გადაუღებელი წვიმის გამო კახეთში წყალდიდობაა
გადაუღებელი წვიმის გამო კახეთში წყალდიდობაა.
კახეთში უკვე ორი დღეა, გადაუღებლად წვიმს, რამაც ლაგოდეხის რაიონში მდინარე კაბალის ადიდება გამოიწვია.
წყალმა სოფლებში - უზუნთალიასა და განჯალში სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბორა.
ადგილზე ნაპირსამაგარი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა წყლის შეკავება ჯერ ვერ ხერხდება.
სოფელ კაბალის გამგებლის, ჯემალ ნიაზოვის თქმით, წვიმების გაგარძელების შემთხვევაში ზარალი საკმაოდ დიდი იქნება.
მისივე ინფორმაციით, დატბორილ ადგილებში მსუბუქი მანქანით გადაადგილება ვერ ხერხდება, მოძრაობა მხოლოდ ტრაქტორით არის შესაძლებელი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1