ნეტა ვიცოდე, სად დაიკარგებით, ძაანაც რომ გინდოდეთ - აქეთ ბახმარო, იქით - აჭარული საზაფხულო სოფლები, იაილები.
ძაან პარტიზანული ინტერნეტი მაქვს, უფრო - კომპიუტერი - ნეტბუკით ვარ, მაუსი არ მაქვს და მაპატიეთ, ცალკეულ პოსტებს რომ ვერ ვაციტირებ, სევეცდები ზოგადად გიპასუხოთ.
მე, ტამუსია და შალვა ერთად ვიყავით იმ გასვლაში, ეგენი ახლა რომ საუბრობენ. მოუსვენარი, შედრეკილია ია სოფელი, შალვა რომ წერს წინა გვერდზე. მაქედან არაფერია დასაკარგი მზის ამოსვლის გორაზე ასასვლელად. როგორც შალვამ დაწერა, ჩვენ საათნახევარი დაგვჭირდა, მზემ კი 6-ის დაიწყო ამოსვლა. ამდენად, გასვლის დრო ტავად გათვალეთ. მართლა არაფერია არც დასაკარგი, არც - მეგზურის დასაქირავებელი. თუ არადა, დაიქირავეთ, მაგრამ იმან უფრო არ დაგაბნიოთ.

ჩვენ ბაქომ გვიმეგზურა მაშინ და მიმიქარავს ნებისმიერი ადგილობრივი.

თუმცა რაღა ადგილობრივი, მანდ სულ შუახევის რაიონიდან, ჭვანას ხეობიდან გადმოსულები ატარებენ ზაფხულს.
ნამცეც, დიდ ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ და მეასედ - რომ მეცალოს, ნაღდად წამოვალ, მაგრამ მართლა არაფერია საშიში და დასაკარგი.
მე გირჩევთმ, თუ ზღვაზე არ წახვალთ, შედრეკილიდან გადახვიდეთ ზოტიყელში - ეგეც იაილაა, ხულოს და შუახევის გადასასვლელ ყელში, დიდი, ხალხმრავალი და ლამაზი დასახლებაა.
ახლა მტავარი, ამინდი: კიღამ შევრცხვით რაიონული მასშტაბით და კინაღამ თავდაყირა დადგა ყველა პროგნოზი - ამ დილით იწვიმა ჩოხატაურში, თუმცა ლაიტად. დილის 7-ზე დაიწყო და 1 საათის განმავლობაში 5-10-წუთიანი ინტერვალით რამდენჯერმე წამოწკუმპლა. მიწა არც დაუსველებია, უფრო ბალახი დანამა. მერე მზე კი იყო მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ახლა ცოტა მოღრბულულია.
ნამცეც, შენი და ზვიად ჩიტაურის ტელეფონები დამიპიემე, რა!