shoda1121
შოდ,შენის ნებართვით რამდენიმე შენიშვნას დავწერ.
კარგი იქნება,თუ სიაში არაწუწუნა და გამოცდილი ხალხი ჩაეწერება.ეს არაა მყინვარზე ასვლა,მაგრამ არც ბირთვისებია.ამინდი აბულებზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს,წვიმა წამოვიდეს,ან ნისლი შემოეჯაროს,რაც საკმაოდ სარისკოა.ვიღაც ფოტოპოზიორობას თუ გადაყვება და ჯგუფს დააგვიანებს,ვერ იქნება კარგი ამბავი.ასეთ გასვლაში ყოველი წუთი ძვირფასია.
სასიარულო საკმარისია,თუმცა 3ვე აღნიშნული პუნქტი მთაა და მთაში კილომეტრებს არ ითვლიან.
ფარავანის ტბა 2080მ.ზღვის დონიდან,შაორის და აბულის ციხეები თითქმის 2750მდე. იგივეა ახალქალაქიც (1700მ ზ/დ) დიდ აბულთან მიმართებაში(3331მ. ზ/დ).ანუ,სიმაღლის აკრეფა საკმარისად გვიწევს,თანაც თუ მთების დახრილობას და მთის ფერდობებზე დაყრილ უზარმაზარ ლოდებს გავითვალისწინებთ.ქვები საკმარისად დიდია და არამყარად ალაგია,ასერომ იოლია ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ფეხი ჩაუვარდეს ადამიანს,ან წაიქცეს.თუმცა მე 2ვე მთაზე ასული თითქმის ყველა ასაკის ადამიანი მინახავს

)
გასათვალისწინებელია სიმაღლის აკრეფასა და სავარაუდოდ ამინდის ცვლილებასთან ერთად წნევის აწევა/დაწევა,თავის ტკივილი და ა.შ. ანუ წამლების მარაგი
უკვე საკმარისად აცივდა და კარგი იქნება,თუ -იან საძილეს და 2მაგ კარვებს წავიღებთ,მზის ჩასვლის შემდეგ საკმარისზე ცოოტა მეტად ცივა

მოსაგვარებელია ცეცხლის ამბავიც.ბანაკში შეშის მოგროვება გამორიცხულია,რადგან უტყეო მთებში მივდივართ

ასერომ პრიმუსები და მშრალი სპირტის აბები ვიქონიოთ იმედად ))
შოდ,კიდევ ერთი.საბანაკე ადგილს მე ასფარას ვიტყოდი,სხვაგან,შაორთან უახლოეს ადგილას წყალი მეცხვარეების ბანაკთანაა,მაგრამ დრაკონღლები ჰყავთ,საშინლად ავი
და სამსარის ამბავი მეეჭვება ძალიან,რომ მოესწროს.შორია+ცუდი გზაა.
პარასკევს საღამოს წასვლა ვერ მოხერხდება ვერანაირად? დროს მოვიგებდით და უკეთ მოესწრებოდა.
ყველაზე მაგარ დროს მოვდივართ,ეხლა ფარავანი ისეთი მშვიდი და მოსარკულია და მთებიც ისეთი ლამაზია

))))) კვირას ვიყავი და თვალს ვერ ვწყვეტდი,ისეთი ლამაზია

))))