შემოდგომის რაჭის ნახვა ძალიან მინდა.
ოღონდ კარგად მოვიფიქროთ რას ვნახავთ, 4-5 დღე კოტეჯში ჯდომა დიდი არაფერი იქნება...
კიდე მეორე აზრი მაქვს, ზემო რაჭა, ანუ შოვი და კავკასიონი, სადაც ალპური ზონაა, შემოდგომაზე ალბათ იმით იქნება გამორჩეული რომ სულ ღრუბლები იქნება, ვერაფერს დავინახავთ, თორემ ტყე მანდ არაა რომ ფოთლები გაუფერადდეს. უძირო ტბაზე ძალიან სიცივე იქნება და როგორც ვთქვი, ისე ძალიან მაღლაა შემოდგომა იქ არაფერს არ შეცვლის. ხომ არ ჯობია ერთი დღე შქმერ-მრავალძალს დავუთმოთ, 1700 მეტრზეა და თუ სულ წიწვნარი არ არის იქ იქნება შემოდგომა ჩაბუდებული.
თუ ძალიან ყოჩაღEბი ვიქნებით შეიძლება ღამეც იქ გავათენოთ...
თუ იდეა მოგწონთ დავრეკავ და შქმერი-მრავალძალის ამბებს გავიგებ.
მარშუტკის დაქირავებაში რას გულისხმობთ, მძღოლი იქ იქნება 5 დღე თუ წავა-მოვა?