კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 30 ოქტ 2011, 19:54
ამ ადამიანს უთხარით მიყვებით ვინმე თუ არა დასუფთავების აქციაზე და ადგილზევე გაესაუბრეთ წესებზე და თან კაი საქმეც გაკეთდება
Lilly
შეკრების ადგილი დიდუბე, უფრო კონკრეტულად სად? მეტროსთან, სამთო ქიმიის წინ, ავტოსადგურთან? და ცოტა მეტ დეტალებს თუ შემოგვთავაზებ კარგი იქნება, რას გვახვედრებენ ორგანიზატორები და ჩვენ რა უნდა წამოვიღოთ?
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 ოქტ 2011, 22:45
Lilly wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
სალამი, : ) კი ჩემი პირველი პოსტია და გმადლობ კეთილი სურვილებისათვის : )
კარაველებს რადგან ასეთ საშურ აქციაზე ეპატიჟები, მათი წესებიც უნდა დაუშვა.
ეს აქცია ორგანიზებული "აისის" მიერ, შესაბამისად გასვლაზე მოქმედებს აისის წესები.
ასევე, თუ ტქვენ, აისელებიც შემოუ1დებით აქ დაგეგმილ დასუფთავების აქციებს, დიდ ძალას შეგვმატებთ.
სიამოვნებით, მთავარია დროულად ვიცოდეთ ასეთი აქციის შესახებ.
შემიძლია, ნაგვის ჩასაყრელი ტომრებით დაგეხმაროთ.
გმადლობ, კი გვჭირდება. კონკრეტულად რა სახის ტომრებზეა საუბარი?
ჰო, მართლა, შეგროვილი ნაგავი სად მიგაქვთ?
საკითხი დამუშავების პროცესშია.
აისის წესებს პატივს ვცემ, თუმცაღა, ზოგი1ს ვერ გავიზიარებ, მაგრამ ამ თემაში ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ
პარასკევს დამიკავშირდი და ნაგვის ჩასაყრელად 40-50 ტომარას მაინც მოგცემ.
შევეცდები, შეგროვილი ნაგვის წაღების საკითხის გადაჭრაში დაგეხმაროთ.
შენი Nიც დამიPირადე და შევხმიანდეთ.
იმედი მაქვს, კარაველები შემოგი1დებიან.
კვირას ისეთი საქმე მაქვს, რომ ვერაფრით ვთავისუფლდები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 31 ოქტ 2011, 23:32
ეს ქალი--Lilly, ნუ დააფრთხეთ.....

)))
თითქოს სტაჟიანი მენაგვეები არ ვიყოთ......

