Nephros
გუშინ ვნახე ჩვენი მძღოლი და დაველაპარაკე
დაახლოებით ვუთხარი რაც გვინდოდა...
თარიღი დაიწერება სავარაუდოდ სკოლამდე
სექტემბრის პირველ რიცხვებში ან აგვისტოს ბოლო რიცხვები
ცოტა ამინდებსაც მინდა შევხედო - წვიმაში ტყუილა სიარული ნამდვილად არ მინდა...
სავარაუდოდ მაინც სექტემბრის 10-მდე იქნება...
შენ გადაწყვიტე შეძლებ თუ არა საქმეების გადადებას...
ჩვენი სავარაუდო მარშრუტი მონახაზი ასეთია
მივდივართ ერზრუმით - იქ ვნახავთ ერზრუმის მუზეუმს
ძალიან საინტერესო ყოფილა...
გავალთ პარასკევს ღამე 3 საათზე და მთელი ღამე ერზრუმამდე გვეძინება გზაში...
ერზრუმში ვიქნებით დილის 10-11 საათზე შაბათს...
მერე უკვე გეზს ავიღებთ კაპადოკიისკენ..
ჩავალთ შაბათს საღამოს გოერემეში
შეიძლება იმ საღამოს ვნახოთ წმ.გიორგის ეკლესია გოერემეში და
მზის ჩასვლას შევხვდეთ ან საკლი კილისეზე
ან უჩისარის ციხეზე..
ორივედან მაგარი ხედებია!
აი ასეთი!
კვირიდან ვიწყებთ კაპადოკიის დათვალიერებას
ჩვენი პირველი დღის გეგმა ყველაზე დატვირთული იქნება:
გიორემეს მუზეუმი, წითელი და ვარდისფერი ველი (იქ უამრავი ეკლესიებია)
ჩავუშინი, (სადაც წმ.გიორგის სახლია, სადაც ის დაიბადა) და ეკლესია კლდეში...
პასაბაღი - სადაც ”სოკოებია” და წმ.სტეფანეს საფლავია
ზელვეს მუზეუმი
მეორე დღეს წავალთ მიწისქვეშა ქალაქების სანახავად - დერინკუიუ, კაიმაკლი, გუზელიურტი (სადაც გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაა)
მერე დღის მეორე ნახევარში გავეშურებით იჰლარას ხეობაში სადაც 7 -8 კმ ფეხითაა სასიარულო და 15 ეკლესიაა ხეობსი ორივე მხარეს...
იქაა ზუსტად გურჯი ხათუნის მიერ აგებული წმ.გიორგის ეკლესია კლდეში!
მესამე დღეს გადავფრინდებით სტამბულში და იქ ვნახავთ
აია სოფიას, ჰორას მუზეუმს, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს, მიწისქვეშა ცისტერნებს, ტოპკაპის ციხე-სასახლე, გავისერინებთ ბორანზე ბოსფორის სრუტეში, შეიძლება კიდევ ერთი ეკლესია მოესწროს.... და უკან გადმოვფრინდებით იმავე საღამოს...
მეოთხე დღეს დილით წამოვალთ სახლისკენ, მაგრამ გზად ვნახულობთ ხათუსას - ხეთების დედაქალააქს (ულამაზესია), ანკარას არქეოლოგიურ მუზუმს და მინდა კიდევ ჩავრთო გორდიონის ნაქალაქარი - მიდასის აკლდამა..
აი ესაა და უმაგრესია
http://img-fotki.yandex.ru/get/6718/322 ... c59f3_orig
http://youroute.ru/photo_reports/2610/
http://maximus101.livejournal.com/63991.html
ხათუსასთან ალაკაჰოუიკის ენეოლითური დასახლებაცაა - ეგეც მაგარია...
უკან ვბრუნდებით ტრაპიზონით და ვნახულობთ პატარა აია სოფიას და სუმელას...
ჰო იქეთ გზაზე როცა ტაოს გავივლით ბანაა მგონი გზაზე...
ვნახოთ - შეიძლება ეგეც ვნახოთ...
ახლა რა მაინტერესებს:
ჩაწერილებიდან ვის უნდა გადაფრენა სტამბულში???!
სტამბულში გადაფრენა არჩევითია - ნაწილს შეუძლია დარჩეს გიორემეში და დაგველოდოს..
რამდენ კაცს უნდა სტამბული?
ზუსტად უნდა ვიცოდეთ ადრევე.
ეს კი ჰორას მუზეუმია, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ეს რაა!!!
