15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივლ 2010, 05:04

guruli wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO
ყოჩაღ გურულო.
ველი მორიგ ჩართვებს
როგორ მოხდა, თუშურად რომ არ მომიხსენიე? :wink:
ე.ი. მინდოდა, დამეწერა, ყოჩაღ გურულო თავაიძევ-მეთქი და გადავიფიქრე, ე მანდ,
უცხომ დაბნეულად არ იფიქროს, თუ გურულია, თავაიძე როგორ არისო.

აბა, ჩვენები როგორ არიან თუშეთში?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 18 ივლ 2010, 14:53

NINUCA wrote:საღამომშვიდობისა მეგობრებო :D

ვისარგებლე რა გურულის ტექნიკური პრობლემებით, ჩართვა თუშეთიდან... :D
სულ ახლახანს ვესაუბრე falcon-ს. ახლა ამ წუთებში სასტუმროში არიან, კარვები კი ეზოში ქონიათ გაშლილი. ძალიან კარგად გრძნობენ თავს. დღეს ცხენებით ვიარეთ ძალიან ბევრი და საშინლად ვართ დაღლილებიო, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვართო. ამინდები რაც მთავარია პატივს გვცემსო და კარგი ფოტოები ჩვენზეაოოოო :D . კიდევ ორეთის ტბა ვნახეთ დღეს და წარუშლელი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართო (აბა რა იქნება!). უგემრიელესი ხინკალიც გეახელითოოო :D მოკლედ არ დაგვინდო აქაური გულდათუშულები და მთელი სიმძაფრით შეეცადა გადმოეცა იქაური შეგრძნებები :D
ნინუცა, გაიხარე, ტექნიკურ შეფერხებაში რიომ შემეხიდე. ამაზეა ნათქვამი, მეგობარი მეგობრისთვის და ტექნიკური შეფერხებისთვისო. :D გუშინაც ვცადე, მაგრამ ორივე სააგენტო - "კოტეტბელნიუსიც" და "მთაშენკაინფოც" გასული იყო მომსახურეობის ზონიდან, სხვების ნომრები კი არ მაქვს. გვიან საღამოს უკვე მე ვიყავი გასული ზონიდან...
ორეთის ტბის ხსენებამ კი ამაყმუვლა. რა მადლიანი ადგილია ეგ დალოცვილი.
პ.ს. ელოდეთ უახლოეს ჩართვას მთათუშეთიდან ცოტა მოგვიანებით.
GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, ჩვენები როგორ არიან თუშეთში?
მოთმინება, თავადო, დაელოდეთ მორიგ ჩართვას მთა-თუშეთიდან. :wink:

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 18 ივლ 2010, 15:35

guruli

ირაკლი, როგორც ჩანს პრობლემები მოგიგვარებია და ახლა ველით სულმოუთქმელად მორიგ ჩართვას :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Naia » 18 ივლ 2010, 16:14

მე დილით ველაპარაკე ტომას და კარგად ვართო. ახლა გავდივართ სასტუმროდანო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 18 ივლ 2010, 18:29

NINUCA
guruli

ირაკლი, როგორც ჩანს პრობლემები მოგიგვარებია და ახლა ველით სულმოუთქმელად მორიგ ჩართვას
და აი ისიც - მორიგი პირდაპირი რეპორტაჟი თუშეთიდან. ხაზზეა სააგენტო "კოტეტბელნიუსი".
- ამ წუთებში კვავლოდან დართლოში ვეშვებით, მერე კი მეგზურსა და ჩვენსავე თანაფორუმელ "გომეწარს" დანოს შემოგარენში ნაციხარების სანახავად მივყავართ. კვავლოს კოშკი ისევ ისე გაბზარული დგას და კარაველი გურული მოიკითხა. :wink: სოფელში ხალხიც ბლომად დაგვხდა - უფროსებიც, ახალგაზრდებიც, ბავშვებიც...
ამინდმა, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი და ფოტოები ჩვენზე იყოს. სამწუხაროდ, პირიქითში მეტი ზევით ვეღარ მივდივართ, რადგან გზები ჯერ არაა გაკეთებული. აქამდე მუდამ პირიქით იყო - ჯერ პირიქითში აკეთებდნენ, მერე - გომეწარში, მაგრამ წლეულს შებრუნებით მოხდა და პირველად გომეწარში შეიყვანეს.
უკვე ნანახებიდან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დიკლოს ძველმა ნასოფლარმა. ძალიან კარგი იყო ორეთის ტბაც, სადაც მეც პირველად ვიყავი. ამინდიც ჩინებული იყო და იმ შესანიშნავი ადგილიდან მთელი სისრულით ჩანდა კავკასიონის დათოვლილი მთები, საჯიხვეები და ყველაფერი, რითაც ლამაზია იქაურობა.
დღეს ნინი-85 და კიდევ სამი კარაველი უკვე წამოვიდნენ ბარში, ჩვენ კი ხვალ ვბრუნდებით. ხვალ, დილის 9 საათზე ომალოში პატრიარქს ელოდებიან და მისი ჩამოსვლის მერე ჩვენც გამოვეშურებით თბილისისკენ.
ამით კოტეტბელთან საუბარი დამთავრდა, ჩვენ კი დავამატებთ, რომ ძალიანაც კარგი, წლეულს გზა პირველად გომეწარში რომ გააკეთეს - აქამდე იქ საერთოდ არ აკეტებდნენ და იქაურ სოფლები ნელ-ნელა იცლებოდა. რაც შეეხება პირიქითს, იქ იმხელა სოფლებია, გზას აუცილებლად გააკეთებენ.

