ლეონტის დავეთანხმები და გირჩევ, რომ თუ არ ხარ გამოცდილი მანდ არ წახვიდე.
სირთულეები რაც მახსენდება:
- საწვავი არ არის საერთოდ და ამიტომ გაზის ბალონები უნდა ათრიო
- ნაშალზე გიწევს სიარული ალაგ-ალაც, რაც საკმაოდ დამღლელია. გარდა მაგისა, კავკასიონის უღელტეხილი უნდა გადალახო, რომელიც სულაც არ არის მარტივი გადასალახი...
- მაგ ადგილას მოხვედრა და თავის დაღწევა(ევაკუაცია

- მოსახლეობას შუა გზაზე საერთოდ ვერ ნახავ. ანუ საკვების მარაგს ვერ შეივსებ და ვერც სხვა რამეს იშოვნი.
- ეგ ადგილები საკმაოდ დამბნევი და ძნელად საორიენტაციოა, რაც კინაღამ სავალალოდ დამთავრდა ჩვენს შემთხვევაში.
- ოსებზე კრინტს არ დავძრავ...
ეს ის სირთულეებია, რაც გამახსენდა.
თუ შენ თვითმიზანი გაქვს რომ წახვიდე კი ბატონო ვინ დაგიშლის.



თუ მაინც წასვლას გადაწყვეტ გირჩევ 1 კაცი მაინც წაიყვანო ისეთი ვინც მანდ არის უკვე ერთხელ მაინც ნამყოფი და ლაშქრობის წინ სერიოზულად მოემზადო.
რატომ? თუ სურვილი იქნა რა დაუდგება წინ? ხალხი 40 წელია დადის მთაში და 2-3 წლის სიარულის მერე რატომ ვერ უნდა წავიდეს ვინმე?2-3 წლის შემდეგ სხვაგან სიარულის გამოცდილების შემდეგ შეიძლება ბევრი ვერ წავიდეს მაინც მანდ
