Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Mta Mkvarebia » 23 ივნ 2011, 15:28

Kakha
:D
კახა კიდევ ერთი გოგო რომ მოგემატო? :))))
თუ არ მაღირსა პაატამ თუშეთში აგვისტოს დასაწყისში დაგეგმილი ტურის დეტალები, გავბრაზდები და მასე ვიზამ :)) , მაგრამ გომეწრის ხეობის ნახვა ძალიან მინდა, აბანოს უღელტეხილიდან მაგ ხეობაში ბილიკით გადასვლის იდეა ხომ მხიბლავს და მხიბლავს და ეს მექაჩება პაატას ტურისკენ. თან რამდენიმე კარველი ელოდება ამ გასვლას, შვებულებებიც აგვისტოს დასაწყისისთვის დაიბევეს და მათ ვერ გავაწბილებ.
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 23 ივნ 2011, 15:47

Naia
pataputina

გამახარებთ ძალიან :* :*

Kakha
კახა, არც მთლად ეგრეა საქმე :D რამდენიმე ადამიანი აზუსტებს წამოსვლის საკითხს, მათ შორის კი არიან მამაკაცები, ისინი ჯერ არ ჩამიწერია სიაში :)


Mta Mkvarebia

ლიკა, როგორმე უნდა მოვტაცო შენი თავი პაატას :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by nikolozi » 23 ივნ 2011, 23:59

მემგონი მეც მოვახერხებ წამოსვლას მაგ დროს. მაგრამ ჯერ ჯერობოთ კითხვის ნიშნით ვეწერები
1. ნინი_85
2. შორენა
3. შორენას +
4. შორენას მეორე+
5. კახა?
6. ნაია ?
7. იაკო ?
8. ჰხათო?
9. ნიკოლოზი?

Kakha wrote:ისა, რა ჰქვია, და გოგოების მაჩალკა ვარ? :)

ამდენი ქალი უნდა ვმწყემსო?
კახა შემოგიერთდები გოგოების მწყემსვაში და ერთად ვმწყემსოთ

:lol: :lol: :lol:
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Falcon » 24 ივნ 2011, 00:06

ძალიან მაგარი გასვლაა. სამწუხაროდ მე მაგ პერიოდში არ მეცლება :/ არადა ძალიან მინდა წელსაც ვნახო თუშეთი თავისი ულამაზესი ორეთის ტბით.

Mta Mkvarebia wrote:Kakha
თუ არ მაღირსა პაატამ თუშეთში აგვისტოს დასაწყისში დაგეგმილი ტურის დეტალები, გავბრაზდები და მასე ვიზამ :)) , მაგრამ გომეწრის ხეობის ნახვა ძალიან მინდა, აბანოს უღელტეხილიდან მაგ ხეობაში ბილიკით გადასვლის იდეა ხომ მხიბლავს და მხიბლავს და ეს მექაჩება პაატას ტურისკენ. თან რამდენიმე კარველი ელოდება ამ გასვლას, შვებულებებიც აგვისტოს დასაწყისისთვის დაიბევეს და მათ ვერ გავაწბილებ.
აი აგვისტოს გასვლა რჩება ჩემთვის თუშეთის ნახვის ერთადერთ შანსად წელს. იმედია შედგება.
ველოდები :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 24 ივნ 2011, 01:57

Mta Mkvarebia
აბანოს უღელტეხილიდან მაგ ხეობაში ბილიკით გადასვლის იდეა ხომ მხიბლავს და მხიბლავს
მართლა მაგარი მარშრუტია - აქეთ ულამაზეს ხედებს ნახავთ და იქითაც. ვესტმო-საჩიღოლოში ჩახვალთ მაქედან, მაგრამ გეზს თუ ცოოოტა დასავლეთისკენ დასწევს პაატა ანუ იმ მელიის კუდივით წაგრზელებულ ბილიკს ბოლომდე არ გაჰყვება, თორღვას აბანოს თავზე გაღმა გორაზე რომ გადის და გიომეწრისაკ მიიკლაკნება ანუ მთის წვერზე დასავლეთისკენ დაუყვება, პანკისის თავს გადაჰხედავთ ზეიდან, იქით კიკი შეგიძლიათ ის სამი ტბაც მოინახულოთ, სადღაც ვესტმოს მაღლა რომაა მთებში.
პ.ს. ნინი-85, ოფი მაპატიე! :oops: :oops:

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by tusho+ » 24 ივნ 2011, 07:26

Mta Mkvarebia
შენ ალბად როგორ გინდა დოღში მონაწილეობა, ერთი სული გაქვს ცხენს როდის გააჭენებ :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 24 ივნ 2011, 09:05

tusho+ wrote:Mta Mkvarebia
შენ ალბად როგორ გინდა დოღში მონაწილეობა, ერთი სული გაქვს ცხენს როდის გააჭენებ :lol:
:D :D :D

ლიკუ, ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ჯობიაო (თუ პირიქით?)

