რამდენჯერმე აღვნიშნე და კიდევ ვუსვამ ხაზს, თავად აწყური-ამარათი-საღალატო სერის მარშრუტი არაა უსაშველო, ბარგის გარეშე სულ სეირნობა-სეირნობით შეიძლება
კარგადმოსიარულე ადამიანმა აიაროს და მოასწროს 2 დღეში (პირველ დღეს 17 კმ გაიაროს ამარათის თავშესაფრამდე, სიმაღლეში 1000 მეტრი აკრიფოს და 800-900 მეტრიდან 1900 მეტრამდე ავიდეს, მეორე დღეს 1900 მეტრიდან 2450 თუ 70 მეტრამდე აიღოს სიმაღლე, მერე დაბლა დაეშვას წრიულ ბილიკზე და იმ დღეს საერთო ჯამში 23 კმ გაიაროს), ეს საკმაოდ ადვილადგანხორციელებადი მარშრუტია მომზადებული ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სამეცხვარეომდე გზის დაგრძელებაზე, რისი განხორციელებაც ძალიან გვინდა, მაგრამ რამდენად სევძლებთ ჯგუფურად არ ვიცი. სამეცხვარეოს მარშრუტი პირველ დღეს დამატებით 9 კმ-ის (ჯამში 26 კმ) და 150 მეტრის აღებას (ჯამში 1700 მეტრი) გულისხმობს, მეორე დღეს კი ან იმავე მანძილის გამოვლას და იგივე გზით უკან დაბრუნებას ან წრიული ბილიკით და კიდევ უფრო გაზრდილი მანძილით ოჭორის გავლით ჩამოსვლას აწყურში. აი ესაა რთული მარშრუტი, რომელიც უბარგოდ გაგვიჭირდება არათუ ბარგით. ადამიანი რომელსაც 18 კმ უვლია ადვილად იტყვის სადაც 18 იქაც 10-ო, მაგრამ ასე ხომ არაა?

რომ გადაიწვები ზედმეტი 100 მეტრის გავლაც უჭირს კაცს

. მე არ ვამბობ რომ ძალიან სწრაფად დავდივარ და ძალიან კარგი მოსიარულე ვარ, არა რა თქმა უნდა, უბრალოდ მივლია ამხელა დისტანციაზე და ვფიქრობ ხალხს არ შევაფერხებ. მართალია დიდი ხანია არსად ვყოფილვარ, მაგრამ იმედი მაქვს ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ. აი ასე შევაფასე ჩემი შესაძლებლობა როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე, სწორედ ამას გთხოვთ თქვენც, მეტს არაფერს.
რეალურად შეაფასეთ თქვენი თავი. არ მინდა დაგაშინოთ, ასე დეტალურად იმიტომ ვწერ, რომ მერე არ თქვათ, არ გვქონდა ინფორმაცია მარშრუტის შესახებო. თუმცა ისეც არ მოგივიდეთ რომ ძალიან დაბალი შეფასება მისცეთ საკუთარ თავს, როგორც პატაპუტინა (უღელტეხილების დიდი გადამკვეთავი

) აკეთებდა პირწიგნაკზე.
