ხალხნო, 10 საათი ცოტა გვიანი მგონია.
დიდი ბოდიში - ისე გამომდის, თითქოს მარტო შენიშვნებს ვიძლევი, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა კი არა, ფორუმზეც ვერ შემოვდივარ უკვე (ფაუნას დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის), თუმცა გასვლის ადგილი რა მეგრულად შეგირჩევიათ

- კაცი შუაფხოში დიდუბიდან გადის, დილითაც სადღაც იქ იქნება და სპორტის სასახლესთან ვიბარებთ.

თან, დიდუბეში სამწვადესაც ვიყიდდით.
და იმ შემთხვევისთვის, თუ დავათში დიდი თოვლი იქნება და ტრანსპორტი იქამდე ვერ ავა, ახატანიდან ხომ არ ავსულიყავით დავათში, ზუსტად მაგ ეკლესიაში? ვინც შარაოზე იყავით, გემახსოვრებათ, იქიდან ტრაქტორის გზა მიდის სწორედ ჩვენთვის საინტერესო ეკლესიამდე. ეს ისე, სათთადარიგო ვარიანტად რომ გავითვალისწინოთ, თორემ საკამათოდ და საპოლემიკოდ არ ვამბობ.
შამფურები წამოიღეთ რა ყველამ, ვისაც გაქვთ. ილია, შენთან მეგულება ერთი შეკვრა შამფურები.

კიდევ - დანები არ დაგავიწყდეთ და კონტეინერები შემწვარი მწვადისთვის.