ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by zura N. » 12 ივნ 2007, 10:53

გუშინ ვიშოვე მურღვა არდოტელის ლექსების კრებული "თენების მთვარე".
წიგნი არის 61 გვერდიანი. რა ვქნათ გავაკეთოთ ამ წიგნის ტირაჟირებაც?

რამდენიმე ლექსი მურღვას წიგნიდან:

***
ვერ მივატოვე ეს სიმარტოვე -
უფრო არდოტის მხარე,
ფხოვური ჯიში, ქისტური მზერა
და ლეკის ქალი - მთვარე.

***
მუცო - ხახაბო - არდოტს

აღარვინ გეალერსებათ,
ეგ სიმარტოვე რად იძმეთ?
რად დაგეხვიათ ნისლები,
გულს რა ნაღველი გიმძიმებთ?
ტანთ მთვარის ნათელ გაცვიათ,
ქარი გილოკავთ იარებს.
რად ამოტირდნენ ღრუბელნი,
მთები რომ გადაიარეს.
იქნებ დაბერდით, ციხენო!
გულის წუხილი გვიამბეთ.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 12 ივნ 2007, 11:01

მე მაქვს მურღვას წიგნი

აი ეს ლექსი მომწონს მაგისი

წევს ანატორი – მკვდართა ქალაქი,
ირგვლივ ღამეა, თეთრად მთოვარი.
ვერ გამიგია, რად თრთის ალაქო,
ან ჩემთან რა აქვს ცას სათხოვარი.
ან აკლდამაში მუხლჩაკეცილი
ვიბ წევს?.. სიჩუმე რა ძახილია?
ვის გლოვობს ნეტავ მზე გაცრეცილი,
რა ტკივილი და რა არხილია?
ვიცი, სამოცი ანატორელი
ერთ დღეს იქრიდა სამზეოს კარებს.
თორაბქრიანი თორღვა, თორელი
დაემშვიდობნენ მდუმარე ზარებს.
რა გინდა, ნისლო, ამ ანატორთან,
თამარის ბაგათ რად არ შორდები?
იქნებ სისხლი წვიმს დღესაც შამქორთან,
დიდგორს ლოკავენ ღრუბლის შორტები.
რა აწერია მთვარეს თორპილზე,
რა მოხდა ნეტავ, რა სახადია?
აქ მხოლოდ მზეს აქვს დიდი სასვენა,
აქ ანატორის დიდი ხატია.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by zura N. » 12 ივნ 2007, 11:33

ხო მაგარია! ჯერ მაქამდე არ მივსულვარ დრო არ მქონდა, უბრალოდ გადავავლე თვალი ჯერ ლექსებს :oops:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by guruli » 12 ივნ 2007, 11:42

ადმინ, რა იყო, ასე სახალხოდ რომ გამომაჭენე ეს ხაშის ძუნწი, დანდობა არ იციან თქვენში? :cry: :cry:
ჰოდა, ხუმრობის გარეშე - მურღვაც ძაან მაგარი პოეტი ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ საქართველოში ვის ჰქვია პოეტი და ვინ კიდე ჩრდილშია მოქცეული... :x :x
თუ მაგის წიგნის გამოცემასაც მოვახერხებთ, კარგი იქნება.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by zura N. » 12 ივნ 2007, 11:53

***
ნეტავინ რასრა დარდობენ
ჩემი არდოტის ღამენი.
ვარსკვლავნი - მთვარის ცრემლები
ცისკიდეთ მოკამკამენი...
როგორ წუხილით ცოცხლობენ
ჯიხვთა ხრონი და არვენი...
ვინ რა ჰყავთ ცრემლის დამშრობი,
ანდა სილაღის მფარველი.
ნეტავ რად უყვარს ჭაუხსა
თავზე ნისლების კრაველი?!

***
კაცი რომ უნდა კაცობდეს,
ამას რად უნდა მისანი.
ჩვენ უფრო ჭრელნი ვყოფილვართ,
ვიდრე ყვავილნი მთისანი.

საწუთრო ბინდი ყოფილა,
ჩვენ კი - ფოთოლნი ხისანი.
ავენთებით და ჩავქრებით,
როგორც ვარსკვლავნი ცისანი.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Gvalva » 12 ივნ 2007, 13:39

ხალხო, არ ვიცი სად როგორ და რა ფორმით ვთქვა მარა, 3000 ევროს თუ ვერ ვუშოვით იმ ხალხს მარტო კონცერტი იქნება: ტაში და დამშვიდობება

წერილი, რაც უნდა მივუტანოთ სპონსორ ორგანიზაციას უკვე არსებობს, მითხარით და მაილზე გადმოგიგზავნით

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by lama » 12 ივნ 2007, 13:48

Gvalva
გამომიგზავნე

tanheizeri@yahoo.com

ველოდები კაი ????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Bocho » 12 ივნ 2007, 17:56

Gvalva
mec, Tu SeiZleba

nbg001@gmail.com
Анархия Мать Порядка

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by tekla » 12 ივნ 2007, 19:27

ახლა ვნახე ეს ტემა. რა ხდება? საქველმოქმედო კონცერტი რომ ტარდება გავიგე, მაგრამ დანარჩენი? :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Archil » 12 ივნ 2007, 22:54

Gvalva wrote:ხალხო, არ ვიცი სად როგორ და რა ფორმით ვთქვა მარა, 3000 ევროს თუ ვერ ვუშოვით იმ ხალხს მარტო კონცერტი იქნება: ტაში და დამშვიდობება

წერილი, რაც უნდა მივუტანოთ სპონსორ ორგანიზაციას უკვე არსებობს, მითხარით და მაილზე გადმოგიგზავნით
ის თუ ჩამოვთვალეთ ვის მივუტანოთ? თუ კი, მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, მივუტანოთ პირდაპირ მაგ ხალხს. ბიუროკრატიაში გამოცდილი ვარ :lol:

პროფესიონალი ბიუროკრატი :wink:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 12 ივნ 2007, 23:04

Archil

ხოდა დაარიგე წერილები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by Archil » 12 ივნ 2007, 23:06

paata_

მაიტა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by paata_ » 12 ივნ 2007, 23:07

Archil

ადმინს აქვს

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by kopeina » 13 ივნ 2007, 09:16

ხუთშაბათს 19 სთ-ზე თუ ვატარებთ დიდ კრებას, მე აუცილებლად მოვალ......

User avatar
zura s
ბილიკზე მოარული
Posts: 84
Joined: 01 ივნ 2007, 16:22
Location: TBILISI
ხევსურული საღამო მზიურში. 26 ივნისი 2007

Post by zura s » 13 ივნ 2007, 11:35

ხალხნო მა ცოტა გვიან შემოგიერთდით და ვე გავიგე რატომ მაიც და მაინც 26 ივნისს (სამუშაო დღეა) :roll:

მე მგონი დასვენების დღე ჯობდა ბევრს შეიძლება მოსვლა უნდოდეს და ვერ მოახერხოს :(

მგონი დასაფიქრებელი ფაქტორია

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]