Page 3 of 16

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:01
by LiBrA
Nini_A wrote:
LiBrA wrote:ika-bebo

ყველაზე მეტად კლარჯეთში, გამშვებ პუნქტთან დაგვიანება არ გაწყობთ და დროის დაკარგვა. რა დამავიწყებს მანდ ლოდინს, დაგვიანებული წამების გამო :D
რომელ გამშვებ პუნკტზე საუბრობ? :roll:
კლარჯეთში გადასასვლელზე, თუ გინდა საზღვარიც დავარქვათ....რომელიც ერთი თუ ორი საათით იკეტება. :wink:

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:06
by Nini_A
LiBrA
ვერ გავიგე!
კლარჯეთი ქვია ტაო-კლარჯეთის მხარის ნაწილს,
ჩვენი თურქეთთან სასზღვრო პუნქტები: სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 24 საათიანია, ვალესი ჯერჯერობით არაა 24 საათიანი (თუმცა იგეგმება), საღამოს 20 საათზე იკეტება

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:14
by LiBrA
Nini_A

მე არც სარფის გამშვები პუნქტი მიხსენებია და არც ვალესი :wink:
მე ვიგულისხმე, ტაოდან კლარჯეთში გადასასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც ერთი თუ ორი საათით იკეტება და სასურველია არ მოხვდე მომლოდინეთა რიგებში დაგვიანებისდა გამო...
გასაგებად დავწერე? :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:19
by Nini_A
LiBrA
ვერა თუ არა, მე მაპატიეთ

2 წლის განმავლობაში არცერთხელ მსგავსი რამ არ შემხვედრია, და არც მსმენია, უბრალოდ იმიტომ გეკითხები რომ გავითვალისწინო უშუალოდ რომელ ადმინისტრაციულ პუნქტთან ან ადგილან ხდება იქნებ მიმითითო?

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:35
by Mta Mkvarebia
Nini_A
ნინი, მარი ადმინისტრაციულ პუნქტს კი არ გულისხმობს, მშენებლობასთან დაკავშირებულ გზის 2საათიან გადაკეტვაზე ლაპარაკობს :)(კაშხალის მშენებლობის გამო, ძველი საავტომობილო გზა რომ უნდა დაიტბოროს და ახალ გზას რომ ჭრიან მაღლა, მთაზე)) . ჩვენც მოვხვდით მაგ "შლაგბაუმთან" (ბოდიში, ქართულად როგორაა, უცებ ვერ გავიხსენე) "DUR" რომ ეწერა. დრო კი დავკარგეთ, მაგრამ ალეკოს ანეგდოტადქცეული "დურ, დურ" და იქვე სოფელში გასეირნება და ზეთისხილის ბაღების მონახულება კარგი კომპენსაცია აღმოჩნდა :D

იკა-ბებო

მართლა საინტერესო ტურია :) ჰოდა ზუსტად მაგ პერიოდში რომ არ მქონდეს მონახულებული ზუსტად მაგ ძეგლები, სერიოზულად ვიფიქრებდი წამოსვლაზე. თუმცა ვინ იცის? :wink:

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:41
by LiBrA
მთაშენკა შენ მიმახვედრე თურმე როგორ უნდა დამეწერა :lol: :lol: მე ავუხსენი Nini_A-ს ცოტა გაურკვევლად, მაგრამ რა ვქნა ჩემთვის ეგ ადგილი გამშვებ პუნქტად დარჩება მაინც, იმიტომ რომ ეგრეა, თორემ ამ მონაკვეთზე არანაირი მსგავსი პროცედურები არ სრულდება ადმინისტრაციული პუნქტების მსგავსად.
ეხლა
Nini_A ?
პრინციპში ლიკამ უკვე კარგად აგიხსნა
:D

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 00:54
by ika-bebo
guruli
ეგ ისტორია ფორუმ.ჯიზე მაქვს წაკითხული და ალბათ ისიც თქვენი ტურის მონაწილე იყო..... :)
არა გაბრაზებით არა უბრალოდ ბარსელონა და აგარა გაცილებით კომფორტულია ამ სასტუმროსთან შედარებით.........
Mta Mkvarebia
რავი თუ შემოგვიერთდები ძალზედ გამეხარდება თან მეოთხე დღეს ტრაბზონი აქვს დამატებული........ :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 01:04
by guruli
ika-bebo
guruli
ეგ ისტორია ფორუმ.ჯიზე მაქვს წაკითხული და ალბათ ისიც თქვენი ტურის მონაწილე იყო.....
იქაც მე დავწერე. :D :D

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 01:17
by Nini_A
მთაშენკ ვიფიქრე რომ მაგას გულისხმობდა :D ,

იკა მაპატიე თემაში შემოჭრა

ბედნიერ გასვლას გისურვებთ ნამდვილად ღირს ამ ტურში წასვლა, შარშან ივნისში მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ასეთი გასვლა, ტაო-კლარჯეთი+ჯომარდობით და ტრაპზუნი, დაუვიწყარი გასვლა იყო ტაოს გასვლებს შორის

გაზაფხულდა და მიხარია, კიდევ არაერთხელ ვესტუმრები ჩვენთვის ძვირფას ამ ულამაზეს ისტორიულ მხარეს

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 01:17
by ნიმფა
შარშან ზუსტად მაგ პერიოდსჰი ვიყავით იქ, 8-12 აპრილს კიდევ მინდა ტაო-კლარჯეთის მონახულება, მაგრამ უკვე სხვა სეზონზე.

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 01:28
by tamuna_gudarexi
ჰმმ! ძალიან მინდა! იქნებ შევძლო ოცნების ასრულება ამ ჯერზე? :roll:

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 02:30
by anano
დიდი სიამოვნებით გავიმეორებ ამ მოგზაურობას, არაერთხელ, როდესაც დავბრუნდები საქართველოში!

დაუვიწყარია...!

ტაო-კლარჯეთი ყველა ქართველმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს!

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 09:23
by bombora
ika-bebo wrote:ტურის ფასია 200$ (350 ლარი)
რა ამბავია, სექტემბერში ვიყავი 4 დღიანზე და 250 ლარი გადავიხადეთ3-ჯერადი კვებით იყო თან და რაც გიწერია მგონი მაგაზე მეტი რამ ვნახეთ

კარვის გასვლით 200 ლარიც არ უნდა დაჯდეს ალბათ

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 20:42
by Truli
ამ სურათებმა უკვე დამწვა გული... ვნახავ კიდევ მოვიფიქრებ...

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 09 მარ 2010, 22:24
by LiBrA
Nini_A
თუ მიხვდი რასაც ვგულისხმობდი, რაღას მახსნევინე აბა ამდენი...მითუმეტეს თუ ბევრჯელ ხარ ნამყოფი,როგორც შენ გვეუბნები ეგ ადგილი ადვილად უნდა გაგეხსენებინა :wink:

მომიტევეთ თემას გადავუხვიე... :oops: