კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
kirnaxona
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 18 მარ 2008, 01:40
Post
by kirnaxona » 24 ოქტ 2010, 23:41
მიუხედავად იმისა, რომ გუნდ კარავი.გეში 3 გოგონა მონაწილეობდა, საღორ მაინც თქვენ!
ორგანიზატორები ვშიშობდით, რომ საერთოდ ვერ გადაკვეთავდით ფინიშის ხაზს, ან ძალიან დაიგვიანებდით, მაგრამ....
დააგვიანეთ მხოლოდ 4 წუთით, აიღეთ ყველა სავალდებულო პუნქტი, და თვით მე-13 წერტილიც კი!
მსაჯებს დადებითი შთაბეჭდილება დარჩა თქვენ გუნდზე. კაპიტანს კი, კარგი ორიენტაცია გააჩნდაო

-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 25 ოქტ 2010, 14:34
ყოჩაღ!!! მაგრები ხართ![/quote]
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 25 ოქტ 2010, 18:58
მ-13-ე წერტილის აღების ფოტოს არ გვანახებთ?
-
caucasicas_da
- მაწანწალა
- Posts: 378
- Joined: 12 სექ 2006, 12:33
Post
by caucasicas_da » 25 ოქტ 2010, 20:01
Nika wrote:მ-13-ე წერტილის აღების ფოტოს არ გვანახებთ?
მე-13 წერტილის აღების ფოტოც იქნება და სხვა დანარჩენიც.. 
რადგან სწორედ ზემოთხსენებულ ფოტოს ჩვენ "ფოტო განწყობისათვის" შევარქვით სწორედ მისით დავიწყებ.. : )

-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 25 ოქტ 2010, 21:10
ეს კიდე დიდი ზომის რუკა.

-
ninia
- მაწანწალა
- Posts: 326
- Joined: 10 ივლ 2007, 02:18
Post
by ninia » 26 ოქტ 2010, 00:56
ძალიან დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს :*:*:* ჯერ იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ. მერე იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, სამ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად ვიღებდი შეჯიბრში მონაწილეობას და სჯობს აღარ გავარძელო...
მთელი დღეა გუშინდელი ემოციებით ვარ სავსე. ულამაზესი დღე იყო. განწყობის ასამაღლებელი ყველა პირობა გვქონდა: თანაგუნდელების მომღიმარი სახეები,ულამაზესი პეიზაჟი,ამინდიც მშვენიერი - ნისლიანი
ძალიან აზარტული და საინტერესო აღმოჩნდა რუკაზე მოცემული პუნქტების აღება და დროდარო მოცემული დავალებები შესრულება
მართალია ნაკაწრებს ვეღარ ვითვლი ისე გვასიამოვნა მაყვლის ეკლებმა, მაგრამ ეხლა ძალიან მახალისებს იმ წუთების გახსენება. ტბასთან მისულებმა მე-13 პუნქტი რომ დავინახეთ არც გვიფიქრია მისი არ აღება, წყალში ისე შევცვივდით ცივი თუ იყო არც გვიგვრძვნია.
ვამაყობ ჩვენი კაპიტანით, ყოველთვისაც ვამაყობდი მაგრამ კიდევ ერთხელ გაღიარებ ზურა
ორგანიზატორებსაც ვეთანხმები, მართლაც ძალიან კარგი ორიენტაცია გაქვს, მგონი ინტუიციითაც ივლი შენ კომპასის გარეშე
გოგოებითაც აღფრთოვანებული ვარ
რა ფოტოგრაფი გვყავს? თან დავალებებსაც ისე კარგად გაართვა თავი, ჩვენი ნადავლის მოპოვება მარიამის დამსახურებაა. ნინის კიდევ მხედველობა ჰქონია ისეთი კილომეტრიდან ხედავდა ასაღები პუნქტის ნომრებს
და დარბის ისე, არც იოცნებოთ რომ დაეწიოთ
(თვითონ კი ამბობდა სირბილი არ შემიძლიაო).
ულამაზესი ტაძრები იყო. უახლოეს დღეებში დიდი სიამოვნებით ვესტუმრები ისევ
ტყე სულ აჭრელებული იყო, ისეთი ლამაზი იყოო, გული დამწყდა ფოტოებზე აღბეჭდვის უფლება რომ არ გვქონდა და იყო უამრავი სოკო, ვინატრე კიდეც ერთ-ერთი დავალება ნეტავ სოკოს მოგროვება ყოფილიუოთქო
და მაინც ყველაზე ემოციური ბოლო წუთები იყო
ვირბინეთ ყველგან, სადაც შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა
ისეთ დაღმართებზე ჩამოვირბინეთ იქ ალბათ ნელა ჩამოსვლის შემეშინდებოდა, მერე ჭაოებბშიც ისე ვტოპეთ მგონი ტალახიანი წყალი სახეში გვეწუწებოდა და "finish"-იც გამოჩნდა.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეჯიბრით და დიდი მადლობა ასევე ორგანიზატორებს
საკუთარი შესაძლებლობების შეფასების საშუალება მოგვცეს და ალბათ დიდი გამოცდილებაც.
p.s. ალბათ დაგებადებათ კითხვა, შენ რაღას აკეთებდიო? რას და გუნდი აუცილებლად 4 წევრს უნდა შეადგენდესო და ის მე-4-ე მე ვიყავი
-
mousvenari
- ბოდიალა
- Posts: 196
- Joined: 13 თებ 2010, 12:52
Post
by mousvenari » 26 ოქტ 2010, 16:50
გენაცვალე,ჩემო ლამაზო, ტკბილო, თავმდაბალო ანგელოზო!
და არა მარტო ჩემო-კარვის ანგელოზოოოოოო!
მაინც ყველამ იცის ვინც ხარ და რაც ხარ- თავმდაბლობა ჯობია..... ხომ ასეა?
ყოჩაღ ყველას!!!!! გილოცავთ!!!
-
ninia
- მაწანწალა
- Posts: 326
- Joined: 10 ივლ 2007, 02:18
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 31 ოქტ 2010, 09:22
karavi.ge forever
გილოცავთ, მაგრები ხართ

