Page 10 of 36

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 09:07
by natalia
მე ვიყავი გუშინ ჩემს მეგობრებთან ერთად. ყველაფერს მოგიყვებით:)
7 საათზე რომ შევიკრიბეთ ყაზებეგის მარშუტკები არ იყო და 9 საათამდე არც იქნებაო. იქვე იდგნენ მანქანები რომლებიც გთავაზობენ ყაზბეგში წასვლას. კარგი ჯეპი ვიქირავეთ, ჩვენ 7 ვიყავით და ზოგი საბარგულში დავჯექით რადგან არ ჰქონდა უკან სკამები, მშვენივრად მიგვიყვანა ოქროს ყანამდე და ცოტა იქეთაც კი. კარგი კაცია ძალიან, თვითონვე შემოგვთავაზა გაჩერება ანანურთან გუდაურში გადასახედთან. 10 ლარი გადავიხადეთ თვითეულმა.

10:20 დავიწყეთ სვლა, ძალაინ ადვილი სასიარულოა, არაფერი სირთულე მანდ არ არის, გაშლილი სივრცეა, ველია, აღმერთიც კი არ შეგხვდებათ სადმე.
მაგრამ სულ ერთ ხედს უყურებ არ იცვლება.

თრუსო უფრო ლამაზი იქნება ალბად ცოტა მოგვიანებით მთებზე თოვლი რომ იდება მაშინ.

ნელა გავუყევით ხეობას, მდინარეების გადალახვა მოგვიტია რამოდენიმე ადგილას მაგრამ არც ღრმაა არც არაფერი უბრალოდ გატოპავ რა.

აბანომდე ავედით, იქ სასტუმროს აშენებენ, და კოშკზე სესაძლებელია ასვლა. იქედან 1 კილომეტრშია კიდევ კოშკები და იქეთ გავემართეთ. უზარმაზარი ძაღლები დაგვხვდა ბილიკთან ახლოს, კოშკს რომ ვუახლოვდებოდით, ცხვარი დაღუპულა იქევ ეგდო დ აიმას ყარაულობდნენ, შიში კანკალით ავედით ციხეებზე, ძალიან იწევდნენ ჩვენზე . ლამაზი და საინტერესო კოშკებია.

მერე ჩავედით, ქვემოთ და მარჯვნის მდინარის პირს გავუკევით, მესაზღვრეებმა გვითხრეს მყინვარს დაინახავთო და ჩვენც ერთი სული გვქონდ ადაგვენახა თან ამინდიც კარგი იყო სულ გადაწმენდილი ცა, და ყაზბეგი მოჩანდა.

და მართლაც ულამაზესი ხეობა იშლებოდა, ძალიან ლამაზად მოჩანს მყინვარი, ეგ სუათისის ხეობაა. მესაზღვრეებმა ერთი 8 კილომეტრია მაინცო.

ამ ყველაფერს თავის სურათების გადაღებებით შესვენებებით, სადილით, მოვანდომეთ 4 საათი.

იმ ჩვენი ჯიპის მძღოლა ღარ ეცალა და იქვე როცა ჯიპს ვუთანხმდებოდით ვილისის პატრონიც იყოდა იმ კაცს შევუთანხმდით უკანა გზა, და მართლაც 7 საათძე იქი იყო უკვე არც კი დაუგვიანია, და ჩვენც ზუსტად ვიყავით შვიდზე.
ასე რომ მშვენიერი ლაშქრობა გვქონდა მადლობა ღმერთს, კარგად მოვიარეთ და დავისვენეთ.

თუ გცალიათ და 2 დღით წახვალთ და სუათისის ხეობაში შეხვალთ ისიამოვნებთ ძალიან.

ან კიდევ თუ მანქანას სეუთანხმდებით ან მარშუტკას იქირავებთ 6 საათზე თუ წახვალთ და უკანა გზაზე 9 ზე დაიბარებთ იქნებ იქაც მოასწროთ შესვლა.

და კიდევ, მესაზღვეებმა მოგვთხოვეს პირადობები, დიდი პრობლემა არ იყო რომ არ გვქონდა მაგრამ თუ წაიღებთ ესიამოვნებათ:) ძალიან კარგი მესაზღვრეები იყვნენ.

იმ ტბაზე წინა ლაშქრობაში ხალხმა რომ იბანავა, შეგიძლიათ ჩახვიდეთ გზიდან ხეობაში და მდინარეები გადალახოთ, ცქარი მდინარეა მაგრამ ღრმა არ არის, ან კიდევ კეტრისის კოშკებიდან ქვევით გაუყვეთ ბილიკს.

