


მე არ ვიცოდი თუ 300 პოსტს აცდენილები მოდიოდით და ცოტა შერცხვენილი ვარ, მარა, რაიმე უცნობი მხატვრის ცნობილი ნამუშევარი მაინც იქნება მძღოლის თავზე იმედია...

ეხლა საქმე:
გაირკვა:
მივდივართ კვირას, 28 მაისს, შეხვედრის ადგილი სპორტის სასახლესთან, მზეჭაბუკის ძეგლი, დილის 8.30-ზე, დაგვიანებულებს 85 ნომერი ავტობუსი გაიყვანს ვაკის პარკთან სადაც დატკბებიან არანაკებ ლამაზი ბუნებით

თან უნდა ვიქონიოთ:
1. 10 ლარი (სასურველია წვრილი კუპიურები)
2. საწვიმარი, აუცილებლად!
3. მზის ქუდი, გემოვნებით

4. ფეხზე ბოტასები აუცილებლად, ან რამე უფრო სპორტული. ვისთვისაც სველი ფეხსაცმლი პრობლემაა წამოიღეთ გამოსაცვლელი, რომელიც შეიძლება მარშუტკაში დატოვოთ, თან ტარება სულ არ იქნება საჭირო.
5. დამატებითი ნასკები, გემოვნებით

6. რაიმე საჭმელი.
7. წყლისთვის ბოთლი
ვინც პირველად მოდიხართ, კიდევ ერთხელ გირჩევ ნახოთ თემა ლაშქრობებში, რომ წარმოდგენა გქონდეთ სად მოდიხართ.
და კიდევ რეკომენდაცია

ნახეთ ბირთვისების თემა განყოფილებაში "გეოკეშინგი", თუ დაგაინტერესებთ, იხალისეთ

ჩამოვალთ საღამოს, ზუსტად ვერ ვიტყვი როდის...
ამ ყველაფრის შემდეგ, გთხოვთ დამიწეროთ ვინ მოდიხართ და რამდენი