გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ნოე 2007, 13:37

ლეონტი

მართალია, რუსთავის გზა მოკლეა, მაგამ საგარეჯოს გზაზე ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი საკითხი მოსაგვარებელი:

საგარეჯოსთან ახალი რესტორანი გაიხსნა. დილით მანდ უნდა შევიაროთ, სუფრის შეკვეთა მივცეთ და საღამოს დროს აღარ დავკარგავთ.
თან, ტორტი (იმედია, ტორტები) გვექნება შესანახი

კაცმა რომ თქვას, გზაში დიდი სხვაობაც არ არის.

მე 2ვე გზაზე ვარ ნაყოფი და როგორც შთაბეჭდილებებს ვიხსენებ, საგარეჯოდან მისასვლელი გზიდან უფრო ლამაზი ხედები მოსჩანს


გვალდა


ეგ რა კგ ამბავი გვითხარი, რომ ოღრო-ჩოღრო გზა გაუსწორებიათ.
მახსოვს, 1ხელ მაგ გზაზაე 5 თვის ფეხმძიმემ კინაღამ რომ იმშობიარა

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by გვალდა » 19 ნოე 2007, 13:39

ZVIOSULI
იქნებ ეს არის ერთ-ერთი კელია, სადაც ბერები ცხოვრობენ?
სვანეთოლოგი

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 13:45

ZVIOSULI wrote:თიკო - დეკემბერში ეგრე "გახდილი"? მე აპრილშI ვიყავი და ციოდა..........


და კიდევ მაინტერესებს ეს რა არის? (ვინც პასუხს გამცემს - დაე იყოს გიდი)


Image
ქვევრს კითხე და უეჭველი გეტყვის, მაგის გამოუცნობი არაფერი არ არის :D

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ketuna4 » 19 ნოე 2007, 13:48

GAMARJOBA SAKARTVELO

აი ორგანიზატორული ნიჭი რას ნიშნავს.

მე კი ვფიქრობდი სად უნდა ვატაროთ ამხელა გზაზე მეთქი :oops:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 14:07

ZVIOSULI wrote:

და კიდევ მაინტერესებს ეს რა არის? (ვინც პასუხს გამცემს - დაე იყოს გიდი)


Image
გიდობას არ მევითხოვ, მარა, მაი კელიას გავს.
მაგრამ ეგეთ კელიებში უმაღლესი რანგის ბერები მოღვაწეობენ, შეყენებულ ბერებს რომ უძახიან.
არა გათბობა, არა შუქი, არა გარეთ გამოსვლა, სულ მარხვა და ლოცვა.
...კი მარა ეგეთი პიროვნება გამოიძებნა ამ საუკუნის საქართველოში?
მაშინ გადავრჩენილვართ და ეგაა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by guruli » 19 ნოე 2007, 14:17

