namcecuna wrote:
კოტეჯებში დაბინავებაზე ცოტა ინფორმაცია თუ შეგიძლია მოგვცე, ანუ საძილე-საგებელი რა შემთხვევაში გვჭირდება, როგორც ვიცი საწოლებია და საწოლებზე დასაფენად? თუ საწოლებიანი არ იგულისხმება ჩვენს კოტეჯებში? ანუ აქ ცოტა დავიბენი და ჩემი პლიუსი ცოტა ალერგიულია და სად დაიძინებს უნდა დავუზუსტო .
ფეხით ბევრი სიარული მოგვიწევს?
და თუ გაავდრდება, რამე სხვა ალტერნატივა ანუ გეგმა "ბ" გვაქვს მგონი, ხომ?
მადლობა

მკდ, 5 კოტეჯში 10 ადგილია და ამისთვის სა1ო ჯამში 125 ლარი უნდა გადავიხადოთ.
თეთრეული იქნება. მაგრამ ვისაც უცხო თეთრეულში წოლა არ უნდა, მათ საძილე ტომრის გამოყენება შეუძლია.
მაგალითად, მე ვაპირებ საძილის წამოღებას.
ვინც საწოლში არ დაწვება, შეუძლია, საგებელი კოტეჯის ოთახში გაიფინოს ან კარავიც წამოიღოს და კოტეჯებთან გაშალოს.
ამ 125 ლარს მხოლოდ ის გადაიხდის, ვინც კოტეჯში გაათევს.
საწოლიანი უფრო მეტს გადაიხდის, იატაკზე მწოლიარე ნაკლებს.
ამას სამართლიანად და შეთანხმებით ადგილზე გამოვითვლით.
ასევე, კარვისთვის გადასახადია 5 ლარი.
რაც შეეხება ფეხით სიარულს, ვაშლოვანის სპეციფიკის გათვალისწინებით, მცირე მანძილს გავივლით.
ეს უზარმაზარი ტერიტორიაა და 2 დღეში ფეხით სიარულით ბევირს ნახვა ვერ მოესწრება.
გეგმა ბ-ს ადგილზე მოვიფიქრებთ.
შეიძლება, სამცხე-ჯავახეთსიკენაც გადავუხვიოთ.
რატომაც არა?
ახლა იქ ულამაზესი ფერებია
თუმცა, ვიმე2ებ, გეგმის შეცვლა არ მიყვარს