)))
მთავარია, საქმე....არანაირი წესები არ გვაშინებს, Lilly!
ისეთი "წესიერები" ვართ, ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ:)))
მე თითქმის არ ვტოვებ ასეთ გასვლებს,,,ვეცდები კვირასაც შევძლო და წამოვიდე...
წინა აქციებიდან მორჩენილი GAMARJOBA SAKARTVELO -ს მოტანილი ტომრები ჩემთანაა, ბევრი არაა.....10-ოდე იქნება,მაგრამ თუ წამოვედი წამოვიღებ...ხელთათმანიც ჩემი მექნება.....
ძალიან მინდა შემოგიერთდეთ!..
-
gurzi
- ბილიკზე მოარული
- Posts: 98
- Joined: 08 დეკ 2007, 21:40
- Location: თბილისი, საქართველო.
Post
by gurzi » 01 ნოე 2011, 20:55
GAMARJOBA SAKARTVELO
შევეცდები, შეგროვილი ნაგვის წაღების საკითხის გადაჭრაში დაგეხმაროთ.
დიდად დაგვავალებთ თუ შეგვეშველებით, რადგან ნაგვის მანქანის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა.
პრინციპში შესაძლებელია ნაგვის ქვემოთ, ბუნკერებამდე ჩამოტანა, მაგრამ ამაზე ბევრი ენერგია დაიხარჯება.
ხოლო ნაგვის ადგილზე დაწვა ძალიან არ გვინდა და ეს უკიდურეს ვარიანტად განიხილება.
თუ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებით დიდად დაგვავალებთ.
პატივისცემით
ჯერ საქართველო!!!
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 02 ნოე 2011, 14:59
შეკრების ადგილი დააკონკრეტეთ...სხვებსაც მინდა ვუთხრა....
სად მოვიდეთ? ჩვენ სამთო ქიმიის კიბეებთან ვიკრიბებითხოლმე.....
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ნოე 2011, 21:09
ნაგვის მანქანა ნაშოვნია.
საქმე ის არის, რომ ზედაზნის მონასტრამდე მანქანა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ადის.
იქ ასეთი ადგილია - ნადარბაზევი, სადაც საქეიფო ადგილებია და მაქამდე მოვა.
ასე რომ, გავსებული ტომრების ნადარბაზვამდე მისატანად წინ და უკან რომ არ ირბინოთ,
უმჯობესი იქნება მაგ ადგილების დასუფთავება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
geologi.
- ბილიკზე მოარული
- Posts: 41
- Joined: 09 აპრ 2011, 12:45
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by geologi. » 04 ნოე 2011, 13:43
უკაცრავად, ვერ გავიგე ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დასუფთავება უნდა განხორციელდეს თუ სხვა ახლოს მიმდებარე ტერიტოორიის (არა სამონასტრო კომპლექსში შემავალი).
-
gurzi
- ბილიკზე მოარული
- Posts: 98
- Joined: 08 დეკ 2007, 21:40
- Location: თბილისი, საქართველო.
Post
by gurzi » 04 ნოე 2011, 18:31
chuna
შეკრების ადგილი დააკონკრეტეთ...სხვებსაც მინდა ვუთხრა....
სად მოვიდეთ?
მეტროსადგურ დიდუბიდან გამომავალი გვირაბის ქვედა მხარეს.
იქვე ბაზრობა იწყება და ჩუსტები და ძეხვებიც იყიდება.
GAMARJOBA SAKARTVELO
ნაგვის მანქანა ნაშოვნია.
გაიხარეთ.
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ და ქედს ვიხრით კარაველთა წინაშე.
საქმე ის არის, რომ ზედაზნის მონასტრამდე მანქანა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ადის.
იქ ასეთი ადგილია - ნადარბაზევი, სადაც საქეიფო ადგილებია და მაქამდე მოვა.
ასე რომ, გავსებული ტომრების ნადარბაზვამდე მისატანად წინ და უკან რომ არ ირბინოთ,
უმჯობესი იქნება მაგ ადგილების დასუფთავება
მადლობთ რჩევისთვის, გავითვალისწინებთ.
geologi.
უკაცრავად, ვერ გავიგე ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დასუფთავება უნდა განხორციელდეს თუ სხვა ახლოს მიმდებარე ტერიტოორიის (არა სამონასტრო კომპლექსში შემავალი).
უშუალოდ მონასტრის ტერიტორია შედარებით წესრიგშია, ამიტომ მონასტრის ტერიტორიას არ ვეხებით.
ჯერ საქართველო!!!
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 04 ნოე 2011, 20:45
gurzi
მე მოვდივარ!
1.ჭუნა
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 05 ნოე 2011, 22:12
რა პასიურობაა....ხალხო, რა გჭირთ? სად ხართ? არ მოდიხართ?
-
gurzi
- ბილიკზე მოარული
- Posts: 98
- Joined: 08 დეკ 2007, 21:40
- Location: თბილისი, საქართველო.
Post
by gurzi » 05 ნოე 2011, 22:13
კვირას ავდიარია მოსალოდნელი.
წამომსვლელთა საყურადღებოდ....
გასვლა შედგება ნებისმიერ ამინდში. 
ჯერ საქართველო!!!
-
Lilly
- ასფალტზე მოარული
- Posts: 11
- Joined: 18 მაი 2011, 23:20
Post
by Lilly » 06 ნოე 2011, 20:19
გასვლა შედგა.
ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისათვის. განსაკუთრებით კარაველებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს გასვლის წარმატებაში.

-
Tami
- მაწანწალა
- Posts: 618
- Joined: 02 დეკ 2010, 13:14
Post
by Tami » 06 ნოე 2011, 20:22
Lilly
საკმარისი ტომარა არ გქონდათ
თუ რატომ გამოიყენეთ ცელოფნის პარკები??
შეგროვებულ ნაგავს რა უყავით??
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 06 ნოე 2011, 23:36
კარგად ვიშრომეთ..ბევრი მოვინაგრეთ,,,,წვიმდა, ციოდა, დავიღალეთ...მაგრამ ძალიან კარგი იყო....
კარავიდან ქსოვრელი და მე ვიყავით..
აისელები ფანტასტიური ხალხი აღმოჩნდა....
თავი არ დაუზოგიათ, ისე იშრომეს...
ნაგვის მანქანა ვერ ამოვიდა და ნაგავი ასე დავტოვეთ ტომრებით და პარკებით....
რომ აშრება ცოტა მაინც გზაო.....გაზიდავენ....
მაგრამ აშრება ??? აწი???
http://www.aisiforce.org/forum/viewtopi ... =39&t=1743
აი ეს ფორუმიც