tekla
აქ გიპასუხებ.... სხვებსაც წაადგებათ.... გიყვები ძალიან მოკლედ...
მიდიხართ გურჯაანის მარშრუტკით. არ შესული გურჯაანში დაინახავთ ტრაფარეტს "ვეჯინის მამათა მონასტერი". გზის მარცხენა მხარეს მიუყვება აღმართი, ხოდა თქვენც სულ ზევით და ზევით უნდა იაროთ დაახლოებით 4 კმ-ია მგონი ( ასე მახსოვს?). მონასტრამდე მიდის გრუნტის სამანქანე გზა...
გზაზე ჯერ შეხვდებით
ვეჯინის ყველაწმინას, რომელიც თავისი ფორმით მეტად უცნაურია უზარმაზარი გუმბათის გამო. ეკლესიასთან არის პატარა გვირაბი (რომელიც იმდენად დავიწროვებული გვეჩვენა, რომ ჩვენ ვერ გავბედეთ ჩასვლა, ნუ გვალვა ამ შენსს ხელიდან არ გაუშვებდა....). ეს გვირაბი ჩვენი ვარაუდით ჩადიოდა ხევში, საიდანაც უკავშირდებოდა ხევის მოპირდაპირე მხარეს კოშკს.
მიუყვებით ისევ აღმართს და არცთუ შორსაა
ვეჯინის ციხეც. ციხის ტერიტორიაზეა მამათა მონასტერი და რამოდენიმე პატარა ეკლესია, შენი ნახსენები
ამაღლების ეკლესიაც მათ შორისაა....
გურჯაანის ყველაწმინადას ასახვევი შიგ გურჯაანშია. ტრასიდან 2კმ. ეს სადღაც ამივიკითხე, მაგრამ მე რატომღაც მეტი მეჩვენა, სამწუხაროდ კილომეტრაჟი არ დაგვინიშნავს. აქაც აღმართზე ადიხართ ერთხანს, ისევ სამანქანე გრუნტის გზით, შემდეგ გამოჩნდება ჭიშკარი და იქიდან უკვე დაღმართი იწყება, ასე 200მ. დიდებული ადგილია!!!
გურჯაანშივე ვნახეთ
გურჯაანის ქაშვეთი (სასაფლაოს ტერიტორიაზეა), აქვე იყო ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი.
და აქედან მერე თელავში???? მგონი ვერ მოასწრებთ!!!
გაითვალისწინეთ ,რომ ჩვენ ჩვენი მანქანით დილას ადრიდან დაღამებამდე ვიარეთ შუამთის ჩათვლით.....
ფოტოების დაბეჭდვა თუ მოვასწარი აუცილებლად დავდებ.....
ხო კარვის დასაცემად უთვალავი კაი ადგილია!
აბა კეთილი მგზავრობა და თბილი ამინდები!!!!!!
