ნიამორი მოგესასლმებით ყველა კარაველს!
ისე, რომ დათბება და მეც ცოტას გამოვიძინებ, თქვენათან ერთად "პახოდში" წამოვიდოდი. ხომ მიმიღებთ?:)
მერე თუ გინდათ, უფრო სერიოზული მთებისკენაც გავიხედოთ. ოღონდ ამისთვის მეც და თქვენს ბოტანიკუსრში ცოტა "გარჯა" მოგვიწევს. ამაში "კუჭავას ბიჭები" კვეას დაეხმარებიან... ამ გუდის წევრებზეა ფილმი "ცისფერი მთების სამფლობელოში". 2004 წელს სწორედ ეს გუნდი, ახალგაზრდა მთამსვლელთა სკოლა პირვალად გავიდა ტიან-შანში. უამინდობამ და ზვავმა ისინი რამდენჯერმე მწვერვალიდან (ცოტაღა ჰქონდათ დარჩენილი) მოატრიალა. ქართველები იყვნენ პირელელბი ვინც, ზვავში დაღუპული 11 ალპინისტის გვამი აღმოაჩინა და მერე სასწაუად თავადაც გადაურჩა ამ ზვავს. ბიჭები ფილმის მონტაჯს თავდაპირველად ეწინააღმედეგებოდნენ-ესაო და არასუ ექსპედიციაზე რა უნდა გააკეთოო, მაგრამ მერე მესნერის (ყველაზე ცნობილი მესიმაღლე) სიტყვები გაიხსენეს, რომ "მწვერვალზე ასვლისას, მთავარია იპოვი ის ზრვარი...და მერე შეძლო მშვიდაობიანად დაბრუნება" (ეს არ არის მესნერის სიტყვების ზუსრი ციტირება). ამას გარდა ფილმი ამ ბიჭების მეგობას, მიშკა ჩაჩანიძის სხოვნას ეძღვენაბა. ფილმი ხუთშაბათშს. გავა.
ოთხშაბათს, არანაკლებ საინტერესო ქართულ-რუსული ექსპედიციის იტორიაა. ჰიმალაიში ერთ-ერთ ცნობილ მწვერვალზე ლჰოცეზე ბერი ფათერაკის და თავგადასავლის შემდეგ გუნდი მაინც ადის მწვერვალზე (ე.წ. 8000-ანზე). აქ არის ასახული ალპინისტური შემარტება, ზვავვში მოხვდრილი მეგობრების გადარცენის მცდელობა და ის ნიუანსები, ურომლისოდაც ჭეშმარიტი ალპინიზმი წარმოუდგენელია. ასე, რომ ფილმი ნომინაციაში "ალპინისტური ექსპედიცია" ერთ-ერთი ფავორიტია.
დარჩენილი ქაქრთული ფილმებიდან ერთზე ჩემზე კარგად კარაველემაც კარგად იცით ---"ხალხნო, დღევანდელები არ ვიცი, მაგრამ ხვალ ორივე კაი ფილმი უნდა იყოს. ბრაზილიური იმიტომ მგონია კარგი, რომ ექსტრიმია. აი, *პილოტზე* კი ამ დილით *რუსთავზე* თავად ავტორმა - ნინო ჯაფიაშვილმა ილაპარაკა. თუშეთსა და ხევსურეთშია გადაღებული და იქაური მესაზღვრეების, მფრინავებისა თუ აქა-იქ ჩარჩენილი ადგილობრივების ცხოვრებას ასახავს. მთავარი გმირები მფრინავები - შამილ და ზაურ ქორთოშიძეები და დავით აბალოიძეა. ამ ხალხს საინფორმაციო საშუალებებიდან კარგად იცნობთ - სწორედ მათ ჩამოჰყავთ ცოცხლები თუ მკვდრები კავკასიონის ტრაგიკული ექსპედიციებიდან.
ამათ გარდა, ფილმში ჭიმღაში, არხოტში, შენაქოში, დიკლო-გირევში თუ სხვაგან შემორჩენილ თითო-ოროლა ადგილობრივს და მათ ცხოვრებასაც გაეცნობით. მე ვიტყოდი, ჩვენი დროის გმირებს, რომლებიც 7-8 თვის განმავლობაში, 4-5 მეტრი სიმაღლის თოვლის საუფლოში სამშობლოს სადარაჯოდ რჩებიან, უმეტესად, სოფელში თითო ოჯახი. მართალია, უჭირთ, მაგრამ მაინც რჩებიან, რადგან იციან, ლეკი თუ სხვა ჩრდილოელი მეზობლები მათ წასვლას ელიან, რათა მაშინვე დაეპატრონონ იქაურობას.სანამ ესენი იქ იქნებიან, მანამ იქ საქართველოც იარსებებს.
რუსთახზე ფილმის ფრაგმენტებიც აჩვენეს - როგორ ეძებენ ვერტმფრენიდან მიხა არაბულის ნაკვალევს თოვლზე და ამით ცდილობენ დაადგინონ, ცოცხალია თუ არა. ბოლოს სამილა იმ სიმაღლე თოვლში ვერტმფრენს წვალებით მაინდ დასვამს და აღმოჩნდება, რომ ცოცხალი კია, მაგრამ პურის ფქვილი გათავებია და რამდენიმე დღე მხოლოდ რძის ნაწარმით იკვებება. მერე ბაზაში დაბრუნებულები ტომრით ფქვილსაც წაუღებენ.
მოკლედ, მგონი, ღირს ხვალ მისვლა."
ეს ფილმი ხვალ, სამშაბათს იქნება ნაჩვენები.
ხვალ კიდევ ერთი ბრაზილიური ფილმია "სამხრეთული ექსტრემი", რომელიც დაახლოებით 91 წუთი გრძელდება. მოკლედ, ბრაზილიელთათვის სრული საფეხბურთო მატჩის დრო+ერთი დამატებითი წუთი. არ ვიცი სად ბრაზილია და სად მთა, მაგრამ ერთად ვნახოთ:)

:)
ოთხშაბათის, კიდევ ერთი საინტერესო ანონსი - vertical frontier - ეს არის ამერიკულ-კანადური ფილმი ცნობილ "ელკაპიტანზე", რომელიც აშშ -ში იოსემიდას ეროვნულ პარკში მდებარეობს. სხვათა შორის ამ მთაზე ჩვენებიც ავიდნენ 1998-ში და მათ მიერ გადაღებულმა ფილმმა მოსკოვის სამთო ფილმების ფესტივალზე გაიმრჯვა. ამდენად მე პირადად მაინტერესებს როგორ გადაიღეს ჩემთვის "თითქმის ზეპირად ნასწავლი მარშრუტი" (იმდენჯერ ვუყურე ქაღტველების ფილმს, რომ ზეპირად ვისწავლი) ამერიკელებმა...
დანარჩენზე მოდით სხვა დროს...
და ბოლოს რაც შეეხება "მაყურებლის სიმპატიის რეიტინგს":
I. ქორწინების მწვერვალი 20 ხმა;
II. the tangerine dream (ამერიკელი "გიჟების") 15 ხმა;
III. ექსტრემალები 12 ხმა...
საუკეთესო "უცხოურ ფილმზე" ჯერ-ჯერობიტ ორი ლიდერია გამოკვეთილი (ჟიურის საუბრებს მობკარი ყური)

ვნახოთ რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ... ჩემი აზრით მთავარი ჯერ არ გვინახავს!
აბა დროებით და ხვალ გნახავთ (ვინც ხვდებით ბატონი ვარ ტუ ქალბატონი ყოჩაღ! ვინც არა და აბა, მიხვდით:))