კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 02:24

ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


აი, თუ მოვახერხებთ მე და ნინი - შეგიამხანაგდებით ამ გასვლაზე... თუმცა, არ ვიცი, რამდენად მოხერხდება...

:)
შენც შენი სეხნიასავით ნუ დაიწყე ფილოსოფოსობა.
შემოგვი1დი.
თუ, ვერ ახერხებ, სხვა საკითხია.
გასვლა კი შენ გეძღვენება.
saskva wrote:გოგოებმა გაითვალისწინეთ რომ სვეტზე გოგოების ასვლა არ შეიძლება

ხო და კიდევ ძალიან მინდა წამოსვლა და იმედია მოვახერხებ, ცოტა მოგვიანებით დავწერ ვახერხებ თუ ვერა :)
საყურადღებო რამე თქვი.
გოგოებს სვეტზე არ უშვებენ?
ამვს 3-4 დღეში დავაზუსტებ.
ველი შენს შემო1ებას
LEVANIKO wrote:ისე როგორ უნდა გავიდეს ეს წელი ჩემი პირველი გასვლა რომ არ შედგეს მართალია უკარვოდ მაგრამ მთავარია შედგეს :)
მერე, ხელს რა გიშლის, რომ ვერ წამოხვიდე?
მით ყფრო, საგანგებო აღკაზმულობა არ გჭირდება.
გასვლის ფასს, აგრეთვე, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ყველაფერი ამ თემის 1ლ წერილში წერია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by pataputina » 28 სექ 2009, 10:50

ჰხოდა ისა

ძალიან მინდა წამოსვლა
მაგრამ
როგორც ავიგე
სვეტზე გოგოებს არ უშვებენ
და
ისა............. :roll:


სხვა რამის ნახვასაც მოვასწრებთ
ისეთს
გოგოებს
აც
რომ

შვებდნენ
თუ
მხოლოდ ქვემოდან უნდა გიყურით
და
გავიხაროთ
თქვენ რომ გაიხარდებათ
სხვეტზე ასვლა?

:roll: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 11:32

pataputina wrote:ჰხოდა ისა

ძალიან მინდა წამოსვლა
მაგრამ
როგორც ავიგე
სვეტზე გოგოებს არ უშვებენ
ამ საკითხს დავაზუსტებ სულ მალე.
თუმცა, რადგან მამათა მონასტერია, გასაკვირი არ იქნება, ქალებს თუ არ შეუშვებენ.
ამის სანაცვლოდ მართლაც დავამატებთ რომელიმე ძეგლს.
ვფიქრობ სავანის ულამაზეს ეკლესიას, იქვეა გარემო, სადაც აკაკი ძიძასთან იზრდებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by Nika » 28 სექ 2009, 13:03

მაიცა მამათა მონასტერი კაცხი თუა, სვეტი მაგისგან 1-2 კილომეტრშია. :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by burdula » 28 სექ 2009, 13:17

მშვენიერი გასვლა,ვეცდები შემოგიერთდეთ მაგრამ არვიცი ჯერ... :( მღვიმევის მონასტერი მართლაც ულამაზესია.კაცხზე კი გოგოებს მართლაც არ უშვებენ,ხოლო მამაკაცებს მგონი მაქსიმუმ 3 შეუძლია ასვლა.ანუ ავა 3 ჩამოვა,მერე სხვა ავა და ასე იქნება....

ესეც მღვიმევი

მღვიმევის დედათა მონასტერი, მდებარეობს მდ. ყვირილის ხეობაში, ჭიათურის რაიონის სოფელ მღვიმევის მადლობლად, თუმცა მასში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი.
ჭიათურიდან მონასტრისაკენ მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეოს დიდი ბუნებრივი მღვიმე (სწორედ ამითომ ჰქვია ამ ადგილს მღვიმევის მონასტერი), სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელ იეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

Image
bag,music and a long road...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by burdula » 28 სექ 2009, 13:21

შესაძლებელია ასევე კაცხის სვეტთან ერთად კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნახვაც.

მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპიტკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).

კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.

Image
bag,music and a long road...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 15:28

Nika wrote:მაიცა მამათა მონასტერი კაცხი თუა, სვეტი მაგისგან 1-2 კილომეტრშია. :roll:
კაცხისვეტი, რომელიც სოფელ კაცხიდან 2,2 კმშია, მამათა მონასტერია.
კაცხის ეკლესიაში კი ქალებს უშვებენ.
არაა პრობლემა.
მესანთლეც ქალია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 15:38

burdula
მადლობ ცნობებისა დ ფოტოებისთვის.
ბარემ, კაცხისვეტის ფოტოც დადე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by burdula » 28 სექ 2009, 16:27

GAMARJOBA SAKARTVELO
:wink:

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია . ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.

Image
bag,music and a long road...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by Int3lig3nt » 28 სექ 2009, 17:39

ძალიან მაგარია.
დიდი ხანია მინდა მანდ მოხვედრა :).

ეჭვი მაქვს, ჩემი პლუსებიანად აქ მომიწევს გადმობარგება.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by Nika » 28 სექ 2009, 18:07

მანდ მოხვედრა მომინდა. სად იყავით აქამდე?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by perwkli » 28 სექ 2009, 18:12

:roll: ისადა ალავერრდშიც მამათა მონასტერია მარა კი უშვებენ....


ბოლობოლო სუპერპუპერ მეცნიერი ქალი რომ ჩამოვიდეს საზღვარგარეთიდან, იმასაც მასე ეტყვიან ნეტა? :roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by z g a r b i » 28 სექ 2009, 19:50

burdula wrote:
Image
რა ლამაზი და რა მაღალია :roll:
თუ წმოვედი, უკვე მშურს ზოგზოგიერთების :oops:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 20:07

თუ საჭირო იქნება, მე2 მინიბუსსაც დავიქირავებთ.

maikomaiko
თუ მონასტერში ქალს არ უშვებენ, უცხოელსაც არ შეუშვებენ.
კვლევებისთვის უცხოეთიდან ვინმეს ჩამოსვლა თუ იქნება საჭირო, შესაბამისი განათლების მამაკაცი იქნება.

z g a r b i
ნურავის შეგშურდება.
შემოგვი1დი

ბურდულ
მადლობა კაცხისვეტის ფოტოსთვისაც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009

Post by nataliko-nataliko » 28 სექ 2009, 20:45

1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. :arrow:

მიხარია რომ ვეწერები :)
Last edited by nataliko-nataliko on 28 სექ 2009, 20:59, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]