Page 9 of 9

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 12:22
by stranger
მოხიბლული ვარ გურული მასპინძლობით და გურიის ბუნებით :) მეც ♥ გურია.

გმადლობ გოგა ასეთი გასვლის ორგანიზატორობისთვის :)

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 12:27
by Naia
qvevri
იმედია, გოგა გახსნის საღამოს თემას და ფოტოებს იქ შემოგთავაზებთ. ლელობურთის გარდა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ გურიაში :)

განსაკუთრებით მოგვხიბლა გურულმა სტუმარ-მასპინძლობამ. როგორც იცით, ღამე კარვებში, გოგას მეგობრის ოჯახის ეზოში უნდა გაგვეთენებია. იქ ჩასულებს გაშლილი სუფრა, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი და გახარებული მასპინძლები დაგვხვდნენ. საგზალი რომ გამოვაჩინეთ იწყინეს: 'ეს საჭმელი რატომ წამოიღეთ, განა ჩვენ არ გვქონდაო?" ამის შემხედვარეს კარვების გაშლა არც კი გვიხსენებია. საწოლები გაგვიშალეს და ნაწილი საწოლში, ნაწილი კი (ამდენი საწოლი არ იყო) საძილეებში გავეხვიეთ და იატაკზე დავიძინეთ.

მეორე დილით გემრიელად ვისაუზმეთ და დამშვიდობებას რომ ვაპირებდით მასპინძელმა გამოგვიცხადა: "შუადღეს გელოდებით, სადილის გარეშე არ გაგიშვებთო. სპეციალურად თქვენთვის გემრიელი რაღაცეები მოვამზადეთ და ისე არ წახვიდეთ, რომ არ გასინჯოთო" :)

მოკლედ, ძალიან არა-კარვული გასვლა გვქონდა :) ტრადიციული კარვული ძეხვის და კონსერვების ნაცვლად სულ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს და გოჭის ხორცს გეახლებოდით :) ძალიან დიდი მადლობა გოგას და მისი მეგობრის, მარიკას ოჯახს ასეთი თბილი მასპინძლობისა და ყურადღებისთვის!

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 12:31
by Naia
Tamari-ch. wrote:
Naia wrote:შუხუთის ლელობურთს ტელევიზიებიც იღებდნენ

ეს რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტია: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2
მეც ვუყურე და გეძებდით კადრებში კარველებს ...
:D
კარველები რატომღაც არ ჩანან :) თუმცა დასაწყისში გოგას იისფერი ქურთუკი და ხელი ჩანს. არადა სულ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავით :) განსაკუთრებით გოგა :) ბოლოს გამარჯვებული ბურთი საფლავზე აიტანეს და იქ გამარჯვებულ გურულებთან ერთად მხოლოდ კარაველები ავედით

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 14:21
by M-A-R-T-A
ჰე ეხლა,ჩეიჩოჩეთ,ჩეიჩოჩეეთ(ახალგაზრდა სტიქაროსანი ბიჭი მოგვიწოდებდა)

აგი რაია,აგია თამაშიიი?!ჩვენ რომ ვთამაშობდით ის იყო თამაში(ორი ხანშიშესული ბაბუს დიალოგიდან)

და ბოლოს: მევიგეეეეთ,მევიგეეეეეეეეთ :D :D :D

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 14:42
by M-A-R-T-A
მოხიბლული ვარ გურიით,მისი ბუნებით,ღირშესანიშნავი ადგილებით და სტუმარ-მასპინძლობით.დანარჩენს თემა რომ გაიხსნება იქ დავწერ.მეც შევუერთდები ჩვენი მასპინძლის მიმართ ნათქვამ მადლობებს

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 14:47
by konstantine
უკვე ჩამოსულხართ....

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 15:53
by Tamari-ch.
გურიიდან გოგამ დამირეკა

"გოლიათების კვალს მივაგენითოოო"

ჰოდა ველოდები ახლა ფოტოებს..

:D

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 16:00
by perwkli
ველით

იმას


თემას :oops: :roll:

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 16:22
by VANO
აუ რა მაგარი იყო ლელობურთაობა რააა :D :D :D :D :D

გეიწი ძამა პაწე იქით, რას ჩივი ძამა რო გევიწიო ხო გადავარდები. აბდალი არაა ახლა აი ვინცხაა? :D :D :D


მაგრად ვიკაიფე :D :D :D




აუუუუ რა მაგარი იყოოოო...........

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 25 აპრ 2011, 21:28
by tsqnafunia
რას შობით? :)
ეს ჩემი პირველი გასვლა იყო კარველებთან ერთად, ძალიან, ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ. დიდი მადლობა ყველას და გურია მეც მიყვარს კი არა, მიყვარდა მთელი ცხოვრება :)

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 26 აპრ 2011, 00:06
by avtokh
აი მეც მოვედიი :) გამარჯობა ყველას! იმედია უკანა გზა მოულოდნელობების გარეშე გამოიარეთ :)

კარგი იყო გურია და ლელო! მართლა შტამბეჭდავი სანახაობა იყო და დარწმუნებული ვარ მონაწილეობა უფრო შტამბეჭდავია :)
მე და ჩემი ფოტოები ველით თემის გახსნას.

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 26 აპრ 2011, 00:28
by LiBrA
ვიზიარებ და ვეთანხმები ყველა ზემოთჩამოთვლილ ნააზრევს გურიასთან, მის სილამაზესა და სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებით. კეჭაყმაყმაძეების ოჯახი ჩემთვის გურულ მასპინძლობასთან იქნება ასოცირებული ამ გასვლის მერე :)
M-A-R-T-A wrote:ჰე ეხლა,ჩეიჩოჩეთ,ჩეიჩოჩეეთ(ახალგაზრდა სტიქაროსანი ბიჭი მოგვიწოდებდა)

აგი რაია,აგია თამაშიიი?!ჩვენ რომ ვთამაშობდით ის იყო თამაში(ორი ხანშიშესული ბაბუს დიალოგიდან)

და ბოლოს: მევიგეეეეთ,მევიგეეეეეეეეთ :D :D :D
მართა, ყოველი მაგ ფრაზის გახსენებაზე ყურებამდე ვიკრიჭები და მაგარ ხასიათზე ვდგები :D :D
იქ ხომ სულ ეს სიმღერა მეღიღინებოდა :D და კარავზეც ასე მუსიკალურად დავაფიქსირებ ჩემს შთაბეჭდილებას ამ მხარეზე: :D
,,რა ყოფილა გურია’’
Image

P.S. ძალიან მომეწონა გურული ეზოები პატარა სათბურებითურთ

:)

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 26 აპრ 2011, 02:05
by paata_

აღდგომა და ლელობურთი გურიაში, 23-24.04.2011

Posted: 26 აპრ 2011, 11:40
by tsqnafunia
guruli wrote:პ.ს. ცქნაფო, ნუ გერიდება და ნუ ბოდიშობ. არაფერია მოსარიდებელი, ოღონდ კარგად გადათვალეთ საძილე-კარვები, მართლა ისე არ დარჩეს ვინმე. :)
კარაველებო, ახალი კარაველია ცქნაფო და აბა თქვენ იცით, როგორ შეაყვარებთ კარავს. :) თურმე კაი ხნის დარეგისტრირებულია, თვალსაც გვადევნებს, მაგრამ ლაშქრობებში წამოსვლას ვერ ბედავდა. :)
ეს ახლა წავიკითხე, რა მკვირცხლი და დროული ვარ მოკლედ რა :D