შვებულება უკვე ავიღე, ამიტომ კითხვის ნიშანს მოვიშლი:

1. ნინი_85
2. შორენა
3. შორენას +
4. შორენას მეორე+
5. კახა?
6. ნაია
7. იაკო ?
8. ჰხათო?
9. ნიკოლოზი?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Mta Mkvarebia » 24 ივნ 2011, 09:15

Falcon
იქნება, აუცილებლად იქნება, თუ არადა მე გავალ მეგზურზე და მე დავგეგმავ :P და მერე კი ნახავთ ერთი სულიერის ბუმბულს გაფენილს ველადა :)))))

tusho+
:D :D
აი ცოდვა გამხელილი ჯობია და დოღი რომ არ იყოს გეგმაში და ის 1 დღე დამატებითი სოფლების ნახვას ეთმობოდეს, პირადად ჩემთვის ასე უფრო მომიხიბვლელი იქნებოდა ეს გასვლა. ნინი, ბოდიშს გიხდი ამ სიტყვებისთვის :D, ვიცი ამ გასვლის მთავარი (და ძალიან მაგარიც) იდეა ესაა, მაგრამ თუშომ სწორად აღნიშნა ჩემს ცხენებისადმი სიყვარულზე :)))

ნინი_85
2 კვირის განმავლობაში თუშეთში 2-ჯერ ლაშქრობა ცოტა არ იყოს დიდი ფუფუნებაა ჩემთვის :( თორემ დიდი სიამოვნებით მოგეტაცებინებოდი :*

Naia
გამიხარდა შვებულება რომ აიღე :D რა თქმა უნდა, ყველამ ის არჩევანი უნდა გააკეთოს, რაც მისთვის უმჯობესია და მეტად აინტერესებს. ულამაზესია მაგ პერიოდში ორეთი!

guruli
მადლობა, ირაკლი, კიდევ უფრო გამიმძაფრე მაგ მარშრუტის გავლის სურვილი :D სწორედ მაგ ტბების ნახვა რომ გვინდა, იმიტომ ვამჯობინეთ ეს მარშრუტი აწუნთას ;)
Image

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Tami » 24 ივნ 2011, 09:26

nikolozi wrote:
Kakha wrote:ისა, რა ჰქვია, და გოგოების მაჩალკა ვარ? :)

ამდენი ქალი უნდა ვმწყემსო?
კახა შემოგიერთდები გოგოების მწყემსვაში და ერთად ვმწყემსოთ

:lol: :lol: :lol:

სიაში ისეთ გოგოებს ვხედავ, იქით არ გახდეთ მათი სამწყემსი
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

მე ჯერ ვფიქრობ და არ ჩავეწერები სიაში,
ხოდა მარშრუტი რომ დაზუსტდება საბოლოოდ,
შეგიძლიათ რუკის მაგვარი რამე დადოთ,
დაახლოებით რომ წარმოვიდგინო, თუ როგორ ვივლით
:) :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 24 ივნ 2011, 11:03

nikolozi wrote:
Kakha wrote:ისა, რა ჰქვია, და გოგოების მაჩალკა ვარ? :)

ამდენი ქალი უნდა ვმწყემსო?
კახა შემოგიერთდები გოგოების მწყემსვაში და ერთად ვმწყემსოთ

:lol: :lol: :lol:
აჰა ორი მწყემსი უკვე სიაშია :))


Falcon

გოგა, რა გაეწყობა :)

guruli

ირაკლი, შენ იმდენად საჭირო ინფორმაციას გვაწვდი შენი პოსტებით რომ პატიება კიარა და დიდი მადლობა :)


Naia

კაიაა ნიინ :) ქათმისა და კვერცხის ამბავში გეთანხმები :D


Mta Mkvarebia


ვიცი ლიკა, ვიცი და ამიტომაც ხმას არ ვიღებ :)