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 18 ივლ 2010, 19:15

ხვალ, დილის 9 საათზე ომალოში პატრიარქს ელოდებიან და მისი ჩამოსვლის მერე ჩვენც გამოვეშურებით თბილისისკენ.


ნეტავ ექნებათ პატრიარქთან შეხვედრის საშუალება? რა დიდი ბედნიერება იქნება :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by ნინი_85 » 18 ივლ 2010, 20:00

დათუშულთა ნაწილი ჩამოვთბილისდით მშვიდობიანად :D

ხალხ, აი რა იყო და როგორ იყო ჯერ ვერ ვწერ, სასწაულ ადგილას ვიყავით !!!!

შთაბეჭდილებებს ალბათ თემის გახსნის მერე თუ მოვუყრი თავს :D

t.d wrote:ნინი 85-ს რომ ვესაუბრე შუადღეს ცხენის ჭენების ხმა მესმოდა ისე გემრიელად მიაქროლებდა წაბლისფერ რაშს.:D
ჰეჰეე, შენი გულისამ, სწორედაც რომ ეგრე იყო :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by marmenio » 18 ივლ 2010, 20:03

ჩამოვიდა ჩემი და გულ-სულ დათუშული. ძალიან ბედნიერია. სიტყვები არ ყოფნის :D

ძალიან დამწყდა გული, მე რომ არ გამიშვეს სამსახურიდან თუშეთში და გურულო თქვენს იმედზე ვარ. შემოდგომით ხომ დაგეგმავთ თუშეთის ტურს????
გეხვეწებით.....

რამდენიმე ფოტოს დავდებ

ეს შორენაა. შარშან რომ ვიყავით თუშეთში გული დასწყდა რომ სალამურზე არ უკრავდნენ თუშები. შეპირდა, მომავალწელს ამოვალ, სალამურზე დაკვრას ვისწავლიო და პირობაც შეასრულა.

Image

Image

Image



User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 18 ივლ 2010, 21:16

ნინი_85
marmenio
გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას. :)
marmenio - ნამდვილად ვგეგმავ, მაგრამ ჯერ გადაჭრით არ ვიცი. იქნებ ერთმა რამემ შემიშალოს ხელი. თუ ის არ გამოვიდა, მაშინ ნაღდად წავალ.
მშვენიერი ფოტოებია... ომალოს მინდვრები, ხეობაში ჩამალულ ქედზე დაფრენილი დოჭუ - თითქოს მშობლიური ადგილებია, ისე დავხედე სურათებს.
:D

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by meleksa » 19 ივლ 2010, 00:27

გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას :) :)

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by LiBrA » 19 ივლ 2010, 00:32

marmenio wrote:

Image
ეს უნდა იყოს ალბათ ორეთის ტბააა :roll:

შორეეე რა გოგო ხარ :*

ლექსებითაც გაანებივრებდა გულდათუშულებს :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Mta Mkvarebia » 19 ივლ 2010, 13:01

Chvenze bednieri am wutas aravin gvgonia. Patriarqs davxvdit da axla wirvas velodebit. Martlac igrznoba rom istoriuli dgea dges tushetshi. Da saertod yvela sheyvarebulia am mxareze. Xruxunam agmoachina rom tushi baxturizea da ukve sakarmidamo miwa moizoma. Falkons tushi qali mohyavs colad da tomac aq apirebs gatxovebas. Kidev erti kai tushi bichi shevigulet vinme girseuki karvelistvis sasizod. Ase rom male mteli tusheti chven viqnebit. Ise intriasac chavagdea tushishvili ukve gvyavs : wink:
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 19 ივლ 2010, 13:18

Mta Mkvarebia - ვახ, ყოჩაღ, ყოჩაღ, მარგალიტო, უკვე დამოუკიდებლად აკეთებ პირდაპირ ჩართვას. :D :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]