საგარეჯოს მხრიდან გზა მართლაც უკეთესია. ჩვენ ვიყავით - კარაველები ამ ერთი წლის წინ. აი, ჭილის ტბის ნაცვლად გოგონას მანქანით მანდ რომ ამოვყავით თავი, :D :D :D მაგრამ თარიღს ზუსტად ვერ ვიხსენებ, თუმცა არცაა მნიშვნელოვანი. საგარეჯოდან ლამის ლავრამდე კარგი გზა მიდის. საგარეჯო-უდაბნოს მონაკვეთზეა 1-1,5-კილომეტრიანი გზა ცოტა გაფუჭებული და მერე, ზევით, ზედ ლავრასთან, თუმცა იქ გზა სწორ ნიადაგზე გადის და ოღორ-ჩოღროები არაა. უბრალოდ, ასფალტი არაა, თორემ არც ისე ცუდია. აი, სხვაგან კი გასრიალებული ასფალტია.
წინა გვერდებზე ვიღაცამ იკითხა, ლავრის გადაღმაცაა სანახავებიო... ეგაა, თუა სანახავიც და სანახაობაც!!! :P :P :P თავად ლავრაც მაგარია, მაგრამ იმ კელიების მოხატულობა; ფრესკების საოცრად მოღაღან-მობრდღვიალე ფერები; ჩვენი წინაპრების ჯოჯოხეთური თუ გმირული შრომა კელიების გამოსაკვეთად; ტინის კლდეებზე ნაკვეთი წყალშემკრები ღარები... მმმმმმმმმ -მაგათ უნახავად იქიდან წამოსვლა დანაშაულია :!: :!: :!: :evil: :evil: მით უფრო, კელიებიდა ისევ სერზე რომ ამოხვალთ, უდაბნოს ეკლესიაც იქვეა, ხოლო ლავრისკენ რომ დაეშვებით, გზად ხელოვნურად გაშენებულ ბაღსაც ნახავთ (რაც გაზაფხულზე იმ ხრიოკში ნამდვილ წალკოტად მოჩანს) და კლდეში ნაკვეთ უზარმაზარ წყლის რეზერვუარსაც, რომელშიც წყალი ასევე კლდეებზე ნაკვეთი არხებით გროვდება.
და იოანე ნათლისმცემლის ლავრას რაც შეეხება, ეგეც ძალიან კარგი რამეა და ნამდვილად ღირს სანახავად. მაგის გადაღმა (ოღონდ იქ ბევრად დაბალი სერია გადასავლელი, ვიდრე - კელიებზე გადასავლელად), სადღაც ახლოს, სერაპიონ სასწაულმოქმედელის სენაკია, მაგრამ ჩვენ ვერ მივაგენით. კარგი იქნება, თქვენ მაინც თუ მიხვალთ. მაგრამ მანდ პრობლემა გზაა - მეეჭვება, ავტობუსი მაქამდე მივიდეს გინდ რუსთავიდან და გინდ - საგარეჯოდან. მართალია, ფეხითაც შეიძლება მისვლა, მაგრამ საკმაოდ შორი გზის გავლა მოგიწევთ და ბევრ დროს დაკარგავთ. ჩვენ რომ ვიყავით, ჟინჟღლავდა და გოგონას ყველგანმავალ ნივასაც კი სერიოზულად გაუჭირდა რამდენიმეგან.
GAMARJOBA SAKARTVELO - რესტორანი, ზოგადად, კარგი იდეაა, მაგრამ კარავული გამოცდილება ამტკიცებს, რომ აქაურ ლაშქრობებთან - ცოტა შეუსაბამო. ჯერ ერთი, ლაშქრობიდან გვიან ვბრუნდებით - წესისამებრ, დაღამებულში ან შებინდებისას. მერე კიდევ, იმდენად ვართ დაღლილები, არც წამის თავი გვაქვს, არც - დალევის და მოლხენის. რამდენჯერმე ვცადეთ ეგეთი შეთავსება, მაგრამ ყოველთვის ზედმეტი გამოდგა - ადრე თუ გვიან ყველამ ვაღიარეთ, რომ სახლში მისვლა და დასვენება გვერჩივნა. თან, 2 დეკემბერი კვირაა, მეორე დღეს ხალხი სამსახურებშია წასასვლელი და სახლში გვიან მისვლა... სადმე ბუნებაში იქეიფეთ, იმწვადავეთ, იმხიარულეთ და ბოლომდე ლაშქრობად დატოვეთ ეგ გასვლა - რესტორანში მხიარულება ვითომ უკეთესია? ხომ გახსოვს, ჭილის ტბაზე მწვადს ბოლომდე ვერც მოვერიეთ. არადა, 27-ნი ვიყავით.
P.S. იმედია, დაკონკრეტება არაა საჭირო, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ რესტორანთან დაკავშირებით (სხვა საკითხებზეც) მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მათი მიღება-გათვალისწინება სხვებისთვის სავალდებულო სულაც არაა... :wink: :wink:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ZVIOSULI » 19 ნოე 2007, 14:27

ლეონტი
გვალდა
shatilis asuli
მაკ კლდეში კარებიან და თქვენს მიერ კელიად წოდებულის მისადგომი არ აქვს. როგორც ჩემმა მცირედ ნაცადმა თვალბრეცულობამ შენიშნა - კიბეები თუ ვერ მიადგი მაკ კარებში ისე ვერ შეხვალ.... მაგიტომ დავსვი კითხვა - კარები რომელშიც ვე შეხვალ და თუ გამოხვალ უნდა ჩამოვარდე.... ამის ახსნა მაინტერესებს
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by გვალდა » 19 ნოე 2007, 14:32

ZVIOSULI
ქვის კიბეები უნდა იყოს მანდ, შიგნიდან, ნაკვეთი. არც ისე მიუდგომელია, ფოტოზე რომ ჩანს.
სვანეთოლოგი