Tami

მარშუტის საბოლოო ვერსიასთან ერთად რუქასაც დავდებ აუცილებლად ამ კვირაში და იმედია სიაში გიხილავთ :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 24 ივნ 2011, 11:27

tusho+ wrote:Mta Mkvarebia
შენ ალბად როგორ გინდა დოღში მონაწილეობა, ერთი სული გაქვს ცხენს როდის გააჭენებ :lol:
გიო, შენ არ გინდა ცხენის გაჭენება? ;)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 24 ივნ 2011, 13:24

Mta Mkvarebia
სწორედ მაგ ტბების ნახვა რომ გვინდა, იმიტომ ვამჯობინეთ ეს მარშრუტი აწუნთას
და წოვატასაც თუ მიაბამთ მაგ მარშრუტს, მთლად უმაგრესი. ან მეტიც - წოვათადან შეგიძლიათ ფეხით გადმოხვიდეთ პანკისში, მაგრამ მაგას 2 დღე მაინც უნდა.
კიდევ გირჩევთ, მაგ მხარის ლეგენდებს მიეძალეთ - ერთი მათგანით, სადღაც მაგ მთებში იყოო ამირანი მიჯაჭვული, მეორით კი, ხევსურთაგან შერისხული ალუდა ქეთელაურიც მანდ დასახლებულა.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 25 ივნ 2011, 13:33

გუშნ ისევ შევიკრიბეთ დოღზე მოსალაპარაკელბად. ბევრი ვეცადეთ გურულის შემოთავაზებული მარშუტი ორეთიდან დიკლოში ჩასვლის შესახებ ჩაგვესვა გეგმაში მარა არ გამოგვივიდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ გაირკვა რომ 1 დღეში ვერ ჩავეტევით და ამასთან დართლოს ამოღებაც მოგვიწევს, ამიტომ ამ დროისთვის მარშუტში ცვილილებები არაა და ისევ ძველი გეგმის მიხედვით მივდივართ:

ალვანი-დართლო-კვავლო-დანო-ჩაღო-დიკლო-შენაქო-ქუმელაურთა-ორეთი-ქუმელაურთა-შენაქო-დიკლო.

მარშუტი დღეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

1 დღე- ალვანი-დართლო-კვავლო-დანო. ღამისთევა დართლოში
2 დღე- დართლო-ჩიღო-დიკლო. დოღის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ღამისთევა დიკლოში.
3 დღე- დიკლო-შენაქო-ორეთი-შენაქო-დიკლო ცხენებით
4 დღე- დოღი დიკლოში და თბილისში დაბრუნება.


რუქას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მეაც გავთუშდ მეაც!

lolika
ბოდიალა
Posts: 121
Joined: 22 თებ 2011, 17:53
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by lolika » 25 ივნ 2011, 17:10

1. ნინი_85
2. შორენა
3. შორენას +
4. შორენას მეორე+
5. კახა?
6. ნაია
7. იაკო ?
8. ჰხათო?
9. ნიკოლოზი?
10. LOLIKA?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 25 ივნ 2011, 19:42

ნინი_85
ბევრი ვეცადეთ გურულის შემოთავაზებული მარშუტი ორეთიდან დიკლოში ჩასვლის შესახებ ჩაგვესვა გეგმაში მარა არ გამოგვივიდა,
გული არ დაგწყდეთ - ორეთი-შავი კლდის მარშრუტი (გუშინ რომ მოგწერე) სამომავლოდ შემოვინახოთ. აი, ეგ იქნება, თუ იქნება გასვლა - ნაღდი ლაშქრობაც, დამღლელიც, ხანგრძლივიც, ექსტრიმიც, ლამაზიც, არაჩვეულებრივი საპეიზაჟე ხედებით... ექსტრიმი იმდენად, რომ თუ მოვისურვებთ, ლეკთა სოფელსაც გადავადგებით ტავზე, :D ოღონდ ჩვენს ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში მდებარე ჭერო-ინცუხს კი არა, ნაღდად დაღესტანის შემადგენლობაში მყოფ ნაღდ აულს. მაგრამ ჩვენი მესაზღვრეები არ აგვიშვებენ იმ სასაზღვრო მთაზე. სამაგიეროდ, მწვერვალ შავ კლდეზე მიმავლები იმ ბილიკებს გავივლით, რომლითაც ჩეჩნეთის ომის დროს იქაური ბოევიკები დაღესტანში გადადიოდნენ. :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]