებ საერთოდ არ გამოვიდეს ეგრე, მაგრამ გვირჩიოს რამე. ან იქნებ ვინმე მანქანიანი შეგვიპიროს - შორ გზაზე წაგვიყვანოს, იქ ან დაგვტოვოს და მერე მოგვაკითხოს, ან დაგველოდოს.
და კიდევ ერთი - ცხენებით მგზავრობა მთლად მისაღები არ მგონია. ვინც ნაჩვევი არაა ცხენზე ჯდომას, ძალიან გაუჭირდება. იქნებ 1-2 დღე როგორღაც გაიწამოს თავი, მაგრამ მერე არა მგონია, ცხენზე ჯდომა მოახერხოს.
tushi - შენ რას იტყვი, არის ცხენების დაქირავების შანსი, დაგვთანხმდება ვინმე მაგაზე?

თუშეთი 2007

Posted: 29 მარ 2007, 19:39
by guruli
კიდევ ერთი ახალი ამბავი, ჰალჰებო :D - გუშინდელ თამაშზე ჩემი თანამშრომელი თუშეთში მცხოვრებ... ფარერელს გადაჰყრია. :lol: :lol: თამაშამდე ამის კაფეში შელალულა იქაურ ქომაგთა ჰამქარი. ცხადია, წინამძღოლი ეს მოთუშეთე ყოფილა, რომელიც თურმე საკმაოდ გამართულად ლაპარაკობს ქართულად. ეს ჩემი თანამშრომელიც ამიტომ გამოცნობილებია, ქართული საიდან ისწავლეო, მაგრამ რომ წავიდნენ, მერე გამახსენდა შენი თუშური კონტაქტები, თორემ ვკითხავდიო. :cry:
იმედია, კიდევ შევა იმ კაფეში და გავიგებ, სად ცხოვრობს. ძაან უქია თუშეთიც და საქართველოც - თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა სიმდიდრე გაქვთ. ჩვენ რომ ეგეთი მოგვცა, ავყვავდებოდითო, უთქვამს.

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 16:23
by tushi
ეროვნულმა პარკმა რამდენიმე ცხენსაშენი დააფინანსა. ერთი მათგანი ომალოშია. ცხენის დაქირავება ისედაც არ გაჭირდება. ფასი არ მახსოვს 10-20$ დღეში. რაც შეეხება ტბათანას, ის თუშეთში არ არის ის არის პანკისისი ხეობის ზემოთ მთებში. სიმართლე გითხრათ მე არ ვარ ნამყოფი.

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 17:31
by guruli
tushi
რაც შეეხება ტბათანას, ის თუშეთში არ არის ის არის პანკისისი ხეობის ზემოთ მთებში.
თუშეთშია, პანკისის სათავეში თუ ამაზონის ხეობაში, თუშეთად ხომ განიხილება ვეჟო, და რა მნიშვნელობა აქვს?
ვახ, ცხენებს თუ აქირავებენ, ასწორებს. ჩემს მერე რამდენით წინ წასულა თუშეთი! :roll: :roll:

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 18:08
by tushi
guruli


კი გნიხილება, მაგრამ საკმაოდ მოწყვეტით არის, იქ სპეციალურად უნდა წახვიდე და სხვა გზით:)

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 18:22
by guruli
tushi
იქ სპეციალურად უნდა წახვიდე და სხვა გზით
კაცო, გომეწარიდანაც ხომ გადადის გზა? მგონი, პირიქითიდანაც, მაგრამ იქ ბილიკი აღარც ეტყობაო უკვე, აღარ დადიან იქიდანო.

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 18:30
by tushi
კი შესაძლებელია გომეწრიდან გადასვლა და ბილიკიც კარგა გრმა იქნება:)) ჩეჩნები მასე გადადიოდენ პანკისისი ხეობაში რამდენადაც ვიცი საკმაოოდ შორი გზაა.

თუშეთი 2007

Posted: 30 მარ 2007, 19:22
by Kakha
თქვენის ნებართვით, რადგან საუბარი წავიდა ამ ზაფხულის გეგმებზე, ბოლო პოსების გადავითან განყოფილებაში "იდეების კიდობანი" და იქ გააგრძელეთ დაგეგმა.

ძალიან გთხოვთ აქ გააგრძელოთ

თუშეთი 2007

Posted: 01 აპრ 2007, 18:28
by lama
:lol: :D :) :wink:

თუშეთი 2007

Posted: 12 აპრ 2007, 23:55
by Duckling
მე დაღესტანის საზღვარზე მინდა ასვლა...თუ აპირებთ მეც წამოვალ

თუშეთი 2007

Posted: 13 აპრ 2007, 09:07
by lama
Duckling
რა პრობლემაა იქვე არაა და ჩვენც მივიდეთ :D

თუშეთი 2007

Posted: 13 აპრ 2007, 13:13
by guruli
Duckling
მე დაღესტანის საზღვარზე მინდა ასვლა...თუ აპირებთ მეც წამოვალ
თუ წავედით თუშეთში, დაღესტანის საზღვარზე აუცილებლად ავალთ, რადგან დიკლოს და მისი ძველი ნაციხარის უნახავად იქიდან წამოსვლა დანაშაულია, :wink: ნასოფლარი კი სწორედ მაგ გამყოფ სერზეა.

თუშეთი 2007

Posted: 21 ივლ 2007, 19:59
by paata_
??

თუშეთი 2007

Posted: 21 ივლ 2007, 22:07
by GOGONA
თემა გააცოცხლე?
შენ როდის აპირებ?

თუშეთი 2007

Posted: 21 ივლ 2007, 22:19
by paata_
GOGONA

შეიძლბა თქვენთან ერთადაც