-
ინა-უნა
- ბოდიალა
- Posts: 280
- Joined: 19 მაი 2010, 23:16
Post
by ინა-უნა » 01 ნოე 2010, 00:44
მაგრები ხართ, გაიხარეთ
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 01 ნოე 2010, 23:43
აბა რა გითხრათ
მეტი რომ შეგეძლოთ და მეტს ველოდი, მაგი იცით ისედაც.
აქ შეჯიბრი იყო და თქვენ კი ჩვეული სილაღით იმოძრავებდით, ბოლოს კი მიხვდით რომ გაგვიანდებოდათ და გირბენიათ, რამა მაგი თავიდანვე რომ უნდა გექნათ, წინასწარ გეუბნებოდით...
თქვენთან ერთად მინდოდა ყოფნა, გამოცდილების გაზიარება. დარწმუნებული ვარ ტაქტიკაზე არც გიფიქრიათ. მიყვებოდით ღიმილიანად ბილიკს და სადაც გაგიყვანათ, იქ წახვიდოდით.
მე თქვენით ვამაყობ (მაგრამ არა ამ შედეგით), თქვენი ხალისიანობით, დაუდგომრობით და ენერგიულობით. ვიცი რომ პირველ ადგილსაც უპრობლემოდ მოიპოვებდით, ცოტა მეტი ყურადღება რომ დაგეთმოთ და კარგად დაგეგეგმათ მარშუტი. გული მწყდება თქვენს გვერდით რომ არ ვიყავი.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ნოე 2010, 00:00
ყოჩაღებო, გილ20ავთ ფინიშის ხაზთან მოსვლას.
თემას არ გახსნით?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 02 ნოე 2010, 00:32
ARCHILI
არავინ რომ არ უბურღავდათ, იმიტომაც ვერ გავიდნენ პირველ ადგილზე.
შენ რომ ყოფილიყავი, ბოლოდან პირველზეც ვერ გახვიდოდი, ფინიშთან რატომ უნდა მივსულიყავიო, მაგას იკითხავდი მერე...
ჰოდა ცუდად რატომ ხარ, მაგი ხომ იცი? ჰოდა მოინანიე ცოდვანი და ამპარტავნობა შენი.
მოყევით ეხლა რა როგორ იყო.
"უი რა კარგი იყო" ტექსტი უკვე მოვისმინე და მეც ვთქვი. რა მარშუტი აირჩიეთ, რატომ გადაწყვიტეთ ეგ მარშრუტი, რა დაბრკოლებები შეგხვდათ და სად იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგენი მოყევით.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
