ძალიან დიდი მადლობა მოლაშქრეებს
მაოს-
კაპპა, რომელმაც შემიკარვა და 4 კგ-იანი კარავს არ გამაკარა და თვითონ ატარა.
ანანოს, რომელიც არ მცილდებოდა, როცა ცუდად გავხდი და მამხნევებდა.
დოკტორ აკოს, რომელმაც თავისი სასწაული ჰომეოპათიური საშუალებებით ჯანზე მომიყვანა. აქვე უნდა ვთქვა, რომ აქამდე სკეპტიკურად ვუყურებდი ჰომეოპათიას, მაგრამ რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, გაკვირვებული დავრჩი. კი მითხრა დოკტორ აკომ, ისე კარგად გახდები, შეიძლება ინანო უკან რომ ბრუნდებიო.
ჯინიყას, რომელმაც ჩემი ზურგჩანთა გადმომიტანა.
ინტელიგენტს, რომელმაც ჭაუხების ბანაკამე გამაცილა და ჩემი ზურგჩანთა თან ატარა და ჩემი თავი წივწივას ჩააბარა. ვანო, ნამდვილი ინტელიგენტია!
წივწივას, რომელმაც ბანაკში მიმასპინძლა და კარგ ხალხს გაატანა ჩემი თავი თბილისამდე.
ბანაკელ ექიმებს, ყურადღებისთვის.
ორ ბანაკელ ბიჭს, რომლებმაც ჯუთამდე ჩამაცილეს, გზაში ჩემი ზურგჩანთა ატარეს და ფოტოები გადამაღებინეს.
ძალიან საყვარელ ოჯახურ წყვილს , რომლებმაც მანქანით ჯუთადან ჩამომიყვანეს და ზედ ჩემი სახლის კართან ჩამომსვეს, ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ დიღმიდან შინ ტაქსით მივიდოდი.
და ძააალიან დიდი მადლობა
მთაშენკას, რომელმაც ინტელიჯენტს ფული გამოატანა ჩემთან, რა იცი რაში დაჭირდებაო!!! ამას ხომ უნდა მოფიქრება?!
ვანოს გადავეცი, ლიკას ასე უთხარი, მარგალიტი კი არა და ბრილინატი ხარ-მეთქი.
არ დამჭირდა ეს ფული, ყველგან მეგობრულად მხვდებდნენ, მაგრამ მაინც ძლაინა კარგი და სასიამოვნო ჟესტი იყო.