Nini_A
ამიტომაც ერთს გირჩებთ ბევრი იგალობეთ ხანძთაში აქ უფრო მეტი თავისუფლებაა, სადაც თურქებს ნახავთ კი მოერიდეთ, არ ღირს მათი გაღიზიანება,
მორიდება და პირდაპირი ტონით გაღიზიანება მართლაც არაა აუცილებელი, თუმცა, ხანძთაში რამდენად ახლოს ცხოვრობს ის რამდენიმე ოჯახიც, კარგად იცი. მაშინ ჩვენებმა მანდაც იგალობეს, ბანაშიც (სადაც ამ ყველაფერს ადგილობრივებიც ესწრებოდნენ) და ოშკშიც, სადაც იმათგან ვიღაც მთელი ის დრო ფეხმოუცვლელად იდგა ტაძარში (ეგ ხომ იუნესკოს დაცვის ქვეშაა და, ის კაცი, მგონი, დარაჯის პონტში იყო, ტურისტებს ძეგლი რომ არ დაეზიანებინათ), დოლისყანაში კი მოლა იდგა ტაძარში! სხვაგანაც იგალობეს, მაგრამ მე ისინი ჩამოვთვალე, სადაც ადგილობრივებიც ესწრებოდნენ ამას. სულო ცოდვილო, არსად დაუშლიათ არც გალობა და არც - სანთლების დანთება, მაგრამ მორიდება, სიფრთხილე და რაღაც ფორმის გამოძებნა მაინც საჭიროა.
ხანძთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამე მახსენდება კარგად. არ ვიცი, ახლა სამანქანო გზა სანამდე მიდის, მაგრამ ჩვენ როცა ვიყავით, ბოლო მოსახლემდე ახალი მიყვანილი იყო გზა - ალბათ, ტაძრიდან 1 კმ-ში. ის ერთადერთი ოჯახი ცხოვრობდა მთელ იმ არემარეზე და ბილიკის ასავლელი ჩამოშლილი იყო და ძლივს ავხტით ზედ. იქვე ბოსტანიც ჰქონდათ, საიდანაც რაღაც ჯოხები ბილიკზე იყო გადმოშვერილი და გავლაში ხელს გვიშლიდა.
მაგრამ უკან რომ ჩამოვიარეთ, ორივე ცოლ-ქმარი იდგა თოხით ხელში და ასავლელ კიბეებს აკეთებდა. ის ჯოხებიც მიეწიათ ბილიკიდან... თან, ძაან გულთბილად მოგვესალმნენ და კაი ნაცნობებივით გვიღიმოდნენ... თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც ძაან მესიამოვნა ასეთი რამე. ამიტომ ვამბობ, რომ სტუმრებისადმი არ არიან აგრესიულები, მაგრამ ყველგან ერთნაირი ვითარება არაა, არც ხალხია ერთი და თან, ჩვენ ცოტა სხვანაირი სტუმრები ვართ მათი ნაწილისთვის - ზოგნი ამაში პოლიტიკას ხედავენ. ამიტომაა მორიდება მაინც ჯობია.
GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა, ის მითხარით, ადგილობრივი ქართველები რაიმე
ხელნაკეთ ნივთებს თუ ყიდიან და სად?
რამეს აკეთებენ?
მე როდესაც ვიყავი, მსგავსი არაფერი მინახავს
არც მე მინახავს და არც გამიგონია.