ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 12 ოქტ 2006, 18:51

ორშაბათამდე არ გამოცა შეკრება?
რაო თეკლა, რა ხდება ორშაბათამდე? მდივანი თუ არ მოგწონს, არადა ის ოდნავ განსხვავდება ზემოთაღწერილისგან ;), ჩუმად გვითხარი, ყურში :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 12 ოქტ 2006, 23:14

tekla wrote:gobe

შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა! :D
მართალი ხარ თეკლა :lol: . ასე რომ gobe გაზეთი არ დაგავიწყდეს :)(ისე თუ შემთხვევით დაგავიწყდა არც ეგაა პრობლემა :wink:) .
ხომ იცი მთავარია სიტყვა და საქმე და არა "სიტყვა და საქმე". მთავარია "იქ" არ დაგავიწყდეს ჰალსტუხი :!: .
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 13 ოქტ 2006, 02:50

გვეყო ოპტოპიკების წერა, ისედაც ბევრია. :x Image
მოკლედ დროა საქმეზე გადავიდეთ:

1. დღეს (უფრო სწორედ უკვე გუშინ) ველაპარაკე ბიძაჩემს წამოსვლასთან დაკავშირებით და მოკლედ რომ ვთქვა ვერაო :( . ძალიან კი მომეწონა მაშინო მაგრამ...
. ა) ჩემი მანქანის იმედი არა მაქვსო, ამისთანა ამინდებში. გზა ოდნავ მაინც რომ იყოს ტალახიანი ან თუნდაც სველი ვერ ავალო(რაშიც სამწუხაროდ მეც ვეთანხმები. მაგ მანქანის ბუქსაობა საკუთარ თავზე ბევრჯელ მაქ გამოცდილი, როცა მისი ამოყვანისას ყელამდე ტალახში ამოვსვრილვარ :(, მოკლედ მერსედესი ძალიან სუსტია ტალახში და სველ გზაზე სამწუხაროდ :( ), მითუმეტეს აღმართებშიო, თანაც რომც ავიდე მერე კიდე იქიდან წამოსვლისას არ ჩავრჩე ამინდის გამოო იმისაც ეშინია.
. ბ) მაგ დროისთვის არ ვიცი რამდენად მეცლება დიდი შანსია არ მეცალოსო.
მოკლედ ბიძაჩემის ვარიანტი გამოირიცხა(სამწუხაროდ) :cry: .

P.S. მართლა ძალიან გაუხარდა ისევ რო შევთავაზეთ, მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ჭუნას დანაბარები გადავეცი: "ზაპასკაზე", "ძველ რესორზე" და ა.შ. მაგრამ ვერაო :oops: :(

2. 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე ისმის კითხვა: რითი წავიდეთ? :?: :roll:
. ა) დავიქირაოთ სხვა მიკრო ავტობუსი, თუმცა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე(პუნქტი 1, მუხლი "ა") ჩემი აზრით თუ გზა სველი იქნება მიკროავტობუსს ძალიან გაუჭირდება არდოტამდე ან თუნდაც შატილამდე ასვლა(თუ საერთოდ ავიდა).
. ბ) დავიქირაოთ ავტობუსი ე.წ. "პაზიკი", რომელიც ჩემი აზრით და მემგონი ეგრეა ბევრად უკეთ დადის ტალახში(ვინაიდან ძალიან მძიმეა, მიკროავტობუსი კი ძალიან მსუბუქია მითუმეტეს უკანა საბურავები რადგან მატორი წინა აქ და კუდს ძალიან იოლად იქნევს ხოლმე და ბუქსაობს), თუმცა ბევრად ძვირია ვიდრე მიკროავტობუსი. მაგრამ...
gobe wrote:
მოკლედ, მოვდივართ:
ჩემი მხრიდან: მაქსიმუმ 3 და მინიმუმ 2.
თეკლას მხრიდან: თეკლა და მისი ეტეჩმენტი ანუ 2-ნი.
ჯერჯერობით: მაქსიმუმ 5 კაცი თეკლას და ჩემი მხრიდან
ასევე მეც ვიცი ერთი-ორი ჩემი მეგობარი, რომელთაც ძალიან უნდათ ამ აქციაში მონაწილეობა და წამოსვლა და დღე-დღეზე გახდებიან "კარავი"-ს წევრებიც. ასე რომ დიდი შანსია წამოსვლის მსურველები ბევრნი იყვნენ და თუ მოვგროვდებით დაახლოებით 20 კაცამდე არც ისე ძვირი გამოვა ავტობუსი.

