ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 17:58

http://www.kvemokartli.gov.ge/tetrickaro.htm
ისტორიული ძეგლები: სამშვილდის ნაქალაქარი (ქალაქი ჩაისახა ძვ.წ. I ათასწლ. შუა საუკუნეში და იარსება XVIIIს-მდე), გუდარეხის (XIIIს.), დიდი თონეთის სამების (X-XIსს.), ფიტარეთის გუმბათოვანი (1213-22), წინწყაროს დედაღვთის (VIII-Iხსს.) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X-XIსს.), მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი “გულდამაანთ მამიდა” (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა სს.), სასახლე ტბის მიდამოებში (გვიანი შუა სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XIსს.), ფიტარეთის ციხე (შუა სს.).


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 19:53

1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Nika » 17 ივლ 2008, 19:59

აუ სათაური გადაარქვით რა. რა უბედურებაა ეს ვიძ, მჩგ, ოშმ და ა.შ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 20:02

ვიძ
ვ.ი.ძ. - ვნახოთ ისტორიული ძეგლები -
გრძელი სათაურია და არ ეტევა სათაურის სტროფზე.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 20:33

დაემატა კიდევ ერთი

1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა
8 ) ალექსა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 22:42

Image

ფიტარეთი -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 22:49

Image

„...არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის - ხევი, ვენახიანი, ხილიანი...“ (ვახუშტი ბატონიშვილი)

ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე მდებარეობს. კომპლექსი ირგვლივ ხშირი ტყით დაფარული მთებით არის გარემოცული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.

დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის - გიორგი V ბრწყინვალესთან გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, პირველად დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება. საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და ზედმიწევნით მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ბეთანიის, ქვათახევის, ახტალის და სხვა ტაძრებთან. აღნიშნულ ეკლესიებში ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომელიც შექმნილია თავისუფლად მდგომი ორი სვეტითა და საკურთხევლის კედელთან შეზრდილი წყვილი პილონით. ტაძარი კვადრატული გეგმით გამოირჩევა. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. ინტერიერში მისი მასშტაბები კიდევ უფრო შემცირებულია ოდნავ შეისრული თაღების საშუალებით. ამ თაღებისა და ოთხკუთხა კომპაქტური სივრცის გამო, ნაგებობის შიგნით ძალზე მყუდრო გარემო იქმნება.


დანტაძრის ფასადები XI-XII საუკუნეების ეკლესიათაგან განსხვავებით არ არის მთლიანად დაფარული კედლის თაღედებითა და განუწყვეტელი დეკორატიული ელემენტებით, აქ მხოლოდ ნიშები და ღიობებია დეკორით აქცენტირებული, რის გამოც ტაძრის გარეგნული სახე ძალზე მხატვრულია. ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა - „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა (61), და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა ე (5) და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.

ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არსებული უფრო ადრინდელი წარწერა კი მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: „ღირს ვიქმენ მე, ქავთარ ქაჯიფაჲსძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა... შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობელსა ფიტარეთისასა“. ამდენად ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს. ქავთარის წარწერას XIV საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო მისი საფასით არა დიდი ტაძრის, არამედ ტაძრის მინაშენის, საძვალის აგებაა ნავარაუდევი. ქაჩიბაჲსძეთა - ქაჩიბაძეთა შთამომავლები ამ მხარეს (ფიტარეთი - ტანძია - თევდორეწმინდანი) მფლობელები ბარათაშვილ-ორბელიშვილები არიან.

XVI ს. პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელი ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627-1671 წლებში, ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, 61 სოფელი გაუშენ-დაუსახლებია და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიც საფუძვლიანად განუახლებია (საფლავის ეპიტაფია).

XVII-XVIII სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ. „აიღეს ციხე ფიტერეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი“. იმ ხანისთვის საღვთისმსახურო და საგანმანათლებლო ძველი კერა თავდაცვით ფუნქციესაც ასრულებდა, მონასტრის ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.

სამონასტრო კომპექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა. მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი - იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი XVII ს-ში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4% ... 98%29"-დან

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 23:19

Image

ესეც რუქა -
ალგეთის წყალსაცავი რომაა რუქაზე -
იქით უნდა წავიდეთ -
წითელი ჯვრითაა აღნიშნული ადგილი, სადაც სავარაუდოდ გუდარეხია...


მარშრუტკას შეუძლიაო მისვლა თითქმის ბოლომდე -
და გზად არის ფარცხისის ციხე -
იმასაც ვნახავთ -
თეთრი წყაროდან გაუკეთებიათ გადასახვევი და
გზაც გრუნტის ყოფილა -
ახლახან გაუკეთებიათ...

8-12 კმ - ია თეთრიწყაროდან...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 23:36

კიდევ ერთი დაგვემატა -


1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა
8 ) + ალექსა
9) + გიო.

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by NaNN » 17 ივლ 2008, 23:38

1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა
8 ) ალექსა
9)gio
10) NaNN ?
11)NaNN+ ?

? imitom rom jer sul zustad ar vici zaan ki minda :)
Last edited by NaNN on 17 ივლ 2008, 23:40, edited 1 time in total.
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 17 ივლ 2008, 23:39

1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა
8 ) ალექსა
9) + გიო
10) NaNN ?
11) NaNN+ ?

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by xaliana21 » 18 ივლ 2008, 10:59

ესეიგი მე მოვდივარ 2 პლიუსით:)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by Tamari-ch. » 18 ივლ 2008, 11:02

1) მე
2) ჩემი +
3) ამიგო
4) ჩიტუციო
5) ხალიანა
6) მეგზური
7) ბივრილი? - ვიცი რომ უნდოდა
8 ) ალექსა
9) + გიო
10) NaNN ?
11) NaNN+ ?
12) xaliana21 -ს +1
13) xaliana21 -ს +2

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by ჩიტუციო » 19 ივლ 2008, 09:06

ფიტარეთშიც მამები არიან და ულუმბოსავით არ დაგვემართოს :D

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ვ.ი.ძ. - ფიტარეთი-გუდარეხი

Post by NaNN » 19 ივლ 2008, 09:49

ჩიტუციო wrote:ფიტარეთშიც მამები არიან და ულუმბოსავით არ დაგვემართოს :D
ra dagemarTad ulumboshi? :?:
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]