სამწუხაროდ ვერ მოვდივარ. განსაკუთრებით გული მწყდება მეორე დღის მარშრუტზე, რადგან ასპინძიდან სამხრეთით, ოთისწყლის ხეობის ძეგლები არ მინახავს.
ერთი კითხვა მაქვს - აი ასე გაქვს აღწერილი მეორე დღე
ახლა რამ დამბნია და თუ ამიხსნით მადლობელი ვიქნები. ღართადან ან შორეთიდან აგარას მონასტერში როგორ აპირებთ ჩამოსვლას. მე ორი აგარა ვიცი სამცხეში. ერთი ვაძიის ზემოთაა და სრულიად გამორჩეული ქვის სტელა დგას. იქნება ასე ოთხი მეტრი. არის კიდევ აგარის მონასტერი რომელიც ურაველის ხეობაშია. ვერც ერთში და ვერც მეორეში ოთისწყლიდან ვერ ჩახვალთ ფეხით (ამისთვის მთელი დღე სიარული ან მეტი დაგჭირდებათ). ალბათ არის კიდევ ერთი აგარა, ოთისწყლის ხეობაში. რუკაზე ვეძებე და ვერაფერი ვიპოვე. მადლობელი ვიქნები თუ ამიხსნით რომელ აგარაზეა ლაპარაკი და ზუსტად სად მდებარეობს ეს აგარა.ღართაში გადასვლა შორეთიდან და იქიდან ჩამოსვლა აგარას მონასტრამდე;
აქ არის ორი ვარიანტი მსურველები რჩებიან მეტი ხანი ღართაში და თუ უნდათ ადიან კიდეც ჯაბიეთში როდესაც ნაწილს შეეძლება დაეშვას აგარის მონასტრამდე მაშინვე და დაესწროს წირვას; საბოლოო ჯამში ჯგუფები შეხვდებიან ერთამენთს ამ მონასტერში.
შემდეგ კოხტასციხე, ასპინძის ციხე, ხვილიშა და ჩიხორისი; დაბრუნება უკან საროსკენ, ხიზიბავრა?