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ketuna4 » 19 ნოე 2007, 14:33

ZVIOSULI

ან არ უნდა შეხვიდე და თუ შეხვალ არ გამოხვიდე :wink:

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by TuTa » 19 ნოე 2007, 14:41

guruli
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ინფორმაცია, მადლობა :)
და ისე, ასე შორიდან რატომ, არ შემოგვიერთდებით :?:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 14:56

ZVIOSULI wrote:ლეონტი
გვალდა
shatilis asuli
მაკ კლდეში კარებიან და თქვენს მიერ კელიად წოდებულის მისადგომი არ აქვს. როგორც ჩემმა მცირედ ნაცადმა თვალბრეცულობამ შენიშნა - კიბეები თუ ვერ მიადგი მაკ კარებში ისე ვერ შეხვალ.... მაგიტომ დავსვი კითხვა - კარები რომელშიც ვე შეხვალ და თუ გამოხვალ უნდა ჩამოვარდე.... ამის ახსნა მაინტერესებს
ეხლა მე ვიცი რომ მანდ შეყენებული ბერი არაა, მაგრამ საერთოდ მაგ რანგის ბერები უფრო მიუვალ კლდეებზე იყვნენ, თუ თოკის კიბეს არ გადმოაგდებდა,
ცარიელი ხელებით ზევით ვერ ახვიდოდი.
აქ კი თუ ჩემი თვალებ მიბრეცილობა არ მატყუებს, აცოცება ან ხელმარცხნიდან ჩამოსვლა შეილება.

ketuna4
ეგ მართლა ეგრეა.თუ ომში შეხვალ , ეგრე იოლად ვეღარ გამოხვალ, ხმალი უნდა იქნიო, ერთი შანსი ეგაა რო გადარჩე.
თუ არა ტავი მოჩრა.
Last edited by ლეონტი on 19 ნოე 2007, 14:59, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by guruli » 19 ნოე 2007, 15:04

TuTa
guruli
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ინფორმაცია, მადლობა
არაფრის - ასეთ მცირეზე რა სამადლობელია, კარაველები ვართ, უცხოები ხომ არა? :D :wink:
და ისე, ასე შორიდან რატომ, არ შემოგვიერთდები
ჩემი თხოვნაა (ყველასადმი) - "თქვენობის" და "ბატონობის" გარეშე ვილაპარაკოთ, უშუალო დიალოგისთვის ასე აჯობებს. წამოსვლას რაც შეეხება, ძალიან კი მინდა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვამბობ. საქმე ისაა, რომ კვირას ვმუშაობ. თან, 1 დეკემბერს ჩემს სფეროში ხდება რაღაც ისეთი, რის გამოც 2-ში ჩემი სამსახურში ყოფნა აუცილებელია. ბევრი რამე იმაზეცაა დამოკიდებული, 2-ში რა დროს დავბრუნდებით თბილისში - გარეჯობის მერე სამსახურში უნდა მოვიდე... მაგრამ არის რაღაც გზები, რომელთა მოგვარების შემდეგ შევძლებ წამოსვლას, ვეცდები, ასეც გავაკეთო, მაგრამ ბევრი რამ მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.
Last edited by guruli on 19 ნოე 2007, 15:23, edited 1 time in total.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 15:12

ლეონტი
შეყენებული, თუ მაგათ დაყუდებული ბერები ჰქვიათ?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 15:24

guruli wrote:... მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მათი მიღება-გათვალისწინება სხვებისთვის სავალდებულო სულაც არაა... :wink: :wink:
კაცობრიობის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ უფროსი და გამოცდილი ხალხის ნათქვამს ფასი უნდა ედოს.
თუ არა და მოდაშია ფრაზა:
"სად მქონდა მაშვინ ჭკუაო".

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარეჯის კომპლექსის მოლოცვა 2007ის 2 დეკემბერს

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 15:29

shatilis asuli wrote:ლეონტი
შეყენებული, თუ მაგათ დაყუდებული ბერები ჰქვიათ?
ბერები მორჩილებაში არიან და შეყენება ანუ იგივე დაყუდება საკუთარი ხუშტურით არ ხდებოდა. ეგ ორი ტერმინი იდენტურია.
8)

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]