დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური
27 მარტი - პარასკევი
1. გასვლა საღამოს სიონში - პლიაჟებთან ტყეში კარვების გაშლა.
2. დაბანაკება, შეშის მოძიება ფანრებით, ცეცხლი.
3. აღნიშვნა.
პაუნას შერჩევით, ეს ადგილი დაახლოებით აქ უნდა იყოს:

და, თუ იქ დავბანაკდებით, სადაც პაუნა ამბობს, მაშინ ხედი ასეთი გვექნება:

28 მარტი- შაბათი
1. ნაწილი თევზაობს დილიდან.
2. ნაწილი დგება მოგვიანებით, გადის საყდრიონის და ნადოკრას ტაძრების დასათვალიერებლად.
3. საღამოსკენ საერთო შეხვედრა ბანაკში.
4. აღნიშვნა.
29 მარტი - კვირა
1. მოვინახულებთ ალოტთან ახლოს მდებარე ჟალეთის ტაძარს.
კოტეტბელის ხედვითა და გაანგარიშებით, სიონის გადასახვევი საიდანაც იწყება, იქიდან დააახლოებით 12 კილომეტრია, თიანეთის მიმართულებით.
თვითონ სიონიდან ტყე-ტყე გადასვლით საკმაოდ ახლოსაა:

ასე თუ ავალთ 10 კმ გამოდის დაახლოებით

2. ალოტთან მარშრუტკას დავიბარებთ და თბილისის მიმართულებით მარშრუტკით წამოვალთ დღის მეორე ნახევრისაკენ.
3. გზაში საბადურებზე გავჩერდებით ტყეში.
4. მოვინახულებთ თბილისთან არ მოსული, მშრალხევასთან, მამკოდის ტყეში მდებარე მონასტერს.
5. სავარაუდოდ, გვიან საღამოს ჩამოვალთ თბილისში.
1. ტრანსპორტი: პაუნა ან ხაო, იმედია, მოგვიხერხებს ყველაზე იაფიანი მარშრუტკის მოძიებას, რომელიც წაგვიყვანს და წამოგვიყვანს.
2. ტენტი: როგორც ზემოთ ვთქვი, დაკოტას აქვს და ან თავად წამოიღებს ან მოგვცემს ან წავართმევთ
3. ანკესები: მე -1 ცალი, ხაოს 1 ცალი, კიდევ?
4. საძილეები:
აქ დავწერ ვის არ ექნება, უფრო პრაქტიკული იქნება, ამისათვის წამომსვლელებმა დაპოსტეთ თუ არ გაქვთ საძინებელი ტომარა დააქ დაგაფიქსირებთ, ამასთან, შევეცდებით, პრობლემა მოვხსნათ
5. კარვები: ხაო, პაუნა.
6. სათადარიგო რესურსები (საძინებლები, კარვები და ანკესები): ჯიმი - საძინებელი და ანკესი (1.0)
7. ხარჯები: გზის ფული + საერთო (ზოგს წვენი, ზოგს სოკო, ზოგს წვადი და ა.შ.)
საჭმელ-სასმელი მოგვაქვს სახლებიდან ორი დღის გათვლით.
სია გამოიყურება ამგვარად:
წამსვლელები:
1. ლოლა.
2. არჩილი.
3. ხაო.
4. პაუნა
5. ნუსა - არჩილის ოფიციალური თანაშემწე და თევზაობის მუზა
6.
მსურველები:
1. ლამა
2. იმერხევლი
3. Jimmy
4. Int3lig3nt
5. სიფრა
6. ბასკი
7. 8. 9. 10. 11. 12. ქეთუნა4 (პლიუსით და ბოვშვებით)
13. მირანდა
14. სმაილი
15. ჭანდერერი
16. პატაპუტინა კი არა და ხათახუთინა
17.
ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, მსურველებმა ან წამომსვლელებმა დაპოსტოთ და სიაში ცვლილებებს თავად შევიტან, როგორც სამეგრელოს ამბავზე და კალკირებები და გამოტოვებები აგვცდება
===============================================
ძეგლები, რომლებსაც ლაშქრობაში ვნახავთ:
ჟალეთის ტაძარზე მცირე ინფორმაცია მოვიძიე:
1. ჟალეთის ბაზილიკა / IX-X ს/ს / დაბა სიონი, ნასოფლარ საყარაულოსთან.
2. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
1. დარბაზული ეკლესია
2. კოშკი
3. გალავანი
4. სხვა ნაგებობები
ჟალეთის ტაძარი
რაც შეეხება ნადოკრას და საყდრიონის ეკლესიებს, იხილეთ ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2320
არჩილის მონასტერი ნადოკრაში:
ტაძარი:

წმინდა არჩილის საფლავი
საყდრიონი
აი, ასეთი მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გამოვა ჩვენი Fიშ-ტური...
მეგობრებო, სია დაიხურება, სავარაუდოდ, 22-თვის, ამ თარიღისათვის თქვენ უნდა მოასწროთ ჩამოყალიბება და მიიღოთ გადაწყვეტილება წამოსვლა-არ წამოსვლის თაობაზე...
23-ში ან 24-ში შევგროვდებით წინასწარ ტრადიციისამებრ, განვიხილავთ ტურს, ავაგროევბთ ფულს და მოვემზადებით ტურის განსახორციელებლად...
ამიტომ, ჩამოყალიბდით დროულადვე...
