კიდევ ერთხელ შატილი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 10 ივლ 2008, 23:02

ყველას ველქომები..

სამსახურში ინტერნეტმა დაყვინთა და ვეღარ შემოვდივარ, ასე რომ პასიურობაში ნუ შემომართმევთ.... საქმის კურსში ვარ რა ხდება აქ....


გასვლა რესპუბლიკის მოედნიდან, ივერიის წინ რომ შადრევანია, იქიდან.

დრო, 6 საათი, თუმცა თუ 5 საათზე გავალთ, უკეთესი იქნება.

ჩვენი მოგზაურობა ორ ნაწილს ითვალისწინებს:

მათთვის, ვინც პირველადაა, განკუთვნილია შატილი-მუცო-არდოტი-არდოტის შემდგომი სოფლები მარშუტი. დათვალიერებენ პირიქეთა ხევსურეთის ძირითად ღირშესანიშნაობებს და გაბადრული სახით შეხვდებიან მუცო-არდოტის მონაკვეთში თავის თანამოკარვეებს.

მათთვის, ვინც უკვე რამოდენიმეჯერ მოინახულა შატილ-მუცო და ეხლა სურს გაიფართოვოს თავისი ნაცნობობა ხევსურეთთან, გავლენ დათვისჯვრიდა, გაივლიან ძველ ნასოფლარებს, ჩავლენ არდოტში და არდოტი-მუცოს მონაკვეთში გაბრწყინებული სახით შეხვდებიან თავის თანაკარველებს.

მერე ყველა ერთად დაიძინებს თავ-თავიან კარავ-საძილეებში და დილაუთენია გაუდგებიან ძველიუ სოფლების გზას. ვისაც სურვილი ექნება, ან გადაიღლება წინა დღის სიარულით, დარჩება კარვებში და პანსიონოტობანას მიეცემა... კახას წლოვანი მეგობარი მათ გასული საუკუნის ამბებს მოუყვება და... კაი იქნება...

იმავე დღეს ვბრუნდებით თბილისში, ჩამოვდივართ გვიან...

თუ რამე გაუთვალისწინებელია, მაშინ ყველა ვუერთდებით სახეგაბადრულების ჯგუფს, ანუ მივდივართ ქისტანი-შატილი-მუცოს გზით...

საკვების შეძენას ყველასათვის ვერ მოვასწრებთ,. ამიტომ სჯობია ამაზე დრო არ დავკარგოთ და ყველამ სათავისოდ წამოიღოს საკვები.

და კიდევ ერთი, სამწვადე ვიყიდოთ? თუ მასეა, მითხარით და წინა საღამოს ვიყიდი.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Wanderer » 10 ივლ 2008, 23:28

Archil
შენ გაიხარე! :) Just for confirmation: შენ ხომ ფეხით სასიარულოზე მოდიხარ? :)

ისე შეიძლება მთლად მასე არ გამოვიდეს როგორც შენ დაწერე, მაგრამ ვარიაციებზე მერე მარშრუტკაში ვიმსჯელოთ. :wink:
დრო, 6 საათი, თუმცა თუ 5 საათზე გავალთ, უკეთესი იქნება.
ყველანაირად ვეცდები დაგარწმუნო, რომ 4 საათზე გასვლა ყველაფერს აჯობებს. :D :lol: :wink:
და კიდევ ერთი, სამწვადე ვიყიდოთ? თუ მასეა, მითხარით და წინა საღამოს ვიყიდი.
მე სამწვადეს მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ იყიდი ბევრი არ იყიდო.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კიდევ ერთხელ შატილი

Post by navigator » 10 ივლ 2008, 23:49

კეთილი მგზავრობა

პ.ს. დამპლებო! :D
აცხა ღორებო Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 10 ივლ 2008, 23:55

მე ვფიქრობ რომ დათვიჯვარით წამოვალ....

როგორც ამ ამბის წამომწყები, გარკვეულ ვალდებულებას ვგრძნობ, რომ დანარჩენებმა, რომლებსაც არ უნახიათ შატილი-მუცო, ნახონ და ისიამოვნონ - მაგისთვის მოდიან და ისე როგორ იქნება. ამიტომაც თუ გამყოლი იქნება, მაშინ გულდამშვიდებული ვიქნები და დათვიჯვარზე წავალ. დღეს უფომ დამირეკა, მან და მისმა პლიუსმა მშვენივრად იციან იქაურობა და გიდობას გაგიწევენ. მათ იმედზე შეიძლება ყოფნა. ზოგიერთები ასევე ნამყოფები არიან და ერთი სიტყვით არ დაიკარგებით.

ხახაბოსკენ მიმავლები კი უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა წავიღოთ, რამდენი და ეგეთები. მგონი ზურგჩანთები დატვირთული არ უნდა ვატაროთ, მარა არც ისე, რომ ჩვენი ტვირთი სხვას ავკიდოთ...


და კიდევ ერთი, შორენასთვის საჩუქრები არ დაგვავიწყდეს ხალხნო, ვქნათ მადლი, ღმერთი არ დაგვივიწყებს...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 10 ივლ 2008, 23:55

navigator


წამო !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Wanderer » 11 ივლ 2008, 00:02

Archil
ერთი სიტყვით არ დაიკარგებით
სად გაიქცევიან წყალქვეშა ნავიდან? :D ერთი გზაა და იმას უნდა გაყვნენ.

და მარშრუტკის მძღოლი გავიწყდება, რომელსაც ასევე გავლილი აქვს ეგ გზა. მოკლედ პრობლემა არ იქნება...
ხახაბოსკენ მიმავლები კი უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა წავიღოთ, რამდენი და ეგეთები. მგონი ზურგჩანთები დატვირთული არ უნდა ვატაროთ
მე და კახამ დღეს ბევრი ვიმსჯელეთ მაგ თემაზე და დავასკვენით, რომ კარვების, საძილეების და ა.შ. თრევა მოგვიწევს... თუმცა ტრაგედია მაგაში არ არის: სულ 4-5 კაცი თუ შევიკრიბებით მანდ წამსვლელები. ერთი 3 კაციანი კარავი მე მოაქვს. კიდევ ვინმემ წამოიღოს ერთი კარავი და ეგ იქნება.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კიდევ ერთხელ შატილი

Post by zura N. » 11 ივლ 2008, 00:26

guruli wrote:Wanderer
ლელა, ხომ არ გახსოვს რომელ საათზე დაიძარით თქვენ
დათვიჯვრიდან მაშინ?
როგორც მახსოვს, მაშინ საკმაოდ გვიან წავიდნენ უღელტეხილიდან - 12 საათის მერე.
ყოველთვის მაინტერესბდა რა ხეირი იყო ფოტოაპარატი სურათის გადაღების დროს რო აფიქსირებდა სურათზე... :D :wink:
თურმე რაში ყოფილა საქმე, ჰოდა ეხლა გადავხედე ჩემ სურათებს და ვნახო რომ პირველის ნახევრისთვის დაგვიწყია ფეხით სიარული დაახლოებით... :) :wink: .

ჰოდა კიდე ვინემ მოდის ვინც ეგ გზა იცის? :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Wanderer » 11 ივლ 2008, 00:34

zura N.
პირველის ნახევრისთვის დაგვიწყია ფეხით სიარული დაახლოებით
შენ გაიხარე. :) ისე რომ მოდიოდე როგორ გამახარებდი შენ ვერ წარმოგიდგენია! :)
ჰოდა კიდე ვინემ მოდის ვინც ეგ გზა იცის?
ვინმე არ ვიცი და რამე კი მოდის. თან ორი ცალი. :wink:

ისე რუსეთის საზღვართან ახლოს ვიქნებით და რამე რომ იყოს ხომ არ გადაგველახა(განგებ კი არა. შემთხვევით)? :D :lol: :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ufo
ბილიკზე მოარული
Posts: 49
Joined: 14 თებ 2008, 20:04
კიდევ ერთხელ შატილი

Post by ufo » 11 ივლ 2008, 00:45

აცაბაცა შენი სპორტულები უნდა დაგიბრუნოს უშანგიმ, ამიტომ უნდა წამოხვიდე აუცილებლად!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 11 ივლ 2008, 01:16

დილის 5 თუ 6 სათი? რომელზე გავიდეთ? ხვალე დაზუსტებით რომ ვუთხრა მძღოლს

სამწვადე არ მოგვაქვს ხო?

zura N.


GPS არ დაგვკარგავს მგონია, ისე, ტრულალა წამოსულიყო მაინცა....
ფოტოაპარატს კი დრო მიაქვს, გაკარგვინებს ოხრად....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
კიდევ ერთხელ შატილი

Post by megzuri » 11 ივლ 2008, 01:33

Bivrili wrote:სიაში არიან ადამიანები (მათ შOრის ერთი სკოლის მოსწავლეა მგონი ) , რომლებმაც შეიძლება ვერ შეძლონ ამხელა გზაზე სიარული............
რუქას რომ დავხედე გული "გამისკდა" , ერთI მხრივ მომხიბვლელი წინადადებაა ამ საოცარი გზის დაფარვა, მეორე მხრივ კი შეიძლება ვერ შეძლოს ადამიანმა, ჰოდა ისინიც შეიბრალეთ, ნუ დატოვებთ წინამძღოლის გარეშე............... :) ...........
bivril camodiiiiiii paraloni maqvs 4 cali ase rom sheni samyopic aris

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Naia » 11 ივლ 2008, 01:37

ძალიან მაინტერესებს დათვიჯვრიდან არდოტისკენ ფეხით გადასვლა. შაბათ-კვირას სხვა გეგმები მაქვს თორემ აუცილებლად შემოგიერთდებოდით. იმედია, კიდევ დაიგეგმება კარავზე საფეხოსნო მარშრუტი ხევსურეთში.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 11 ივლ 2008, 01:39

1) მეგზური
2) ნათია
3) სოფო
4) დათო
5) ამირანი
6) არჩილი
7) კახა
ელისო - კახას +
9) კახას მეორე +
10)nino
11)levani
12)giorgi
13)bacho ?
14)bachos + ?
15)wanderer ?
16) მართალია გათახსირებული კაცი ვარ მაგრამ მაიცნ მინდა და.... თუ იმზევა - ZVIOs MTIANISULI
17) აცაბაცა ?
18 ) აცაბაცას +?
19) და კიდევ მე-2 +?
20) უფო +
21). guruli ?
22) კახას მეგობარი თავისი ჯიპით
23) უფო

აქედან კახა და მისი ხალხი კახას მეგობრის მანქანით მოდიან, ასე რომ ადგილი არის კიდევ ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ შატილი

Post by Archil » 11 ივლ 2008, 02:13

Naia

წამოდი, ერთად ვიაროთ :)

ამ წელს მეეჭვება სხვა ვინმე წავიდეს კიდევ მაგ გზით...

სიარული არ მოგენატრა?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კიდევ ერთხელ შატილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 04:16

ფეხით სიარული ძნ მინდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ თებულოს თოვლიანი კენწერო დავინახო.
ხახაბო(ები) ვნახო, ანდაქში ვიხეტიალო...
ბორჯომ-ხარაგაულში ხეტიალი რომ არ მქონდეს დაგეგმილი, თქვენთან 1ად წამოვიდოდი.
რა ვქნა, გეგმის შეცვლა არ მჩვევია რა.

თქვენ სასიამოვნო გასვლას გისურვებთ.
თბილისიდან 7ზეც თუ გახვედით, საქმე არ გაგიფუჭდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ წვიმაა მოსალოდნელი და საწვიმრები წაიღეთ.
მართალია, გიორგიწმინდასთან გზა უკეთეს მდგომარეობაში იქნება, მაგრამ ვაითუ წვიმამ ისევ ჩახერგოს?
ამიტომ, კიდევ 1ხელ გამოიჩინეთ სიფხიზლე და დაიბარეთ, რომ შეიძლება 2შაბათს ჩამოსვლა მოგიწიოთ.
ისე კი, გზის ამბებს დღეს შუა დღემდე დავაზუსტებ.

ბოლო მონაცემებით, 2ხიდიანები მუცომდე მივლენ, მინიბუსები - ვერა და თუ ფეხით წამსვლელები იმავე
ღამეს მინიბუსით წამსვლელებთან შე1ებას არ აპირებენ, მაშინ ფეხოსნების დაბანაკება არდოტში ან მუცოში სჯობს,
მინიბუსელებისა კი - შატილში.
კვირას, შუა დღის 12ისთვის კი მუცოსთან შეიძლება ჯგუფების შე1ება და ამის შემდეგ კისტანის ნახვაც (დაახლოებით 5 სთზე).

თუ ჯგუფი შაბათს საღამოსვე უნდა გა1ანდეს, მაშინ ბანაკი ხანისძირში უნდა დაიცეს, მუცომდე 3 კმტში,
გელა დაიაურის ბიძის სახლის სიახლოვეს, არდოტისწყლის სანაპიროსთან, სადაც ფეხოსნები, ჩემი ვარაუდით, ღამის 1ლზე ჩავლენ.

მკდ, თქვენგან სასიამოვნო ამბებს ველით.
თუ რამეა, შატილის სკოლაში ინტერნეტია და ხაზზე გამოდით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]