მოკლედ, გუშინ გავარკვიეთ, რომ გზა ომალომდე გაიწმინდება 2 დღეში. მერე დაიწყებენ პირიქითისა და გომეწრის გზის გასუფთავებასაც.
ახლა რაც შეეხება პირიქითს, გირევის ნახვა დამოკიდებულია ალაზნის სიდიდეზე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ ალაზანზე მანქანებით ვერ გადავედით, იმ მონაკვეთიდან, სადაც ალაზანი მანქანებს აფერხებს, დაახლ. 1 საათში ფეხითაც შეიძლება გირევამდე მისვლა...
ან დართლო და კვავლომდე უნდა მივიდეთ, კარგად დინჯად დავათვალიეროთ მუზეუმად გამოცხადებული სოფელი და ბუნწიაღში ნადიმის გავაგრძელოთ, ან გირევის სანახავად ცოტა უნდა ვიჩქაროთ (განსაკუთრებით თუ ფეხით მოგვიწია ნახვა).
რაც შეეხება ერთ დღეში მოსწრებას, ნამდვილად მოსწრებადია.
Kakha
დღეს ტელეფონზეც კი ვისაუბრეთ, მაგრამ სხვებმაც რომ გაიგონ, აქაც დავწერ:
გუშინ ვესაუბრეთ ომალოში, დღეს მოგვიანებით დარეკავენ და სასტუმროს ფასს გვეტყვიან... სწორედ ეს და კვების ფასი დაემატება მე-5 დღეს.
ერთადერთი რაც გვთხოვეს, ისაა, რომ მაქსიმალურად ზუსტად ვუთხრათ სასტუმროს რამდენი ნომერი დაგვჭირდება (ებრაელების ჯგუფი ჩამოდის და იმათ რომ აღარ მივცე და თქვენ შეგინახოთო), რა თქმა უნდა, ჩვენ ნათქვამ რაოდენობაში იგულისხმება 1-2 ადამიანის ვერწამოსვლით გამოწვეული ცდომილებაც.
ასე რომ, გთხოვთ, სიაში მიწერისას კვლავ ძველებურად მიუთითოთ ხოლმე ფრჩხილებში "სასტუმრო".
კიდევ, მე სავარაუდოდ 8 კაციან კარავს წამოვიღებ და გთხოვთ, სხვებმაც დაწერეთ კარავი ვის მოაქვს, რომ სიტუაცია კარვებში როგორია ვიცოდეთ.
ახალ-ახალ ამბებს გზადაგზა დავწერ
პ.ს. ჩემი თუში მეგობარიც შემოვიდა კარავზე და პირველ პირში ისიც გეტყვით ხოლმე რაც რამე იქნება

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...