მე, როგორც იცით, შაბათს დილაადრიან წამოვალ ჩემი მანქანით და იმედია ვარძიაში შემოგიერთდებით.
ახლა ტრანსპორტის ამბავი. თუ მარშრუტკით წახვალთ მოგიწევთ ჩემი შემოთავაზებული მარშრუტის შეცვლა, რადგან მანძილები ამ ძეგლებს შორის საკმაოდ შორია და ნამდვილად ვერ მოასწრებთ ორ დღეში გავლას.
მარშუტკის შემთხვევაში
შაბათი 25 ივნისი
ვარძია
ჭაჭკარი (შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი ნასოფლარია ვარძიასთან ახლოს)
ვანის ქვაბები
მეტი არა მგონია მოესწროს, დაბანაკება ვანის ქვაბების მიდამოში
კვირა 26 ივნისი
თმოგვი; შეიძლება წუნდაც მოესწროს. ნუ დაგავიწყდებათ თბილისში უნდა დაბრუნდეთ.
მგონია რომ აქ მარშრუტკამ უნდა ჩამოგაკითხოთ თმოგვ/წუნდის მოდამოებში და თბილისში წაგიყვანოთ.
ახალციხეში მატარებელი კი დადის (ვალეს მატარებებლი), ოღონდ ჯერ ერთი ახალციხეში უნდა მოხვდეთ მაგისთვის და მეორეც წარმოდგენა არა მაქვს განრიგზე. ეჭვი მეპარება, რომ ერთ მატარებელზე მეტი იყოს დღეში. და საერთოდ დღე დადის ეს მატარებელი თუ ღამე კიდევ საკითხავია.
ამიტომ, თუ მანქანები გროვდება, ჯობია მანქნებით წასვლა. ახალციხის შემდეგ გზები იდეალური არაა, მაგრამ არც ისეთია, რომ მაინცადამინც ნივა დაგჭირდეთ. მთელ საქარველოში გავრცელებული ასფალტის დამტვრეული გზაა. ჯავახეთის გზების მდგომარეობს თაობაზე, რომ ლეგენდები დადის ეს ეხება ჯავახეთის ზეგანს - ახალციხე, ნინოწმინდა, მაგრამ არა მტკვირს ხეობას. ბოლოს ვარძიისკენ, უფრო სწორედ ასპინძაში ერთი წლის წინ ვიყავი და რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ იმ გზებიდან არაფერი დარჩენილიყო ვერ წარმომიდგენია.
ასე რომ ახლა თქვენი გადასაწყვეტია ტრანსპორტს რას ამჯობინებთ. მე ორივე მარშრუტი მაწყობს. გაგიკვირდებათ და არც ვანის ქვაბებში და არც ჭაჭკარში არ ვარ ნამყოფი.
მე აღჭურვილობის მხრივ, მგონი, ყველაფერი მაქვს.
ნახეთ ძალზე კარგი სქმატური რუკა ამ რეგიონისთვის
http://www.heritage.ge/guide.html თუ ამობეჭდავთ მიეცით landscape უკეთ გამოჩნდება. ამავე სიტზე შეგიძლიათ ნახოთ ჯავახეთის გზამკვლევის მცირე ინგლისური ვერსია ფოტოებით (ისე კაი მცირეა დაახლოებით 50 გვერდია)
http://www.heritage.ge/statiebi/Summary ... toebit.pdf სრული ქართული გზამკველი გამოვიდა 2000 წელს და მგონი დაახლოებით 150 გვერდიანია.
გნახავთ შაბათს