ეხლა განვიხილოთ მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" მუხლების დადებითი და უარყოფითი მხარეები:

პუნქტი 2, მუხლი "ა"
დადებითი მხარეები:


I. მგზავრობა კომფორტული და სასიამოვნოა.
II. მგზავრობა არც ისე ძვირია და ხანგძლივი(სავარაუდოდ).


უარყოფითი მხარეები:

I. შეიძლება გზაშივე დავრჩეთ და იქამდე ვერ ჩავაღწიოთ. :oops: :cry:
II. შეიძლება ჩავიდეთ და იქ ჩავრჩეთ(სავარაუდოთ გაზაფხულამდე, სანამ ამინდები არ გამოვა და თოვლი არ დადნება :) ).
III. შესაძლოა წამოსვლის მსურველი მეტი იყოს ვიდრე ადგილი მანქანაში(ჯერ არ ვიცით).


პუნქტი 2, მუხლი "ბ"
დადებითი მხარეები:


I. დიდი შანსია რომ ჩავალთ და იქ არ დავრჩებით(გაზაფხულამდე ყოველ შემთხვევაში. :D )
II. გამოცდილი მძღოლი რომელიც ნამყოფია შატილში და კარგად იცნობს იქაურ გზებს. :wink:
III. თუკი წამოსვლის მსურველი ბევრი იქნება, ადგილებიც ბევრია. :) :wink:


პუნქტი 2, მუხლი "ბ"
უარყოფითი მხარეები:


I. მგზავრობა საკმაოდ ხანგძლივი და არც ისე კომფორტულია.
II. შესაძლოა მგზავრობა ძვირი დაჯდეს, თუ წამოსვლის მსურველი ცოტა იქნება.
Last edited by zura N. on 13 ოქტ 2006, 21:53, edited 2 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 13 ოქტ 2006, 03:17

აბა ხალხნო გააქტიურდით რომელ ვარიანტს უჭერთ მხარს, თორემ დრო არც ისე ბევრია მძღოლიც ხომ უნდა მოვძებნოთ!
წამომსვლელთა სიის შედგენა მემგონი ჯერ ადრეა, უკეთესი იქნება თუ ორშაბათის შეხვედრის შემდეგ დავიწყებთ სიის შედგენას ალბათ, მაგრამ ტრანსპორტიც ხომ წამომსვლელთა რაოდენობაზეა დამოკიდებული გარკვეულ წილად:roll: . მოკლედ აღარ ვიცი დავიბენი ცოტა რაღაც მოვიფიქროთ :oops: :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 13 ოქტ 2006, 09:45

მე მგონი პაზიკი უფრო გამავალია ვიდრე მარშუტკა, მართლაც პაზიკი აჯობებს, მაგრამ არა მგონია პაზიკში ბევრად მეტი ადგილი იყოს ვიდრე მარშუტკაში.

მძღოლი გამოცდილი და შემართებული :) უნდა იყოს. როგორ ვიპოვოთ ასეთი მძღოლი? მინიმუმ ნამყოფი მაინც უნდა იყოს.

გაზაფხულამდე იქ ჩარჩენის იმედი არ მაქვს და ნურც თქვენ გექნებათ, მოგიწევთ მთელი ზამთარი სამსახურებში სიარული

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 13 ოქტ 2006, 10:58

ყოჩაღ ზურა :) აღფრთოვანებული ვარ.
ასე დალაგებულად და გააზრებულად ქართველი იურისტები რომ წერდნენ უკვე ნატოშიც ვიქნებოდით და მთვარეზეც გვექნებოდა კარვები დაცემული :P
ვფიქრობ აქ ერთადერთი ვარიანტია-"პაზიკი". მიკროავტობუსი ფიზიკურად ვერ ავა და მაგ საკითხზე მსჯელობა ტყუილად დროის კარგვაა. მორჩა, ვსიო, კაპუტ, ბასტა :P
მე ვფიქრობ ჩვენი შეხვედრა აუცილებლად შაბათს უნდა დაიგეგმოს. ვთქვათ დილით 11 საათზე. იქვე მოვიფიქრებდით რა მიგვაქვს. ეს კონცეპტუალური საკითხია. რა რაოდენობით მიგვაქვს, ეს გეთანხმებით მას მერე გაირკვევა, რაც წამსვლელების და შესაბამისად ფინანსების რაოდენობას გავარკვევთ. შაბათ-კვირასვე შეიძლება ფუნქციების გადანაწილება და იმის ყიდვა რაც გვინდა. თუკი ვინმეს კიდევ რამე დაუგროვდება, ეგ არ არის პრობლემა, მეზობლის ან მეგობრის გამოტანებული საბანი თუ შეშა უპრობლემოდ ჩაეტევა "პაზიკში".
ალბატ ასე აჯობებს. მითუმეტეს, რომ ფინანსების გარკვეული რაოდენობა უკვე გვაქვს და შეგვიძლია ეგრევე ვიყიდოთ ისეთი რამ, რაც აუცილებლად საყიდელია (შეშა, ნავთი, თეთრეული...). და კიდევ... კარგი იქნება თუ მანქანიანიც იქნება ვინმე. ეგრევე ვიყიდით და შევინახავთ. (ავტოფარეხი მაქვს)
აბას თუ იმასაც დავუმატებ, რომ შაბათსვე თქვენი რეკომენდაციით შევიძენ სპალნიკს, ბათინკს, პარალონს და ეგეთ რამეებს(ბენზინს მე ჩავასხამ მანქანაში) გამოდის რომ შაბათს დილით შეხვედრა აუცილებელია
ერთი სიტყვით ველი თქვენს პასუხებს. დარწმუნებული ვარ ეს 2 დღე არ უნდა დავკარგოთ...

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 13 ოქტ 2006, 11:06

ხო მართლა რომ წავალთ სალასაც გავჩითავ მაგარს :P სიცივეში გაასწორებს სალა და ჭაჭა გაასწორებს :lol:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 13 ოქტ 2006, 11:19

Bocho,
სალუტ! მე დროის პრობლემა მაქვს ხვალ და სავარაუდოდ ზეგაც. ორშაბათს საღამოს კი მცალია.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ეგ პრობლემა ნამდვილად არ არის. გააჩნია, დანარჩენები რას ფიქრობენ შეკრების თარიღის გადმოწევის თაობაზე. თუ გადმოიწევა შაბათზე, ჩემთვის არ არის პრობლემა - შეგხვდებით და ჩემს ხელთ არსებულ ფინანსებს მაინც გადმოგცემთ.

ასე რომ, იმედია დღესვე გაირკვევა ეს საკითხი. თუ არაფერი შეიცვალა, ე.ი. ძალაში რჩება: ორშაბათი, 18.30, ვაკის პარკის შესასვლელთან.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 13 ოქტ 2006, 11:23

Gvalva wrote:მძღოლი გამოცდილი და შემართებული :) უნდა იყოს. როგორ ვიპოვოთ ასეთი მძღოლი? მინიმუმ ნამყოფი მაინც უნდა იყოს.
ადმინ, აბა თქვენ, როგორც კაუკასუსნეტვერკისტი აქ მობრძანდით. სხვა "ნეტვერკისტებს" კი თუ გნებავთ, აქედან შებრძანდით! ყველა გზა მუცოში მიდის!!!
გაზაფხულამდე იქ ჩარჩენის იმედი არ მაქვს და ნურც თქვენ გექნებათ, მოგიწევთ მთელი ზამთარი სამსახურებში სიარული
ჰმ, მაგარია არა "ჩარჩენის იმედი" :shock: :roll: :lol:

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 13 ოქტ 2006, 11:45

დღეს გავარკვიე რომ მატყლის სქელი საბანი ღირს 30 ლარი...... მგონი ჩვემი ბიუჯეტი ამჯერად ამსიმძიმე დარტყმას ვერ გადაიტანს...

Gvalva

ორშაბათამდე წვიმს :( და მომეჩქარება შესახვერად... :D
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by chuna » 13 ოქტ 2006, 11:52

იქ თუ ჩავრჩით მე უმუშევარი არ დავრჩები! სკოლის მასწავლებლად თუ არ მიმიღებენ, კერძო გაკვეთილებს ჩავატარებ კარდაკარ! ვასწავლი გიდობას- ხელოვნების ისტორიას და ქართულ არქიტექტურას! იქნებ გამოიყენონ მერე-ტურისტული სეზონი რომ დადგება! მაგ დროისთვის ჩვენ სახლებში დავბრუნდებით!
შეკრებას რაც შეეხება! მანქანა მყავს გაფუჭებული! დღეს თუ გავაკეთე, ხვალ თბილისში რა მინდა?ვერ მოვალ! სვეტიცხოვლობაა!თუ ვერ გავაკეთე, სამარშუტოთი იქ გავჩნდები!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 13 ოქტ 2006, 12:47

chuna,
რა ჩარჩენაზე ლაპარაკობ. ხომ იცი, იქ სადაც გვალვაა, ნალექები არ მოდის.
თუმცა, გუშინწინ რომ წვიმდა, გეპეისთან რომ ვიყავით და დანარჩენ (ხ)ინკლისტებს ველოდებოდით, ხომ გახსოვს, შენი მანქანიდან ფეხიც კი არ გადმოადგა გარეთ... გადმოსულიყო ცოტა ხნით, რა მოხდებოდა? სამაგიეროდ, მანქანაში წვეთი წყალი არ ჩამოსულა.
ისე, ადმინი მგონი თბილისში არც უნდა იყოს სამშაბათამდე... ჰოოოოდა, დადგა გადაოფტოპიკების დროც. ასე რომ კვლავ გავტოპიკდი (აუ, უცებ წარმოვიდგინე: მე და ტოპიკი :lol:).