ალაგ ალაგ ჭაობებია და ფრთხილად.

ეგ არის ჩვენი გამოცდილება, იქნებ რამეში გამოგადგეთ.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 09:46
by popins
natalia

გაიხარე! მადლობა მონათხრობისთვის.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 10:23
by natalia
popins
არაფრის, აბა თქვენ იცით.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 11:05
by Toma
natalia
ყოჩაღები ხართ, კარგი გიქნიათ რომ წასულხართ :D

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 11:19
by guruli
ეჰ, ზოგიერთებმა (გვარ-სახელს არ დავასახელებ) ჩვენ გვიგანეს და თურმე ჩუმ-ჩუმად დადიან ლაშქრობებში და კარავზე რა გასვლა გამოგვივიდოდა!!! :cry: :cry: მართალი იყო ადმინი, ადრე რომ ამბობდა, ლაშქრობაში გაპარვაზე "შტრაფები" დავაწესოთო. თუმცა, ერთ ხალხურ ჭეშმარიტებას თუ დავუჯერებთ, შეფი მუდამ მართალია. :wink: :wink:

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 14:06
by Archil
8-ში კახეთში უნდა წავიდე... ასე რომ მე პასს...

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 14:23
by a12
truso marTlac lamazia magram iqauri cxvris gemo ar maviwydeba
maSin pirvelad vWame arc ki Semcedoebia iseTi gemrieli iyo
es SarSan iyo truso cxris gareSe ver warmomidgenia

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 19:35
by Kavtaradze
natalia
ვა ძალიან კარგი, ანუ მარშუტკის დაქირავების აუცილებლობაც არაა :)
ხალხის რაოდენობას მნიშვნელობაც არ აქვს, დაიქირავებ 2-3 ჯიპს და ეგაა . პოპინს ის ხალხი ჩემი მშობლები რომ ქვიათ :D გასაკვირი სიმშვიდით შეხვდნენ ჩემს ნათქვამს , იმედია წამოვალ :)

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 20:42
by natalia
Kavtaradze
რამდენ ჯიპს დაიქირავებ არ ვიცი, ერთი ჯეეპი იდაგა მაშინ, ზოგი ნივა იყო და ასე შემდეგ. ალბად ადრე უნდა მიხვიდეთ რომ მანქანები დაიქირავოთ, ჩვენს შემდეგ მოვიდნენ კიდევ ვიღაცეები და ყაზბეგისთვის უნდოდათ მანქანის ქირაობა.

guruli

არ გავპარულვარ, ძალიან უცაბედად გადავწყვიტეთ წასვლა, სტუმარი გავასეირნეთ. ის კი მომენტარე შე კაცო:):) თუშეთის მეერ არ მინახიხარ.:):)

სურათებს არ ვდებ ჯერ წადით ნახეთ რომ უფრო საინტერესო იყოს.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 20:55
by guruli
natalia
სურათებს არ ვდებ ჯერ წადით ნახეთ რომ უფრო საინტერესო იყოს.
გოგო, ეგება და ვერ მივდივართ ამ წელიწადში და დადე შენი სურათები, რას გვიშლის. :lol:
თუშეთის მეერ არ მინახიხარ.
უნდა დამეტოვებინე თუშეთში. შევცდი. :cry: :cry: და იმ ლაშქრობის თემაში რატომ არ გამოგვეხმაურე, შენს დატოვებაზე რომ ვმსჯელობდით? :D :wink:

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 20:57
by Archil
სურათებს არ ვდებ ჯერ წადით ნახეთ რომ უფრო საინტერესო იყოს.
natalia

სჯობია დადო, თორემ ხალხი იკარგება ხოლმე და სურათზე როცა აქვს ნანახი, მეტი შანსია სწორი გზით წავიდნენ.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 22:42
by climber
ra jdeba??????
da 8 shi midixart xo???

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 03 სექ 2007, 22:47
by paata_
ამ შაბათ-კვირას მამა თომა ჩადის არდოტში და წირვა უნდა ჩაატაროს, გირჩევთ წამოხვიდეთ

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 04 სექ 2007, 00:21
by Archil
paata_
წიგნები მაქვს ხევსური ბავშვებისათვის და რომ გავატანოთ, მაგი როგორ ვქნათ?

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერს.

Posted: 04 სექ 2007, 00:53
by popins
paata_

ეგ სხვა თემაში

სულ ჩემს თემებში რატომ გემართება ოფოფები? :roll: