Page 3 of 3

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 22 ივლ 2013, 12:17
by Int3lig3nt
დავბრუნდით ხევსურეთიდან ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე:) ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის :)

დილით შევიკრიბეთ 7 საათზე და მალევე გავედით. გრძელმა გზამ არც ისე დამღლელად ჩაიარა, გავიარეთ თითქმის დაცლილი სოფლები: კორშა, გუდანი, ბისო, ხახამატი... მერე შევუდექით დათვისჯვვრის უღელტეხილს, პირველი გაჩერება გვქონდა უმაღლეს წერტილზე 2677 მტრზე, აქ ვიგრძენით პირველი სიცივე :) შემდეგ გავიარეთ ლებაისკარი და კისტანი და დაახლოებით პირველი საათისთვის ვიყავით უკევ შატილში.
ამინდი ძალიან კარგი და მზიანი დაგხვდა. დავბანაკდით მდინარე არღუნის პირას და შევუდექით შატილის კომპლექსის დათვალიერებას.
ამ შაბათ-კვირას ხევსურები ათენგენობას დრესასწაულობდნენ, ამიტომ აქ სხვა დღეებთან შედარებით როგორც ადგილობრივების ისე ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა.
შატილელები სალოცავში მოხარშული უგემრიელესი ლუდით და ქადით გაგვიმასპინძლდნენ. კომპექსიის ზემოთ ვნახეთ ახალი, თუმცა ტრადიციული მასალით - ფიქალით აშენებული დარბაზული ეკლესიაც.
შატილის კომპლესზე ძრომიალ-ხეტიალით რომ გული ვიჯერეთ წავედით საზღვის პირა სოფლის ანატორის სანახავად, ამჯერად გზას ფეხით გავუყევით. დაახლოებით იმ ადგილას სადაც მდინარეები არღუნი და ანდაქისწყალი უერთდება ერთმანეთს(თუ სწორად მახსოვს) დგანან ჩვენი მესაზღვრეები, მოპირდაპირე მხარეს კი ჩანდა რუსული დროშა.
სოფელ ანატორში, როგორც გვითხრეს, შავი ჭირით დაავადებული ადამიანები თავისი ფეხით მიდიოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. იქ აშენებული პატარა აკლდამები სავსე იყო ადამიანის ძვლებით. უკანა გზაზე კოცონისთვის ფიჩხიც გამოვიყოლეთ და საღამოს ცეცხლთან ძალიან სასიომოვნო დრო გავატრეთ.
მერე დილით ისევ ადრიანად 7 სათზე გავიღვიძეთ, ზოგიერთი კიდევ ერთხელ ავიდა კომპლექსზე. სხვათა შორის მაღაზიაც აღმოვაჩინეთ სოფელში და დილით ყავა და ჩაიც მიირთვეს მსურველებმა.
9 საათზე უკვე კარვებიც აშლილი გვქონდა და მუცოს გზასაც გავუყევით, გვითხრეს რომ გწვიმის გამო მუცოსკენ მიმავალი გზა გაფუჭებული იყო, ამიტომ გარკევული მანძილის ფეხით გავლა მოგვიწევდა, თუმცა ჩვენი მძღოლი - ზვიადი ერთადერთი აღმოჩნდა ვინც შეძლო “მარშუტკით“ რთულ მონაკვეთზეც გადასვლა და მშვიდობიანად მიგვიყვანა დანიშნულების ადგილამდე.
მუცო მართლაც შთამბეჭდავი ციხე-კომპლექსი აღმოჩნდა, იქ მიღებულ ემოციებზე ბვერს აღარ დავწერ. ჩამოსვლისას სამწუხაროდ გაწვიმდა და არდოტში წასვლა ვერ შევძელით.
ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბევრ საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ.
ფოტოები მე არ გადამიღია და ალბათ სხვები დადებენ

მარიამ გურგენიძე

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 22 ივლ 2013, 18:24
by AvT
აშკარად მაგარი გასვლა იყო, გულთბილად მოვიკითხავ ყველას
ანჯელინა ჯოლის, ფერგიუსონს, წითელქუდას, სიზმარას, ჯონ ლენონს, ფიდელ კასტროს, კომბლეს და მოკლედ ყველას !
მარტო იმათ ღირდა წასვლა რომ ესეთი ხალხი გამეცნო :D
რაც შეეხება ადგილებს, შატილი კარგია მაგრამ მუცო იმენა საგიჟეთია !!!!!
(Кто знает тот поймет то о чем речь идет)

ეს ჩემი სურათები
http://mydisk.ge/download.php?id=ydaqusery
paroli
muco

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 22 ივლ 2013, 20:16
by Int3lig3nt
AvT
მადლობა ფოტოებისთვის, ვიდეოებიც დადე რაა, საღამოს რომ გადაიღე

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 23 ივლ 2013, 21:47
by AvT
Int3lig3nt wrote:AvT
მადლობა ფოტოებისთვის, ვიდეოებიც დადე რაა, საღამოს რომ გადაიღე
დავდებ აუცილებლად

იქნებ სხვებმაც დადოთ
თუ ვერ ტვირთავთ ან მოცულობაშია დიდი PM მომწერეთ
ან სკაიპ f.c.mu დამამატეთ და მოგიგვარებთ მაგ პრობლემას

http://mydisk.ge/download.php?id=besenebab

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 23 ივლ 2013, 23:58
by AvT

შატილი, მუცო, არდოტი - 20-21.07.13

Posted: 24 ივლ 2013, 02:14
by Int3lig3nt
სურათები და ვიდეოები ვნახე და მეც მომინდა თქვენთან :).