

წოვათაში წოვა-თუშები ცხოვრობენ, თუმცა როგორც ჩაღმა-თუშეთში, მუდმივი მოსახლეობა არც იქაა (ჩაღმაში აქა-იქ კიდევ რჩებიან თითო-ოროლა), იმ საშიშროების დროს კი მოსახლეობა დასასვენებლადაც ვერ ადიოდა. უპატრონობამ თუ იმ დაბომბვამ ტბათანა თითქმის გაავერანა - სახლების უმეტესობა დანგრეულა. არადა, ძველი ფოტოები რომ ვნახე, პატარა დაბა გეგონებოდათ იქაურობა, იმდენი სახლები ყოფილა. როგორც წოვები ამბობენ იმ საიტზე, უმეტესობა ამ ზაფხულზევე აპირებს სახლების აღდგენას და მამა-პაპურ კერაზე დაბრუნებას. ცხადია, საზაფხულოდ და არა მუდმივად, მაგრამ ესეც დიდი საქმეა - საქართველოს ამ სასაზღვრო მხარეში ისევ დაბრუნდება ქართული სული. უკვე გაუფრთხილებიათ მეურნეები, ზაფხულში ნასოფლარზე კარტოფილს ნუ დათესავთ, მშენებლობას ვიწყებთო. მე ძალიან გამახარა ამ აბმავმა და ვიჩქარე, თქვენთვისაც მეცნობებინა. ამ ზაფხულს იქით თუ წავალთ, წოვათა აუცილებლად ვნახოთ - ნაყაიჩაოდან უპრობლემოდ გადავალთ. თან, წოვათაც ძაან ლამაზიაო, გამიგონია, და თავად ეგ ნაყაიჩაოცო. თურმე იქიდან ლამის მთელი თუშეთი ჩანს.
kotetbeli - წარმოიშვა აზრი, რომ თუშეთში წავიდეთ კარვებით და იქაურობა ცხენებით დავიაროთ. მაგრამ იქ ცხენებს არ აქირავებენ, არ ხდება ეგეთი რამე, და ეგებ რეზო დაგვეხმაროს მაგ ამბავში? მაგის ამოცანა იქნება შემდეგი - სამივე ხეობაში შეიპიროს ხალხი, რომლებიც ერთი დღით მოგვაქირავებენ ცხენებს. ჰკითხე მაინც, თავად რას იტყვის. ეგებ საერთოდ არ გამოვიდეს ეგრე, მაგრამ გვირჩიოს რამე. ან იქნებ ვინმე მანქანიანი შეგვიპიროს - შორ გზაზე წაგვიყვანოს, იქ ან დაგვტოვოს და მერე მოგვაკითხოს, ან დაგველოდოს.
და კიდევ ერთი - ცხენებით მგზავრობა მთლად მისაღები არ მგონია. ვინც ნაჩვევი არაა ცხენზე ჯდომას, ძალიან გაუჭირდება. იქნებ 1-2 დღე როგორღაც გაიწამოს თავი, მაგრამ მერე არა მგონია, ცხენზე ჯდომა მოახერხოს.
tushi - შენ რას იტყვი, არის ცხენების დაქირავების შანსი, დაგვთანხმდება ვინმე მაგაზე?