აბა კარაველებო!!! ერთი დღეც და ჩვენც ნიამორსაც (დარკონს) და თქვენც გევშველება... ჟიურის ფავორიტები უკვე ჰყავს და მხოლოდ ხვალინდელ დღეს შეუძლია ამინდის გაფუჭება ან გამოსწორება...
ხვალ , უკვე დღეს:) "არჩევნების" ბოლო რაუნდია. დღევანდელი დღის შედეგებით 19 ხმა დააგროვა "ასვლა (გადალახვა) - ლჰოცზემ"
ახლა სამეული უკვე ასე გამოიყურება:
I ადგილს ინაწილებენ - "ქორწინების მწვერვალი" და "პილოტი", 20-20 ხმით;
II. "ასვლა (გადალახვა) - ლჰოცზე" - 19 ხმა;
III. the tangerine dream (ამერიკელი "გიჟების") 15 ხმა;
ბოლო საკონკურსო დღის პროგრამა:
1. ტრადიციულია იტალიური იუმორით დაიწყება...
2.Twice Upon a Time - ეს არის ბრიტანელების მიერ გადაღებული 37 წუთიანი ფილმი ბოლივიაში, მთებში მოგზაურობაზე... მოკლედ ადიან მწვერვალზე (კადრებით რაც ვნახე და ვინც ჭაუხში ყოფილხართ დაახლოებით ТГУ-ს სირთულისაა და ყვებიან ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო ამბავს!
3.The Last Adventure - ეს არის იტალიელების და შვეიცარლების ერთობლივი მხოლოდ 6 წუთიანი ფილმი. მასში მოტხრობილია ერთი მოგზაურის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ სევდიანი ისტორია.
4. ცისფერი მთების სამფლობელოში - ბოლო ქართული ფილმი, 25 წუთი ხანგრძლივობის. ამ ფილმში მოთხრობილია 8 მთამსვლელისგან სემდგარი გუნდის ტიან-შანური ექსპედიციის ისტორია. ამბავი, რომლეიც ავტოავარიიტ იწყება და ზვავიტ სრულდება, რომელსაც საბედნიეროდ ქართველები გადაურჩნენ. ზვავში 11 ალპინისტი დაიღუპა, ბევრის ცხედარი დღემდე არ უპოვიათ.
5.Socialmente Inutile- ეს არის მილანის ალპური კლუბის მიერ გამოგზავნილი ყველაზე ხანმოკლე 15 წუთიანი ფილმი მეკლდეურებზე (ეს ის ხალხია, ვინც კლდეზე ცოცავს

).
ამ ფილმით ფესტივალის ბოლო კონკურსი სრულდება და ჩვენც თქვენთან ერთად ჟიურის ვერდიქტს დაველოდებით. ჟიურის წევრები 3 მარტს დილის 11 -დან 13 საათამდე "განაჩენს" გამოიტანენ და დაასახელებენ:
1. გრან პრის მლობელს;
2. ალპინისტური ექსპედიცია;
3. ექსტრემალები;
4. მაშველები
5. მთა და ადამიანი (ერთი შესწორება - ვინაიდან ნომინაციებში "მთა და ადამიანი" და "მოგზაურები" იდენტური შინაარსის ფილმები იყო წარმოდგენილი, ეს ნომინაციები საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის გადაწყვეტილებით გაერთიანდა)
***
6. საუკეთესო უცხოური ფილმი;
7. ოპერატორი;
8. რეჟისურა და სცენარი;
9. მაყურებლის სიმპათია;
10. პირველი ნაბიჯი
3 მარტს დაჯილდოვდებიან ფოტო-კონკურსის გამარჯვებულებიც - ნომინაციებში:
1. საუკეთესო მყინვარწვერი;
2. საუკეთესო რეპორტაჟი;
3. საუკეთესო ფოტო (აქ ჟიურის გადაწყვეტილებით ორი გამარჯვებულია - ხმები გაიყო);
4. საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური დიპლომი!!!
3 მარტსვე გადაეცემატ დიპლომები ფესტივალის სპორტული ღონისძიებების პრიზიორებს და გამარჯვებულებს...
დანარჩენი 3 მარტს! დროებით...
p.s. და ბოლოს, "ნიამორი" ამ დღეების განმავლობაში აკვირდებოდა დარბაზს და შეარჩია 4 ადამიანი, რომელსაც ხვალ სეანსის დამტავრების შემდეგ გადასცემს 3 მარტის დაჯილდოების საღამოს მოსაწვევს.