მაშასადამე, პროგნოზის დღევანდელი მონაცემები: თბილისის, შატილისა და არდოტისათვის (+/- 3 დღე):

თბილისი
Oct 18. A morning shower possible High: 16° C Low: 11° C
Oct 19. Several hours of sunshine High: 17° C Low: 7° C
Oct 20. Sunshine and warm High: 22° C Low: 9° C
Oct 21. Sunny and warm High: 22° C Low: 11° C
Oct 22. Mostly sunny and warm High: 22° C Low: 12° C

Oct 23. Mostly sunny and warm High: 22° C Low: 12° C
Oct 24. Mostly sunny and warm High: 22° C Low: 11° C
Oct 25. Mostly sunny and warm High: 22° C Low: 11° C

შატილი
Oct 18. An afternoon shower possible High: 11° C Low: 0° C
Oct 19. Partly sunny; colder High: 6° C Low: -1° C
Oct 20. Sunny and not as cool High: 10° C Low: 1° C
Oct 21. Brilliant sunshine High: 11° C Low: 3° C
Oct 22. Abundant sunshine High: 12° C Low: 3° C
Oct 23. Sunshine High: 12° C Low: 3° C
Oct 24. Mostly sunny High: 12° C Low: 3° C
Oct 25. Mostly sunny High: 12° C Low: 3° C

არდოტი
Oct 18. An afternoon shower possible High: 10° C Low: -1° C
Oct 19. Partly sunny and colder High: 5° C Low: -2° C
Oct 20. Sunny and milder High: 8° C Low: 0° C
Oct 21. Sunny High: 9° C Low: 2° C
Oct 22. Sunny High: 10° C Low: 2° C
Oct 23. Brilliant sunshine High: 11° C Low: 2° C
Oct 24. Mostly sunny High: 10° C Low: 1° C
Oct 25. Mostly sunny High: 10° C Low: 2° C

ინფორმაციის წყარო: wwwa.accuweather.com

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 13 ოქტ 2006, 12:54

gobe

რამდენად საიმედოა ეგ ამინდის პროგნოზი :D
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 13 ოქტ 2006, 13:02

გასაგებია. მაშინ ისევ ორშაბათისთვის გადავდოთ.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 13 ოქტ 2006, 13:07

tekla wrote:gobe
რამდენად საიმედოა ეგ ამინდის პროგნოზი :D
tekla,
აბა როგორ გითხრა. ვიცი, რომ wwwa.accuweather.com ძალიან მცირე ცდომილებით ხასიათთება. ფაქტია, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით 21-ს, მით უფრო ახლოს არის პროგნოზი რეალობასთან.

აქ არის სხვადასხვა დღეებში ამოწერილი პროგნოზი 21-22 ოქტომბრისთვის:

შატილი
9 ოქტომბრის მონაცემებით
Oct 21. A blend of sun and clouds High: 12° C Low: 4° C
Oct 22. Mostly cloudy High: 13° C Low: 5° C
14 ოქტომბრის მონაცემებით
Oct 21. Brilliant sunshine High: 11° C Low: 3° C
Oct 22. Abundant sunshine High: 12° C Low: 3° C

არდოტი
9 ოქტომბრის მონაცემებით
Oct 21. Rather cloudy High: 11° C Low: 2° C
Oct 22. Mostly cloudy High: 11° C Low: 3° C
14 ოქტომბრის მონაცემებით
Oct 21. Sunny High: 9° C Low: 2° C
Oct 22. Sunny High: 10° C Low: 2° C

როგოგრც ჩანს, ჯერჯერობით უკეთესობისკენ მიდის პროგნოზული მონაცემები :wink:

ორშაბათს, 16-ში, ეს ყველაფერი შევადაროთ 16-ის მონაცემს. მთავარია, რომ ყველას გვახსოვს: კაცი (და რა თქმა უნდა, ქალიც) იმედით ცოცხლობს!
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!!!
Last edited by gobe on 13 ოქტ 2006, 13:17, edited 1 time in total.

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]