ამინდი მართლა კარგი იყო, მაგრამ თოვლი არ ვარგოდაstranger wrote:ჩამოვედით,კარგი ამინდი დაგვემთხვა , კარგი იგლუც ავაშენეთ გაქირავების პერსპექტივით
)))

ბევრი შრომა დაგვჭირდა, სანამ გამომშრალ თოვლს საშენ მასალად ვაქცევდით, მაგრამ ეს ჩვენი საშენი მასალა აგურებისგან ძალიან განსხვავდებოდა

ბოლოს, სადღაც ჩრდილში გაყინულ თოვლს მივაგენით (მგონი ნინო მჟავიას დამსახურებაა) და გამ გაყინული თოვლისგან გამოჭრილი კუბიკებით ვეცადეთ რაღაცის აწყობას.
ერთ რამეში დავწრმუნდი, როგორც ერთ სახლშია ორი დიასახლისი ძალიან ბევრი, ასევე მშენებლობაზე 2-3-4 "ბრიგადირი"

მოკლედ, რაღაც გამოგვივიდა, მაგრამ ვინ გვაცადა დამთავრება? შუა მშენებლობისას თავს დაგვესხა მეორე ბრიგადა და ასე გადუხურავად დასრულდა ჩვენი იგლუს მშენებლობის მცდელობა

ფოტოებიც მალე იქნება

პ.ს. თემა სად უნდა გავხსნათ? ესეც ლაშქრობაა თუ აქტივობის სხვა სახეობა?
