Post
by Mta Mkvarebia » 25 ივნ 2012, 10:35
როგორც იმ დღეს დაგპირდით, შარშანდელი ლაშქრობიდან რჩევებს აქაც დავაკოპირებ. რადგან შარშანდელი თემაა, ცხენების ხსენებამ არ დაგაბნიოთ.
14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.
მგონი კარგი აზრია აქვე ჩავამატო რჩევების შესახებ ის ნაწილი, რაც სამომავლო გეგმებში დავდე.
აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
კიდევ ერთი, როცა საცხენოსნო ტურით მიდიხართ, კარგი აზრია, შაქრის დიდ - 50კგ-იან ტომარას თუ წაიღებთ (გარეცხეთ წინასწარ ) ზურგჩანტა თავის საგებელიან-საძილიანად ჯერ დიდ პარკში ჩადეთ, მერე ამ ტომარაში და არც დასველდება, არც ცხენის სუნს და ბალნებს აიკრავს და არც დაიხევა. ჩვენ ასე მოვიქეცით და ყველა კმაყოფილი დარჩა.
