5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

axali
ასფალტზე მოარული
Posts: 13
Joined: 22 აპრ 2006, 13:31
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by axali » 22 ივლ 2006, 10:50

რამე დამატებითი ხომ არ გარკვეულა ტაოსთან დაკავშირებით? გასვლა როდის მოხდება და ცოტა უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება თუ შეგიძლია?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 22 ივლ 2006, 13:19

axali
ახალი ჯერ ისეთი არაფერია, თუმცა არის რაღაც-რაღაცები.
გუშინ *ფესვების* ერთ-ერთ ორგანიზატორს ველაპარაკე, მაგრამ ის ჯერ სტამბოლშია და გადაჭრით ვერაფერი მითხრა. ჩანს, ჩვენ ქალაქ შავშეთში დავბანაკდებით, რადგან ორივე ფესტივალი მაგის ახლოს ტარდება და იქიდან ვივლით, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი წავალთ აქედან და რითი. თუ ჩვენი მანქანებით - ოღონდ მხოლოდ პატარები ან მიკროავტობუსები, მაშინ გასვლები და ღამე სასტუმროში დაბრუნება უპრობლემოდ შეიძლება. სასტუმროები სოფლებშიც არის, მაგრამ არა ისეთი დონისო (მოკლედ, კომფორტს თუ არ მოვითხოვთ, ღამის გასათევს ვიშოვით...), უბეში იქნებ სახლიც დაგაქირავებინოთო, მითხრა, ოღონდ ფასებს შავშეთში დაბრუნების მერე გაიგებს, თვის ბოლოს.
ეს რაც იმან მითხრა და რაც ჩემი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ - თუ ოთხთა ეკლესიის და პარხალის ნახვასაც მოვინდომებთ, შეიძლება ერთი ღამე იუსუფელშიც გავათიოთ. პარხალთან ერთად ქართულ სოფლებშიც შევიაროთ. მაგალითად, ბალხში, რომელიც გზიდან 2-3 კილომეტრშია. იუსუფელში სასტუმროები 20-25 $ თავის კვებით. შეიძლება, ცოტა დავაკლებინოთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, 2-3 $-ზე ლაპარაკი არ ღირს, თორემ შეიძლება ეგენიც ოსმანასავით მოგვექცნენ (იხ. ტაო-კლარჯეთი -2006 ლაშქრობების თემაში). თუ იმ დღეს ამათ მოვივლით, შეგვიძლია, მეორე დღეს იშხანი-ოშკი-ხახულიც ვნახოთ და დავბრუნდეთ შავშეთში. ერთი ღამით დაბანაკება თავისუფლად შეიძლება არტანუჯშიც. ბევრი რამ მაინც იქვეა და თუ ისეთი სპრუტი მოვაწყვეთ, რაც ჩვენ - დოლისყანა-ხანძთა-ოპიზა-შატბერდი-არტანუჯის ციხე-ჯოჯოხეთის კანიონი... გვიანობამდე თუ არ ვიძინებთ, უპრობლემოდ მოვასწრებთ. სასტუმრო კიდე ერთმა გვანახა (ქართველების სიძეა ის კაცი) და შიგნით არ შევსულვართ, მაგრამ შესასვლელი რაც ჩანდა, ნორმალურად იყო მოწყობილი. 10 $ ღირდა.
მოკლედ, ჯერჯერობით ესაა და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენნი წავალთ. 5 კაცი თუ ვიქენით, ეგ ოჯახებშიც შეიძლება მოგვათავსონ, მაგრამ დელეგაციის მასპინძლობას იმ ხალხს ნუ დავავალებთ. მგონი, ასე აჯობებს. რაკი ინტერესი არსებობს, მართებულია, სია ჩამოვწეროთ.
1. guruli +
Last edited by guruli on 02 აგვ 2006, 10:54, edited 1 time in total.

axali
ასფალტზე მოარული
Posts: 13
Joined: 22 აპრ 2006, 13:31
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by axali » 22 ივლ 2006, 13:52

guruli
გააჩნია როდის იქნება გასვლა,რამდენი დღით და დაახლოებით რომ დავთვალოთ ხარჯები, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაც გეგმები მაქვს, თუ შემოგიერთდი, 2-ნი ვიქნებით. ისე კი ძალიან საინტერესო მარშრუტია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 22 ივლ 2006, 15:52

axali
მარშუტს რაც შეეხება, 4 აგვისტოს მაინც უნდა წავიდეთ - 5-ში სათავე იწყება/ ჰა-ჰა, 5-შიც შეიძლება წასვლა, მაგრამ დილას ძაან ადრე, რომ ჩავუსწროთ. მეორე დღეობა 12-13-შია ანუ 10 დღემდე გამოდის. ნუ, თუ 13-შივე წამოვალთ, ეგეც შეიძლება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 30 ივლ 2006, 20:21

ტაკს - როგორც ვატყობ, ჯგუფით წასვლა არ ხერხდება. კარაველთა უმრავლესობა საქართველოს ჩრდილო მთიანეთშია მიმოფანტული. ისინი შემოდგომაზეც აპირებენ წასვლას და ეტყობა, ახლა ამიტომ გადადეს.
ახლა როგორი მდგომარეობაა - მე მაინც მივდივარ, მაგრამ გადავწყვიტე, მხოლოდ პირველ ფესტივალზე წავიდე, უბეში, 5-6 აგვისტოს. მივდივარ ჩემი ხოდით - ბათუმამდე მატარებლით, იქიდან სარფში, სარფიდან ართვინში და მერე - უბეში. სავარაუდოდ, ბაძგირეთში არ წავალ მარიობაზე. მოკლედ, თუ ვინმეს გსურთ ასე წამოსვლა, შეგიძლიათ დამემგზავროთ.

axali
ასფალტზე მოარული
Posts: 13
Joined: 22 აპრ 2006, 13:31
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by axali » 01 აგვ 2006, 10:56

guruli
ამჯერად ვერ დაგემგზავრებით, ხევსურეთში მივდივარ :) კეთილი მგზავრობა და საუკეთესო შთაბეჭდილებებს გისურვებ!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 01 აგვ 2006, 12:07

axali
ცნობისათვის - 10 აგვისტოსაც მიდიან 5-დღიანში, თითქმის ზუსტად იგივე მარშრუტზე, როგორზეც ჩვენ წავედით სულ რაღაც 120 $, ოღონდ გასვლა ახალციხიდან. პრინციპში, ასე უკეთესიცაა, რადგან თუ ადრე გახვალთ, პირველ დღეს ბევრ რამეს ნახავთ.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by Mao » 01 აგვ 2006, 12:08

guruli

potoebi mogvatsode xo? pls. bednieri mgzavroba da bevri kargi emotsiebi! :D
together on the top!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 01 აგვ 2006, 12:11

Mao
დიდი მადლობა. ვისურვებ, სამომავლო ფესტივალებიდან ყველას თუ არა, 1-2-ს მაინც დავესწროთ კარაველთა სასტავი. :lol:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by gobe » 01 აგვ 2006, 13:39

guruli,
გისურვებ ბედნიერ მგზავრობას და დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნებას.
მოკითხვა მამულიშვილებს!!! :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 02 აგვ 2006, 10:50

guruli,
გისურვებ ბედნიერ მგზავრობას და დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნებას.
მოკითხვა მამულიშვილებს!!!
დიდი მადლობა, აუცილებლად მოვიკითხავ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 03 აგვ 2006, 19:58

ეჰ, რამდენიმე მიზეზით გადაიდო ჩემი წასვლა იმერხევში ფესტივალზე... არ ვიცი, რომელია მთავარი და რომელი - მეორეხარისხოვანი, მაგრამ რამდენიმე წინააღმდეგობა ერთად მოგროვდა. აქეთ მარტო დავრჩი, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი, წავიდოდი, მაგრამ თურქეთში იმ ბიჭს ვერ დავუკავშირდი, რომელსაც სატრანსპორტო განრიგში უნდა დავეკვალიანებინე. ის ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია და სწორედ ამ საქმეებზე სოფელში წასულა, იქ კი ვერაფრით დავუკავშირდი. და რადგან ენაც არ ვიცი, დასარჩენი გადაწყვეტილება ამანაც მიმაღებინა. მაგრამ ენას კიდე როგორმე გავახერხებდი -ხოფაში სასტუმროებში და მაღაზიებში ისე ლაპარაკობენ ქართულად... მით უფრო, ართვინში, მაგრამ ართვინიდან შავშეთში უნდა წახვიდე, იქიდან - სოფელში და... მოკლედ, არ მქონდა ამდენი ბოდიალის თავი.
თანაც, ღმერთმა აცხონოს და ჩემი თანამშრომლის ბებიასაც მაინცდამაინც ახლა მოენატრა მიქელა... :cry: არადა, ჩემს განყოფილებაშია. ერთი ისეც შვებულებაშია, ახლა ესეც მიდის და მეც რომ წავიდე, ორნი რჩებიან. ესენი კი მიშვებდნენ, მაგრამ შევატყვე, დიდად არ ეხალისებოდათ და არ მივეძალე.
სამაგიეროდ, ამ საღამოს კინაღამ კოდორის მივლინება გამიჩალიჩეს - ხვალ სპორტის დეპარტამენტს ჰუმანიტარული დახმარება მიაქვს და თითქოს ჟურნალისტების წაყვანაც უნდოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც არ ჰქნეს, შეყვანაზე პრობლემები არ შეგვექმნესო (!). არადა, თვითონ დარეკეს სამსახურში. ამათაც მე შემომთავაზეს, როგორც მოგზაურ-მოხეტიალეს. შავი იუმორით ცნობილმა ჩემმა რედაქტორმა ასე დამმოძღვრა, წადი, იქნებ ერთი ბომბი მაინც მოგარტყან ლათადანო. :D საბოლოოდ სამშობლოსთვის შეწირვის ეს შანსიც მომისპეს :( და ისევ გურიაში მივალ. კვირიდან ისევ კარავში ვარ.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by gobe » 03 აგვ 2006, 20:31

guruli,
მაშინ გურიისაკენ მიმავალ გზას დაგილოცავ.
აბა, კარავში შეხვედრამდე :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში

Post by guruli » 03 აგვ 2006, 21:37

gobe
იცოცხლე, იცოცხლე, კეთილო კაცო.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]