Page 6 of 8

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2010, 12:33
by MIRANDA
ახლა ვესაუბრე... ბარბარობა მივულოცე და მოვიკითხე...

როგორ ხართ-თქო, რომ ვკითხე, მიპასუხეს - ძალიან კარგადო :)
ყველას გადაეცი ჩვენი მოკითხვაო და მიულოცეო დღევანდელი დღეო. გვენატრებით ყველანი უზომოდოოოო :*

ხვალ მოდიან, 1 დღე იქნებიან ერევანში და 19-ში ჩამოვლენ თბილისში.
აინტერესებდათ ვინმე ხომ არ აპირებს ერევანში ჩამოსვლასო. მე არ ვიცოდი და ვერაფერი ვუპასუხე. თუ ვინმე აპირებთ დაუკავშირდით : +372 57999648.

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 19:36
by Naia
უკვე თბილისში არიან :) დაახლოებით ნახევარი საათის წინ ველაპარაკე. იმედია სამშაბათობაზე ვიხილავთ ჩვენს მოგზაურებს და მათ თავგადასავლებსაც მოვისმენთ :)

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 21:03
by Teo_Giorgobistve
აუ ერთი სული მაქვს როდის გაგვიზიარებენ შთაბეჭდილებებს :)

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 21:24
by guruli
ამ საღამოს ტომასაც დავურეკე და მთაშენკასაც, მაგრამ არც ერთმა არ აიღო ტელეფონი... მერე ტომამ გადმომირეკა, ცოტა ხნის წინ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვართო. ყველაზე მეტად ლუქსორი მოგვეწონაო...

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 21:28
by keto
დაბრუნებას გილოცავთ, გოგოებოო!!!

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 21:45
by Skier
მეც მივდივარ ერთი კვირით 27 ში ახალი წლის შესახვედრად :)

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 22:00
by Mta Mkvarebia
ყველას დიდი მადლობა მოკითხვისთვის და ჩვენი მოგზაურობისადმი ინტერესისათვის. მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა გვქონდა, ენით რომ ვერ აწერ ისეთი. თითოეული დღე მეორეს ჯობდა და ყველა დღე განსხვავებული იყო. არ ვიცი როდის მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ ფოტოებს, ალბათ დიდი დრო დამჭირდება და შევეცდები რეპორტაჯიც ძალიან არ დაგვიანდეს :).

მაგრამ მანამდე ზეპირ რეპორტაჟს ჩაგაბარებთ ;) გოგამ მითხრა ახლა ზარმაცობის დრო არ არის , სამშაბათობა დანიშნეო. ჰოდა ვისაც მოვენატრეთ და მოინდომებს ჩვენს ნახვას, ჩვეულ ადგილას და დროს ( სამშაბათს, 19 სთ-ზე პუშკინის შემოიხედეში) მოგიყვებთ ჩვენს მოგზაურობაზე.

guruli

მეც ვერ მივუსწარი ზარს :(
მოკლედ რაც ჩამოვედი, ტელეფონი არ გაჩერებულა :) მართლა როგორ მოგნატრებივართ თქვენც :P

konstantine wrote:ცურვა ხომ იცის :)
არ იცის, არა ;), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თევზების გვერდით ეჭყუმპალავა ნიღბით. წითელი ზღვა ხომ მარილიანია, ჰოდა ზედაპირზე ვტივტივებდი ;)
qvevri wrote:ცხვირზე ნამდვილად ვერ მისწვდებით და უკნიდან რომ მოუაროთ და.... ა?
თითქოს გულმა მიგრძნო რა, სფინქსს ყურში ჩავჩურჩულე, უკნიდან მოვლაზე ბოდიში, მაგრამ გული არ გაიტეხო, მალე ქვევრი აპირებს ჩამოსვლას და რა ვიცი, იქნებ მას ჰქონდეს ამის სურვილითქო :P

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 22:10
by anano
გილოცავთ დაბრუნებას გოგოებო! ნამდვილად ძალიან მოგვენატრეთ და გვაკლდით!

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 22:17
by Mta Mkvarebia
anano
მადლობა ანი :*
მეც ძალიან მომენატრა კარავი და კარველები :D

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 22:39
by guruli
Mta Mkvarebia - მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. ყოჩაღები ხართ.

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 19 დეკ 2010, 22:43
by Tamusia
მაგარია :D

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 20 დეკ 2010, 01:39
by legenda
"სპრიეზდამ" :wink:

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 20 დეკ 2010, 09:22
by konstantine
მალადეც თქვენ....

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 20 დეკ 2010, 09:41
by qvevri
კარგია მშვიდობით რომ დაბრუნდით!
აი მე მაგალითად ეგვიპტეში არასოდეს არ წავალ!
ველით რეპორტაჟს!

ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Posted: 20 დეკ 2010, 11:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიკეთე თქვენს დაბრუნებას.
დანარჩენი 3შაბათობას იყოს და თქვენი შემდგარი გასვლის თემაში