likakoo wrote:ფეხით ლაშქრობის იდეა ძალიან მხიბლავს, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ ცოტა ყურადღება მომაქციეთ.
სიღნაღში 2 ჯერ დავიკარგე და მერიმ მიპოვა
ერთხელ ბახმაროში მეცვალა მხარი და "დოსტმა" მომიყვანა სახლში
გარეჯშიც ალბათ, ყველაზე ბოლოს მე მოვდიოდი
ერთი სიტყვით, მიყვარს ბოდიალი და დიდი შანსი მაქვს დაკარგვის!!!
ნუ გეშინია, თოკით ჩაგიბავ და შორს ვერ დაგვეკარგები
როგორც ვხედავ წამომსვლელთა შორის რამოდენიმე მიმართულება გამოიყო:
-- ერთნი, რომლებსაც ფეხით სიარული სურთ თბილისიდან
-- მეორენი, რომლებიც მატარელის რიტმულ გუგუნის მოსმენას ამჯობინებებ მცხეთამდე და იქიდან ფეხით არმაზამდე
და შეიძლება არიან ისეთებიც
-- მესამენი, რომლებიც მანქანებით მივლენ არმაზის ძირამდე და იქიდან ავლენ ზემოთ.
რადგანაც ამ არეალში მობილური ტლეფონი კარგად მუშაობს და კოორდინაცია ადვილია, შესაძლებელია სამ ჯგუფად გავიდეთ სხვადასხვა დროს, ისე რომ არმაზში ერთდროულად მოვხვდეთ. ანდა ფეხით სიარულით დაღლილებს რომ კაი კოცონს, მწვადს, ცხელ ჩაის თუ ყავას დაგახვედრებენ, მაგას რა სჯობია. თუ რომელიმე ჯგუფში კარაველთა მცირე რაოდენობა იქნება (ორი-სამი კაცი), მაშინ მიზანშეწონილია ცალკე კი არ წავიდნენ, არამედ უფრო დიდ ჯგუფს შეუერთდნენ. თუ მაინცდამაინც უნდათ, არ მაგაზეა შეზღუდვა.
ხევსურეთში როდესაც ზაფხულში წავიდნენ, ნაწილმა ფეხით გადაწყვიტა ძველი ხახაბოსა და არდოტის გზით მუცომდე მისვლა და ნაწილმა კი მარშუტკებით, ქისტანისა და შატილის გავლით. ასე რომ ახალი ამ შემოთავაზებაში არაფერია. მით უმეტეს, რომ ხევსურეთში კოორდინაცია კავშირის არარსებობის გამო გაცილებით რთული იყო.
ნაკლი ის აქვს ასეთ მიდგომას, რომ დროში განსხვავებულად მოძრაობა მოგვიწევს. თუ რამეა, ფეხითმოსიარულენი ჩავლენ ტრასაზე და მმიმავალ (პაპუტკა) მანქანებს გაყვებიან არმაზამდე და ასე დაეწევიან დროში
როგორ მოგწონთ ასეთი მიდგომა?